ხელფასი

ექსპლორერი:  პარამეტრები >

ხელფასი

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ამ გვერდს აქვს შემდეგი სახე

 

Options.Salary

პარამეტრების გვერდს ხელფასი აქვს შემდეგი ველები

ველი

დანიშნულება

კალკულაციის თარიღი

ამ თარიღით ხდება ხელფასის კალკულაციური წლის და თვის დადგენა. იგი უნდა აღემატებოდეს საწყის თარიღს.

საშემოსავლო გადასახადის პროცენტი

ამ ველში ჩაეწერება საშემოსავლო გადასახადის პროცენტი.

თანამშრომლის საპენსიო გადასახადის პროცენტი

ამ ველში ჩაეწერება საპენციო გადასახადის პროცენტი, რომელიც უნდა დაექვითოს თანამშრომელს.

ორგანიზაციის  საპენსიო გადასახადის პროცენტი

ამ ველში ჩაეწერება საპენციო გადასახადის პროცენტი, რომელიც უნდა დაექვითოს ორგანიზაციას.

ხელფასის გამოთვლა დაუყოვნებლივ

ამ ველის მონიშვნის შემთხვევაში, დარიცხვა/დაქვითვა და ავტოდარიცხვა/დაქვითვა დოკუმენტების ჩაწერისას, ისევე როგორც კალკულაციის მონაცმებთა რედაქტირებისას და წაშლისას, ოპერაცია ხელფასის გაანგარიშება ავტომატურად სრულდება სისტემის მიერ.

დამრგვალების ხარისხი

თანხების დამრგვალების ხარისხი. გამოიყენება გამოთვლების დროს მიღებული თანხების დამრგვალებისთვის.

ორგანიზაციის საპენსიო გადასახადის ხარჯის ანგარიში

ამ ველში ჩაეწერება საპენსიო გადასახადის ხარჯის ანგარიში.

ტრანზიტული ანგარიში

ამ ველში ჩაეწერება ხელფასის ტრანზიტული ანგარიში.

HR აღრიცხვა

მონიშვნისას კომპანიის კადრების აღრიცხვისთვის გამოყენებული იქნება მიღების, გადაყვანის და განთავისუფლების ბრძანებები.

ამ გვერდის ყველა ველის, გარდა კალკულაციის თარიღისა, რედაქტირებისთვის მომხმარებელს უნდა ჰქონდეს ადმინისტრატორის სტატუსი. კალკულაციის თარიღი ველის რედაქტირება შეუძლია აგრეთვე ადმინისტრატორის სტატუსის არმქონე მომხმარებელს, თუმცა აქ შეტანილი  თარიღი უნდა შედიოდეს ადმინისტრატორის მიერ დადგენილ სამუშაო პერიოდში.