გაფართოებული ანგარიშგება (ჭადრაკული)

ექსპლორერი:  ხელფასი > უწყისები >

გაფართოებული ანგარიშგება (ჭადრაკული)

Previous pageReturn to chapter overviewNext page

გაფართოებული ანგარიშგება შეიცავს აღნიშნულ პერიოდში თანამშრომლებისთვის გაანგარიშებულ ხელზე გაცემულ თანხებს, ხელფასის დარიცხვა/დაქვითვების, საშემოსავლო გადასახადების შესახებ დაწვრილებით და საერთო ჯამურ მონაცემებს. ამ ანგარიშგების შესაქმნელად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები.

ველი

დანიშნულება

პერიოდი

პერიოდი აუცილებლად ივსება, შესაბამისი დასაწყისის და დასასრულის მითითებით. იგი ავტომატურად ივსება კალკულაციის თარიღის შესაბამისი მნიშვნელობიდან. შესაძლებელია შეცვლა.

თანამშრომელი

თანამშრომლის ტაბელური ნომერი. თუ შევსებულია მიიღება მხოლოდ ამ თანამშრომლის გაფართოებული ანგარიშგება.

დეპარტამენტი

დეპარტამენტის კოდი. თუ შევსებულია იქმნება ამ დეპარტამენტის ყველა თანამშრომლის გაფართოებული ანგარიშგება.

თუ ველები თანამშომელი და დეპარტამენტი ცარიელია იქმნება ყველა თანამშომლის საანგარიშო ფურცელი. თუ ეს ორი ველი შევსებულია თანამშრომლის საანგარიშო ფურცელი იქმნება იმ დროს, როდესაც თანამშრომელს აღნიშნული დეპარტამენტით აქვს დარიცხვა/დაქვითვა.

საანგარიშო ფურუცლის შექმნა შეიძლება აგრეთვე ქვესისტემა ხელფასში, უწყისების შესაბამისი ბრძანებით. მისი შექმნა შეგიძლიათ ჩამონათვალი უწყისების თანამშრომელთა სია ბრძანებით ან თანამშრომელთა მონაცემების ჟურნალიდან კონტექსტური მენიუს შესაბამისი ბრძანების არჩევით. ამ ბოლო ორ შემთხვევაში, როდესაც არის მონიშნული სტრიქონები, საანგარიშო ფურცელი შეიქმნება მხოლოდ მონიშნული სტრიქონების თანამშრომლებისთვის, ხოლო ანგარიშგების შექმნისთვის გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში არ შევა ველები თანამშრომელი და დეპარტამენტი.