სასარგებლო მომსახურების ვადის გადახედვა

ექსპლორერი:  ძირითადი საშუალებები > დოკუმენტები >

სასარგებლო მომსახურების ვადის გადახედვა

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტი სასარგებლო მომსახურების ვადის გადახედვა გათვალისწინებულია ძირ.საშ.-ის სასარგებლო მომსახურების ვადის, ლიკვიდაციური ღირებულების და ცვეთის გადასახედად. ეს ოპერაცია სრულდება ერთი ან რამოდენიმე ძირ.საშ.-თვის.

დოკუმენტის ფანჯარა შედგება 2 გვერდისგან საინვენტარო ნომრები და გატარებები. 

მთავარ ნაწილში არის შემდეგი ველები.

ველი

დანიშნულება

თარიღი

დოკუმენტის სასარგებლო მომსახურების ვადის გადახედვა შექმნის თარიღი. სისტემა ავტომატურად მიმდინარე თარიღს გვთავაზობს.

დოკუმენტის N

დოკუმენტის სასარგებლო მომსახურების ვადის გადახედვა ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით.

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი.

 

გვერდს საინვენტარო ნომრები აქვს შემდეგი სახე.

 

FixedAssets.Documents.FASTROp1

 

ამ გვერდზე უნდა შეავსოთ  ძირ.საშ.-ების სია. სიის სვეტებს აქვთ შემდეგი დანიშნულება. 

სვეტი

დანიშნულება

საინვენტარო ნომერი

ძირ.საშ.-ის საინვენტარო ნომერი.

დასახელება

ძირ.საშ.-ის დასახელება.

სას.მომს. ვადა (ფინან.)

ძირ.საშ.-ის ფინანსური აღრიცხვის სასარგებლო მომსახურების ვადა თვეებით.

ნაშთ. მნიშვნ. (ფინან.)

ძირ.საშ.-ის ფინანსური აღრიცხვის ლიკვიდაციური ღირებულება.

ექვემდებარება ცვეთას (ფინან.)

თუ მონიშნულია დოკუმენტის ჩაწერიდან დაწყებული ძირ.საშ.-ას დაერიცხება ცვეთა.

სას.მომს. ვადა (საგად.)

ძირ.საშ.-ის საგადასახადო აღრიცხვის სასარგებლო მომსახურების ვადა თვეებით.

ნაშთ. მნიშვნ. (საგად.)

ძირ.საშ.-ის საგადასახადო აღრიცხვის ლიკვიდაციური ღირებულება.

ექვემდებარება ცვეთას (საგად.)

თუ მონიშნულია დოკუმენტის ჩაწერიდან დაწყებული ძირ.საშ.-ას დაერიცხება ცვეთა.

 

ყველა ველი ექვემდებარება რედაქტირებას.

სიის შევსებისას გათვალისწინებულია ახალი სტრიქონის დამატების add16  და წაშლის  Trash-icon16  ღილაკები.

ჩამონათვალში მუშაობა აღწერილია განყოფილებაში დოკუმენტებში მდებარე ჩამონათვალებზე მუშაობა . 

გვერდს გატარებები აქვს შემდეგი სახე.

 

FixedAssets.Documents.FASTROp2

ამ გვერდზე დოკუმენტის გატარებების ფორმირება ხდება. აქ გათვალისწინებულია შემდეგი სწრაფი წვდომის ღილაკები.

გამოსახულება

დანიშნულება

add16Fone

მოცემული დოკუმენტისთვის აუცილებელი ახალი გატარების დამატება.

copy16

გატარებების სიაში ახალი სტრიქონის დამატება მიმდინარე სტრიქონის მნიშვნელობების კოპირებით.

Trash-icon16

გატარებებიდან მიმდინარე სტრიქონის ამოშლა.:

Trash_icon_deleteAll

ყველა გატარების სტრიქონის წაშლა. ყველა გატარების წაშლის შემდეგ აქტიურდება გატარებების გენერირების ღილაკი wand-icon .

wand-icon

გატარებების გენერირების ღილაკი მისაწვდომია, მაშინ როდესაც არცერთი გატარების სტრიქონი არ არის შევსებული. თუ არსებობს ცვეთა, კიდევ ერთი გატარება ემატება, რომლის დებეტში წერია გასავლის ანგარიში, კრედიტში ცვეთის ანგარიში. გატარების ერთი სტრიქონის არსებობის შემთხვევაშიც კი ამ ღილაკის ნაცვლად გამოდის გატარებების რედაქტირების რეჟიმი (ნებადართულიlock_open_16 - აკრძალულიlock_16) ღილაკი. გატარების გენერირების შემდეგ მისი რედაქტირებისთვის საჭიროა გატარებების რედაქტირების რეჟიმზე გადასვლა.

 

დოკუმენტის ჩაწერა ხდება შენახვა save16, შენახვა და დახურვა save_close16, შენახვა და ახალი save_new16 ღილაკებზე დაჭერით, იმ განსხვავებით, რომ შენახვა და დახურვა ღილაკზე დაჭერისას ფანჯარა იხურება, ხოლოშენახვა და ახალი ღილაკზე დაჭერით მომდევნო დოკუმენტის შევსება და შენახვაა შესაძლებელი. მონახაზი Draft16 ღილაკის მეშვეობით დოკუმენტი შეინახება მონახაზ მდგომარეობაში, ე.ი. ის არ იქნება ასახული სისტემის არც ერთ აღრიცხვაში. ეს ემსახურება მხოლოდ დოკუმენტის ველებში შეყვანილი ინფორმაციის შენახვას, მხოლოდ შემდგომში დოკუმენტის დამატებითი გადამოწმების შემდეგ ჩასაწერად.