თანამშრომელთა მონაცემები

ექსპლორერი:  ხელფასი > ჟურნალები >

თანამშრომელთა მონაცემები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ჟურნალში ასახულია თანამშრომლების სია. ჟურნალის შესაქმნელად გამოდის დიალოგური ფანჯარა, რომელშიც უნდა მონიშნოთ, თუ თანამშრომელთა რომელი ჯგუფისთვის უნდა შექმნათ სია, ყველა თანამშრომლისთვის, ყველა თანამშრომელთათვის განთავისუფლებულების გარდა, მხოლოდ განთავისუფლებულთათვის ან მითითებული თარიღის მდგომარეობით მომუშავე თანამშრომელთათვის. ბოლო შემთხვევაში აქტიურდება ველი თარიღი. დიალოგურ ფანჯარაში შეიძლება აგრეთვე თანამშრომელთა ხელშეკრულების ტიპი სამუშაო ხელშეკრულება ან სამოქალაქო ხელშეკრულება. ხელშეკრულების ტიპის მონიშვნის შემთხვევაში ჩამონათვალში შევა მხოლოდ მოცემული ტიპის ხელშეკრულების მქონე თანამშრომლები.  

სიიდან გახსნილი კონტექსტური მენიუდან შეიძლება ხელფასის, სარგებლის გაანგარიშების, გაცდენების ჩაწერის დოკუმენტების შექმნა და უწყისების აგება. ისინი მიეკუთვნებიან  მონიშნული სტრიქონების თანამშრომლებს ან, თუ არ არის მონიშნული სტრიქონები მიმდინარე სტრიქონის თანამშრომელს. თანამშრომლების სიიდან გახსნილი კონტექსტური მენიუ შედგება შემდეგი ბრძანებებისგან:

განაკვეთის დანიშვნა

დარიცხვა/დაქვითვის დანიშვნა

ავტოდარიცხვა/დაქვითვა

სადაზღვევო სარგებლის გაანგარიშება

გაცდენები

ხელფასის გაანგარიშება

საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება საკასო მეთოდით

გადახდები

გადახდები საანგარისწორებო ანგარიშიდან

საანგარიშო მოაცემების რედაქტირება

საანგარიშო რეკვიზიტების წაშლა

გადახდების წაშლა

საანგარიშო ფურცელი

დასკვნითი მონაცემები

გაფართოებული ანგარიშგება (ჭადრაკული)

საანგარიშო მონაცემები

ხელფასის ფორმულირებები