კომპლექტების ინგრედიენტები

ექსპლორერი:  შესყიდვები > დირექტორიები > საქონლის და მომსახურებების ქვედირექტორიები >

კომპლექტების ინგრედიენტები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

სისტემაში განხორციელებულია საქონლის შედარებით მარტივი წარმოება (შეკრება). მაგალითად: კომპიუტერის აწყობა. აწყობის ოპერაციის შედეგად საწყობში შეიტანება მოცემული რაოდენობის საქონელი (კომპლექტი) და გამოიწერება განსაზღვრული რაოდენობით საქონელი (კომპლექტის ინგრედიენტები). ეს ოპერაცია სრულდება დოკუმენტით კომპლექტაცია. დოკუმენტის ჩაწერისას ინგრედიენტები გამოიწერება თვითღირებულებით. კომპლექტი შეიტანება ღირებულებით, რომელიც უდრის ინგრედიენტების თვითღირებულებების ჯამი გაყოფილი შესატანი კომპლექტების რაოდენობაზე.

ქვეცნობარში ახალი სტრიქონის დამატება და შეყვანილის რედაქტირება სრულდება დიალოგური ფანჯარა კომპლექტის ინგრედიენტის მეშვეობით. სტრიქონების შეყვანის, რედაქტირების და წაშლის პროცესები აღწერილია განყოფილებაში დირექტორიებზე მუშაობა.

ცნობარს კომპლექტების ინგრედიენტებს აქვს შემდეგი ველები:

 

ველი

დანიშნულება

ტიპი

ასარჩევი ტიპის ველია. იღებს მნიშვნელობას: 1- საქონელი, 2 - მომსახურება.

კომპლექტი

კომპლექტის კოდი. იღებს მნიშვნელობებს დირექტორიიდან საქონელი. აუცილებელი ველია.

კოდი

იმ საქონლის კოდი რომელიც წარმოადგენს ინგრედიენტს. იღებს მნიშვნელობებს დირექტორიიდან საქონელი. აუცილებელი ველია.

საზომი ერთეული

ინგრედიენტის საზომი ერთეულის კოდი. იღებს მნიშვნელობებს ცნობარში საქონლის და მომსახურეობების საზომი ერთეულები მოცემული საქონლისთვის არსებული საზომი ერთეულებიდან. აუცილებელი ველია.

რაოდენობა

აუცილებელი ველია. გვაჩვენებს, თუ რამდენი ერთეული ინგრედიენტია ასჭირო კომპლექტების რაოდენობა ველში მითითებული კომპლექტების საწარმოებლად.

კომპლექტების რაოდენობა

აუცილებელი ველია. გვაჩვენებს, თუ რამდენი კომპლექტის შემქნაა შესაძლებელი რაოდენობაში მითითებული ინგრედიენტის გამოყენებით.

ფასის ნაწილი

ინგრედიენტის ერთი ერთეულის ფასის  კოეფიციენტი. ეს კოეფიციენტი გამოიყენება დეკომპლექტაციის პროცესის დროს.