თანამშრომელთა სია

ექსპლორერი:  ხელფასი > უწყისები >

თანამშრომელთა სია

Previous pageReturn to chapter overviewNext page

უწყისში აისახება კომპანიის თანამშრომელთა სია. უწყისის გამოძახებისას გამოდის დიალოგური ფანჯარა, რომელსაც აქვს შემდეგი ველები.

 

ველი

დანიშნულება

თანამშრომელთა ჩამონათვალის ტიპი

თანამშრომლების, იმ  ჯგუფის მითითება, რომლისთვისაც გსურთ ანგარიშგების გამოძახება, შესაძლებელია აირჩიოთ: 1 - ყველა თანამშრომელი, 2 - ყველა თანამშრომელი, განთავისუფლებულების გარდა, 3 -მხოლოდ განთავისუფლებულები და 4 - ყველა თანამშრომელი მითითებული თარიღისთვის. ბოლო შემთხვევაში აქტიურდება ველი თარიღი.

თარიღი

სიაში შევა მხოლოდ მონიშნული თარიღის მდგომარეობით მომუშავე თანამშრომლები. აქტიურია, თუ ველში თანამშომელთა ჩამონათვალის ტიპი მონიშნულია 4 - ყველა თანამშრომელი მითითებული თარიღისთვის.

ხელშეკრულების ტიპი

ხელშეკრულების ტიპი. სიაში შევა მხოლოდ მითითებული ტიპის ხელშეკრულების მქონე თანამშრომლები.

გაფართოებული

თუ ველი მონიშნულია, ანგარიშგებაში შევა აგრეთვე ველები სქესი, დაბადების თარიღი, პასპორტის ნომერი, საქალაქო და მობილური ტელეფონი, ელ.მისამართი და მონაცემები საცხოვრებელი ადგილის შესახებ.

 

უწყისის სვეტები შეიცავს შემდეგ მონაცემებს თანამშომლების შესახებ.  

 

სვეტი

დანიშნულება

ტაბელური ნომერი

თანამშრომლის ტაბელური ნომერი.

დასახელება

თანამშრომლის სახელი, გვარი.

დეპარტამენტი

თანამშრომლის დეპარტამენტი.

თანამდებობა

თანამშრომლის თანამდებობა.

თანამდებობის დასაწყისი

თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი.

პირადი ნომერი

თანამშრომლის პირადი ნომერი.

ხელშეკრულების ტიპი

ხელშეკრულების ტიპი: სამუშაო ან სამოქალაქო იურიდიული.

მიღების თარიღი

თანამშრომლის სამსახურში მიღების თარიღი.

განთავისუფლების თარიღი

თანამშრომლის სამსახურიდან განთავისუფლების თარიღი.

ანგარიშსწორების ანგარიში

თანამშრომლის საბანკო ანგარიშის ნომერი. გამოიყენება ხელფასის გადასახადთა სიის დაბეჭდვისას.

სახელფასო ფონდის ანგარიში

სინთეტიკური ანგარიში. ბუღალტრული გატარებების განხორციელებისას ამ ანგარიშის კრედიტში აისახება თანამშომლისთვის გაანგარიშებული დარიცხვების თანხები, ხოლო დებეტში გადასახადების, გადახდების და სხვა დაქვითვების თანხები.

სპეციალობა

სპეციალობის კოდი.

 

    უწყისის მიმდინარე სტრიქონზე გახსნილი კონტექსტური მენიუდან მიმდინარე სტრიქონის ან მონიშნული სტრიქონების თანამშომლების შესახებ შეიძლება შემდეგი ანგარიშგებების მიღება.

საანგარიშო ფურცელი. ქმნის თანამშრომლების საანგარიშო ფურცელს.

დასკვნითი მონაცემები. იქმნება თანამშრომლების ხელფასის გაანგარიშების შესახებ დასკვნითი მონაცემები.

გაფართოებული ანგარიშგება (ჭადრაკული). იქმნება თანამშომლებისთვის გაანგარიშებული ხელფასის შესახებ დაწვრილებითი და საერთო ჯამური მონაცემები.

საანგარისწორებო მონაცემები. იქმნება თანამშომლებისთვის გამოთვლილი ხელფასის შესახებ დაწვრილებითი და საერთო ჯამური მონაცემები.

საანგარიშო ფურცლის ელ.ფოსტით გაგზავნა. საანგარიშო ფურცელი იგზავნება თანამშომლის ცნობარში მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე. წერილი იგზავნება კომპიუტერში არსებული სამეილო სისტემის მეშვეობით.

საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება. ხდება საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება მოცემული თანამშრომლისთვის.

სამუშაო პერიოდის გაანგარიშების უწყისი. ხდება სამუშაო პერიოდის გაანგარიშების უწყისის შექმნა მოცემული თანამშრომლისთვის.