საქონლის ნაშთი

ექსპლორერი:  შესყიდვები > უწყისები >

საქონლის ნაშთი

Previous pageReturn to chapter overviewNext page

უწყისი გათვალისწინებულია აღნიშნული თარიღით ორგანიზაციაში არსებული საქონლის ნაშთების მისაღებად.

ამ უწყისის ასაგებად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები.

ველი

დანიშნულება

თარიღი

აუცილებელი თარიღი ტიპის ველია, ის თარიღი უნდა შეავსოთ, რომლის მდგომარეობითაც გსურთ უწყისის აგება.

საწყობი

შეიძლება ერთი ან რამოდენიმე საწყობის მითითება. თუ ეს ველი შევსებულია უწყისში შევა მხოლოდ ამ საწყობში აღნიშნული თარიღისთვის არსებული სმფ-ების მონაცემები, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა საწყობში აღნიშნული თარიღისთვის არსებული სმფ-ების მონაცემები.  

ჯგუფი

თუ ეს ველი შევსებულია უწყისში შევა მხოლოდ ამ ჯგუფის კუთვნილი საქონლის მონაცემები, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ჯგუფის საქონლის მონაცემები.

საქონელი

თუ ველი შევსებულია უწყისში შევა მხოლოდ ამ საქონლის ნაშთი, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა საქონლის ნაშთი. თუ შევსებულია ველი ჯგუფის მნიშვნელობა, მაშინ საქონლის არჩევის სიიდან შეიძლება მხოლოდ ამ ჯგუფის კუთვნილი საქონლის არჩევა.

რაოდენობების ჩვენება დამატებითი საზომი ერთეულებით

თუ ალამი ჩართულია უწყისში საქონლის არსებობა გამოდის დამატებითი საზომი ერთეულებით.

ლარში თანხების ჩვენება (დღგ-ს გარეშე)

თუ ალამი ჩართულია უწყისში ჩანს საქონლის ერთი ერთეულის საშუალო შეწონილი თვითღირებულებები და საერთო თანხები წარდგენილი ლარში და დღგ-ს გარეშე.

ლარში თანხების ჩვენება (დღგ-ს ჩათვლით)

თუ ალამი ჩართულია უწყისში ჩანს საქონლის ერთი ერთეულის საშუალო შეწონილი თვითღირებულებები და საერთო თანხები წარდგენილი ლარში და დღგ-ს ჩათვლით.

თანხების ჩვენება USD-ით

თუ ალამი ჩართულია უწყისში ჩანს საქონლის ერთი ერთეულის საშუალო შეწონილი თვითღირებულებები და საერთო თანხები USD-ით.

სხვადასხვა პარტიების მიხედვით

თუ ალამი ჩართულია უწყისი აიგება პარტიების მიხედვით. ამ შემთხვევაში უწყისში ემატება პარტიების თავისებურებების მაჩვენებელი სვეტები (გამოყენების ვადა, ქვეყანა, მწარმოებელი და სხვა.)

note ამ ალმის ჩართვისას ავტომატურად ინიშნება ალამი საწყობების მიხედვით გახსნილი. ეს ალამი და ალამი მინიმალურზე მცირე რაოდენობების ჩვენება ერთდროულად ვერ იქნება ჩართული.

საწყობების მიხედვით გახსნილი

თუ ალამი ჩართულია უწყისში სხვადასხვა საწყობებში არსებული ერთი და იგივე საქონელი ჩანს ცალკეული სტრიქონებით.

მინიმალურზე მცირე რაოდენობების ჩვენება

თუ მონიშნულია უწყისში ჩანს საქონელი, რომელთათვისაც შევსებულია ველი მინიმალური რაოდენობა და მოცემული დროისთვის ამ საქონლის არსებობა აღნიშნულ მინიმალურ რაოდენობაზე მცირეა, ისევე როგორც არსებულის და მინიმალური რაოდენობის სხვაობა.

ფასების ჩვენება ფასების ტიპის მიხედვით

შეიძლება ორგანიზაციაში მოქმედი რომელიმე ფასის ტიპის შევსება, და თუ მოცემულ საქონელს აქვს განსაზღვრული მოცემული ტიპის ფასი, მაშინ გამოჩნდება უწყისში.

ქვეჯამები

თუ მონიშნულია, უწყისი ჯგუფდება სხვადასხვა ქვეჯამების მიხედვით. შეუძლია შემდეგი მნიშვნელობების მიღება 1 - საწყობი, 2- ჯგუფი, 3 - საქონელი.

 
უწყისის მიმდინარე სტრიქონის კონტექსტური მენიუდან შეიძლება მოცემული საქონლის ბარათის გამოძახება.

უწყისიდან საქონლის ნაშთი შეიძლება საქონლის ფასების ფორმირება, რომლის გამოძახებაც შეიძლება როგორც მიმდინარე სტრიქონის, აგრეთვე მონიშნული სტრიქონებისთვის.

უწყისიდან საქონლის ნაშთი შეიძლება აგრეთვე დოკუმენტის გაყიდვები (ანგარიშ-ფაქტურა) ჩაწერა. ამისათვის უწყისის გამოძახებისას დიალოგურ ფანჯარაში ველში საწყობი მიუთითოთ რომელიმე საწყობი ან მონიშნოთ ალამი საწყობების მიხედვით გახსნილი, იმისათვის რომ უწყისში გამოჩნდეს სვეტი საწყობი.

საქონლის ნაშთი-ს კონტექსტური მენიუდან შესაძლებელია რამოდენიმე ტიპის დოკუმენტის შექმნის შექმნა. ამისთვის უწყისის გამოძახების დიალოგურ ფანჯარაში საწყობის ველში მოვნიშნოთ რომელიმე საწყობი, ან მოვნიშნოთ საწყობების მიხედვით გახსნილი, რათა უწყისში გამოჩნდეს საწყობის სვეტი. ასეთ შემთხვევაში, უწყისის კონტექსტურ მენიუში ემატება ბრძანება დოკუმენტის შექმნა, რომლის მეშვეობით შესაძლებელია შეიქმნას შემდეგი დოკუმენტები: საწყობის შემოსავლის ორდერი, გაყიდვები, საწყობის გასავლის ორდერი, საქონლის გადაადგილება, მომწოდებლისთვის დაბრუნება ან გაყიდვები (ქვითარი).

დირექტორიიდან შეიძლება პარამეტრების გვერდზე მოწყობილობები აღნიშნული თერმული პრინტერით შტრიხ-კოდის შემცველი იარლიყის ამობეჭდვა. ამისათვის საჭიროა კონტექსტური მენიუდან ბრძანება იარლიყის ამობეჭდვას შესრულება, რომლის გამოძახებაც შეიძლება როგორც მიმდინარე სტრიქონის, აგრეთვე მონიშნული სტრიქონებისთვის. ბრძანების ამორჩევის შემდეგ საჭიროა ამოსაბეჭდი იარლიყების რაოდენობის, ფასის და ტიპის მითითება.

უწყისში საქონლის ნაშთი შესაძლებელია საქონლის შტრიხკოდით ძებნა. ამისთვის კონტექსტური მენიუდან უნდა აირჩიოთ შესაბამისი ბრძანება და ძებნის ველში ჩაწეროთ საძიებო შტრიხკოდი.