საანგარიშსწორებო მონაცემები

ექსპლორერი:  ხელფასი > უწყისები >

საანგარიშსწორებო მონაცემები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

საანგარიშო მონაცემები შეიცავს დაწვრილებით ინფორმაციას აღნიშნულ პერიოდში დადსტურებული და გაანგარიშებული ყველა დარიცხვა/დაქვითვის, საშემოსავლო გადასახადის და ხელზე გაცემული თანხების შესახებ. უწყისი შეიცავს სვეტს გატარება, რომელიც აჩვენებს შესაბამისი სტრიქონების ბუღალტრული ფორმულირებები რეგისტრირებულია თუ არა.  ამ უწყისის შესაქმნელად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები.

 

ველი

დანიშნულება

პერიოდი

პერიოდი აუცილებლად ივსება, შესაბამისი დასაწყისის და დასასრულის მითითებით. იგი ავტომატურად ივსება კალკულაციის თარიღის შესაბამისი მნიშვნელობიდან. შესაძლებელია შეცვლა.

დარიცხვა/დაქვითვა

დარიცხვა/დაქვითვის კოდია. თუ შევსებულია უწყისი აიგება მხოლოდ ამ დარიცხვა/დაქვითვის შესახებ მონაცემებით.

თანამშრომელი

თანამშრომლის ტაბელური ნომერი. თუ შევსებულია მიიღება უწყისი მხოლოდ ამ თანამშრომლის საანგარიშო მონაცემების შესახებ.

დეპარტამენტი

დეპარტამენტის კოდი. თუ შევსებულია იქმნება უწყისი ამ დეპარტამენტის ყველა თანამშრომლის საანგარიშო მონაცემების შესახებ.

გაფართოებული

თუ მონიშნულია უწყისის სტრიქონების შეივსება დაწვრილებითი ინფორმაციით.

 

საანგარიშო ფურუცლის შექმნა შეიძლება აგრეთვე ქვესისტემა ხელფასში, უწყისების შესაბამისი ბრძანებით. მისი შექმნა შეგიძლიათ ჩამონათვალი უწყისების თანამშრომელთა სია ბრძანებით ან თანამშრომელთა მონაცემების ჟურნალიდან კონტექსტური მენიუს შესაბამისი ბრძანების არჩევით. ამ ბოლო ორ შემთხვევაში, როდესაც არის მონიშნული სტრიქონები, საანგარიშო ფურცელი შეიქმნება მხოლოდ მონიშნული სტრიქონების თანამშრომლებისთვის, ხოლო ანგარიშგების შექმნისთვის გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში არ შევა ველები თანამშრომელი და დეპარტამენტი.

ნებისმიერ მომენტში განახლებაზე (CTRL+R) დაჭერით მიიღებთ, განახლებულ უწყისს იგივე პარამეტრებით.