საანგარიშო ფურცელი

ექსპლორერი:  ხელფასი > უწყისები >

საანგარიშო ფურცელი

Previous pageReturn to chapter overviewNext page

საანგარიშო ფურცელში შედის მოცემულ თვეში თანამშომლისთვის დადსტურებული დარიცხვა/დაქვითვები, გაანგარიშებული საშემოსავლო გადასახადის თანხა, ისევე როგორც თანამშრომლის კუთვნილი ხელზე გასაცემი თანხა. ამ უწყისის შესაქმნელად გამოსული დიალოგური ფანჯარა შეიცავს შემდეგ ველებს:

ველი

დანიშნულება

თვე/წელი

წლის და თვის შევსება. აუცილებელი ველია, იგი ავტომატურად ივსება კალკულაციის თარიღის შესაბამისი მნიშვნელობიდან.

თანამშრომელი

თანამშრომლის ტაბელური ნომერი. თუ შევსებულია აიგება მხოლოდ ამ თანამშრომლის საანგარიშო ფურცელი.

დეპარტამენტი

დეპარტამენტის კოდი. თუ შევსებულია იქმნება ამ დეპარტამენტის ყველა თანამშრომლის საანგარიშო ფურცელი.

საათების ჩვენება

თუ მონიშნულია საანგარიშო ფურცელში ჩანს ნამუშევარი საათების რაოდენობა.

გაფართოებული

თუ მონიშნულია საანგარიშო ფურცელში ჩანს ხელმძღვანელის და მთავარი ბუღალტრის ს.გ.

თუ ველები თანამშომელი და დეპარტამენტი ცარიელია იქმნება ყველა თანამშომლის საანგარიშო ფურცელი. თუ ეს ორი ველი შევსებულია თანამშრომლის საანგარიშო ფურცელი იქმნება იმ დროს, როდესაც თანამშრომელს აღნიშნული დეპარტამენტით აქვს დარიცხვა/დაქვითვა.

საანგარიშო ფურუცლის შექმნა შეიძლება აგრეთვე ქვესისტემა ხელფასში, უწყისების შესაბამისი ბრძანებით. მისი შექმნა შეგიძლიათ ჩამონათვალი უწყისების თანამშრომელთა სია ბრძანებით ან თანამშრომელთა მონაცემების ჟურნალიდან კონტექსტური მენიუს შესაბამისი ბრძანების არჩევით. ამ ბოლო ორ შემთხვევაში, როდესაც არის მონიშნული სტრიქონები, საანგარიშო ფურცელი შეიქმნება მხოლოდ მონიშნული სტრიქონების თანამშრომლებისთვის, ხოლო ანგარიშგების შექმნისთვის გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში არ შევა ველები თანამშრომელი და დეპარტამენტი.

 

note შენიშვნა

თუ თანამშრომლისთვის არის დადასტურებული დარიცხვა/დაქვითვები, რომელთა დადასტურების შემდეგ არ შესრულებულა ხელფასის გაანგარიშება ოპერაცია, საანგარიშო ფურცელი იქმნება ამის შესახებ გამაფრთხილებელი გაანგარიშება არ არის შესრულებული დამატებითი სტრიქონით.