ხელფასის გაანგარიშება

ექსპლორერი:  ხელფასი > ოპერაციები >

ხელფასის გაანგარიშება

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ოპერაცია ხელფასის გაანგარიშება გათვალისწინებულია აღნიშნული საანგარიშო თვეში უკვე დადასტურებული დარიცხვა/დაქვითვების ხელფასის სახით გაანგარიშებისთვის. ხელფასის გამოთვლის დროს გამოითვლება კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები და ხელზე გაცემული თანხები.  საანგარიშო თვეში შეიძლება რამოდენიმე ხელფასის გაანგარიშების შესრულება. ამ ოპერაციის განხორციელებისთვის გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები. .

 

Salary.Operations.SalaryCalculation

ველი

დანიშნულება

თვე

შევსებული საანგარიშო თვე. მისი რედაქტირება დაუშვებელია.

თანამშრომელი

თანამშრომლის ტაბელური ნომერი.

დეპარტამენტი

დეპარტამენტის კოდი.

თუ ველები თანამშრომელი და დეპარტამენტი ცარიელია ხელფასის გამოთვლა წარმოებს ყველა თანამშრომლისთვის.

ოპერაცია ხელფასის გაანგარიშება წარმოებს თანამშრომელთა მონაცემების ჟურნალიდან მიმდინარე სტრიქონზე გახსნილი კონტექსტური მენიუდან. ამ შემთხვევაში ოპერაციის განხორციელება შეიძლება აგრეთვე მონიშნული სტრიქონების თანამშრომლებისთვის, რომლის დროს ოპერაციის განხორციელებისთვის გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში არ არის ველები თანამშრომელი და დეპარტამენტი.

 

note შენიშვნა

პარამეტრებში ხელფასის გამოთვლა დაუყოვნებლივ ალამის მონიშვნის შემთხვევაში ოპერაცია ხელფასის გაანგარიშება სრულდება ავტომატურად.