საქონლის და მომსახურების ჯგუფები

ექსპლორერი:  შესყიდვები > დირექტორიები > საქონლის და მომსახურებების ქვედირექტორიები >

საქონლის და მომსახურების ჯგუფები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დირექტორიის საქონელი და მომსახურებები კუთვნილი ყველა საქონელი ან მომსახურება შეიძლება დაჯგუფებულ იქნას განსაზღვრული მახასიათებლის მიხედვით. მაგალითად: საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეიძლება დაჯგუფებულ იქნას მაცივრების, უთოების და ჩაიდნების მიხედვით. ჯგუფები გამოიყენება დოკუმენტების შეყვანისას, უწყისების აგებისას და სხვა ოპერაციების დროს. დოკუმენტებში საქონლის სტრიქონის ადვილად მოსაძებნად დასაწყისში შეიძლება ჯგუფის შერჩევა, რომელსაც იგი ეკუთვნის. მთელი რიგი უწყისების აგება შეიძლება მოცემული ჯგუფის კუთვნილი საქონლისთვის.

საქონლის და მომსახურებების ჯგუფების ორგანიზებისთვის გათვალისწინებულია ხისებრი დირექტორია საქონლის და მომსახურებების ჯგუფები. დირექტორიაში ახალი სტრიქონის დამატება და შეყვანილის რედაქტირება ხორციელდება დიალოგური ფანჯარა საქონლის ან მომსახურების ჯგუფის მეშვეობით. სტრიქონების შეყვანის, რედაქტირების და წაშლის ოპერაციები აღწერილია განყოფილებაში დირექტორიებზე მუშაობა .

 

ველი

დანიშნულება

კოდი

საქონლის ან მომსახურების ჯგუფის კოდი. ახლად დასამატებელი ჯგუფის რიგით კოდს, სისტემა გამოითვლის ბოლოს დამატებული საქონლის ან მომსახურების ჯგუფის კოდისგან. აუცილებელი ველია.

დასახელება

საქონლის ან მომსახურების ჯგუფის დასახელება. აუცილებელი ველია.

დაგროვებითი

მოცემული ჯგუფის უშუალოდ ზევით მდებარე დაგროვებითი ჯგუფის კოდი, განისაზღვრება აგრეთვე მისი ადგილი ხეზე.

 

note შენიშვნა

საქონლის ან მომსახურების ჯგუფის სტრიქონის წაშლა დაუშვებელია, თუ არსებობს ამ ჯგუფის კუთვნილი საქონელი ან მომსახურება.