ძირითადი საშუალებები

ექსპლორერი:  პარამეტრები >

ძირითადი საშუალებები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

გვერდს ძირითადი საშუალებები აქვს შემდეგი სახე.

Options.FixedAssets

ამ გვერდს აქვს შემდეგი ველები.

ველი

დანიშნულება

რიგითი საინვენტარო ნომერი

სისტემაში ბოლო შეტანილი ძირითადი საშუალების საინვენტარო ნომრის მომდევნო საინვენტარო ნომრის შევსება, რომელიც ავტომატურად გამოდის ახალი ძირითადი საშუალების დამატებისას.

ანგარიშები

შევსებულია გატარებებში გამოყენებული ზოგიერთი ტიპის ანგარიშების საწყისი მნიშვნელობები.

დოკუმენტებში გატარებების გენერირებისას ავტომატურად ივსება ცხრილი ანგარიშების ანგარიშები შემდეგი ფორმით.

კრედიტორული დავალიანება მიღებული ძირ.საშ.ების გზით ანგარიში ავტომატურად ივსება ძირ.საშ.ბის მიღება და ძირ.საშ.-ების შეძენა და ექსპლუატაცია დოკუმენტების გატარებებში.

ძირ.საშ.-ებზე კაპიტალიზირებადი ხარჯები ანგარიში ავტომატურად გამოდის რეკონსტრუქცია დოკუმენტის გატარებებში.

ძირ.საშ.-ების გადაფასებიდან ღირებულების ცვლილებები ანგარიში ავტომატურად გამოდის გადაფასება დოკუმენტის გატარებებში.

ძირ.საშ.-ების ლიკვიდაციის ღირებულების ხარჯვითი ანგარიში ანგარიში ავტომატურად გამოდის ნაწილობრივი ლიკვიდაცია და ჩამოწერის აქტი  დოკუმენტების გატარებებში.

ცხრილის ანგარიშები რედაქტირებისთვის მომხმარებელს უნდა ჰქონდეს ადმინისტრატორის სტატუსი.