ნაწილობრივი ლიკვიდაცია

ექსპლორერი:  ძირითადი საშუალებები > დოკუმენტები >

ნაწილობრივი ლიკვიდაცია

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ოპერაცია ნაწილობრივი ლიკვიდაცია გათვალისწინებულია კომპანიის შიგნით ძირ.საშ.-ის ნაწილობრივი ლიკვიდაციის ჩასაწერად. ეს ოპერაცია სრულდება ერთი ძირ.საშ.-თვის, რომლის ძირითადი დანიშნულება არის სასარგებლო მომსახურების ვადის, საწყისი მნიშვნელობის და დარიცხული ცვეთის შეცვლა. ოპერაციის ჩაწერის ფანჯარაში ასახულია ნაწილობრივი ლიკვიდაციის ქვემდებარე ძირ.საშ.-ის ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვის სასარგებლო მომსახურების ვადის, საწყისი მნიშვნელობის და დარიცხული ცვეთის მონაცემები, მათი ძველი და ახალი მნიშვნელობებით. ძველი ველები რჩება უცვლელი, ხოლო ახლების შევსება ხდება მათი შესაბამისი ძველი ველების მნიშვნელობებით. ოპერაციის ჩაწერამდე მოწმდება, რომ ფინანსური ან საგადასახადო აღნიშნული ინვენტარის ახალი მნიშვნელობებიდან ერთში მაინც იყოს შეტანილი ცვლილება, მათ შორის საწყისი მნიშვნელობა და დარიცხული ცვეთა ველების მნიშვნელობები მხოლოდ მცირდება, ხოლო სასარგებლო მომსახურების ვადა შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს. დოკუმენტის ფანჯარა შედგება 2 გვერდისგან ზოგადი და გატარებები. 

მთავარი ნაწილის ველები შემდეგია.

ველი

დანიშნულება

თარიღი

დოკუმენტი შექმნის თარიღი. სისტემა ავტომატურად მიმდინარე თარიღს გვთავაზობს.

დოკუმენტის N

დოკუმენტის ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით.

საინვენტარო ნომერი

ძირ.საშ.-ის საინვენტარო ნომერი.

ადგილმდებარეობა

ქვეგანყოფილება, სადაც არის ძირ.საშ.

მატ.პასუხ. პირი

ძირ.საშ.-ის მატ.პას. პირი.

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი

გვერდს ზოგადი აქვს შემდეგი სახე.

 

FixedAssets.Documents.PRT1

ველი

დანიშნულება

ფინანსური (საგადასახადო)

ძველი

ახალი

სასარგებლო ვადა

ოპერაციის მომენტისთვის ძირ.საშ.-ის სასარგებლო მომსახურების ვადა თვეებით.

ნაწილობრივი ლიკვიდაციის შედეგად ძირ.საშ.-ის გადახედილი სასარგებლო მომსახურების ვადა თვეებით.

საწყისი მნიშვნელობა

ოპერაციის მომენტისთვის ძირ.საშ.-ის საწყისი მნიშვნელობა.

ნაწილობრივი ლიკვიდაციის შედეგად ძირ.საშ.-ის გადახედილი დარიცხული ცვეთა.

დარიცხული ცვეთა

ოპერაციის მომენტისთვის ძირ.საშ.-ის დარიცხული ცვეთა

ნაწილობრივი ლიკვიდაციის შედეგად ძირ.საშ.-ის გადახედილი დარიცხული ცვეთა. :

გვერდს გატარებები აქვს შემდეგი სახე.

FixedAssets.Documents.PRT2

ამ გვერდზე დოკუმენტის გატარებების ფორმირება ხდება. აქ გათვალისწინებულია შემდეგი სწრაფი წვდომის ღილაკები.

გამოსახულება

დანიშნულება

add16Fone

მოცემული დოკუმენტისთვის აუცილებელი ახალი გატარების დამატება.

copy16

გატარებების სიაში ახალი სტრიქონის დამატება მიმდინარე სტრიქონის მნიშვნელობების კოპირებით.

Trash-icon16

გატარებებიდან მიმდინარე სტრიქონის ამოშლა.:

Trash_icon_deleteAll

ყველა გატარების სტრიქონის წაშლა. ყველა გატარების წაშლის შემდეგ აქტიურდება გატარებების გენერირების ღილაკი wand-icon .

wand-icon

გატარებების გენერირების ღილაკი მისაწვდომია, მაშინ როდესაც არცერთი გატარების სტრიქონი არ არის შევსებული. თუ არსებობს ცვეთა, კიდევ ერთი გატარება ემატება, რომლის დებეტში წერია გასავლის ანგარიში, კრედიტში ცვეთის ანგარიში. გატარების ერთი სტრიქონის არსებობის შემთხვევაშიც კი ამ ღილაკის ნაცვლად გამოდის გატარებების რედაქტირების რეჟიმი (ნებადართულიlock_open_16 - აკრძალულიlock_16) ღილაკი. გატარების გენერირების შემდეგ მისი რედაქტირებისთვის საჭიროა გატარებების რედაქტირების რეჟიმზე გადასვლა.

 

დოკუმენტის ჩაწერა ხდება შენახვა save16, შენახვა და დახურვა save_close16, შენახვა და ახალი save_new16 ღილაკებზე დაჭერით, იმ განსხვავებით, რომ შენახვა და დახურვა ღილაკზე დაჭერისას ფანჯარა იხურება, ხოლოშენახვა და ახალი ღილაკზე დაჭერით მომდევნო დოკუმენტის შევსება და შენახვაა შესაძლებელი. მონახაზი Draft16 ღილაკის მეშვეობით დოკუმენტი შეინახება მონახაზ მდგომარეობაში, ე.ი. ის არ იქნება ასახული სისტემის არც ერთ აღრიცხვაში. ეს ემსახურება მხოლოდ დოკუმენტის ველებში შეყვანილი ინფორმაციის შენახვას, მხოლოდ შემდგომში დოკუმენტის დამატებითი გადამოწმების შემდეგ ჩასაწერად.

დოკუმენტის ჩაწერასთან ერთად, ოპერაციაში მონაწილე ძირ.საშ.-თვის, საჭიროების შემთხვევაში დაირიცხება აგრეთვე ცვეთა ჩასაწერი დოკუმენტის თარიღით.  ძირ.საშ.-ის დარჩენილი სასარგებლო მომსახურების ვადის შეცვლა შეიძლება აგრეთვე ოპერაციების რეკონსტრუქცია და სასარგებლო მომსახურების ვადის გადახედვა მეშვეობით. ძირ.საშ.-ის საწყისი მნიშვნელობის შეცვლა შეიძლება აგრეთვე ოპერაციების რეკონსტრუქცია ან გადაფასება მეშვეობით. ძირ.საშ.-ის დარიცხული ცვეთის შეცვლა შეიძლება აგრეთვე ოპერაცია გადაფასების მეშვეობით.