ჩამოწერის აქტი

ექსპლორერი:  ძირითადი საშუალებები > დოკუმენტები >

ჩამოწერის აქტი

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტი ჩამოწერის აქტი გათვალისწინებულია კომპანიის შიგნით ექსპლუატირებადი ძირითადი საშუალებების ჩამოწერის ოპერაციების ჩასაწერად. ეს ოპერაცია სრულდება ერთი ან რამოდენიმე ძირ.საშ.-თვის.დოკუმენტის ფანჯარა შედგება 2 გვერდისგან საინვენტარო ნომრები და გატარებები.

მთავარ ნაწილში უნდა შეავსოთ შემდეგი ველები.

ველი

დანიშნულება

თარიღი

დოკუმენტი შექმნის თარიღი. სისტემა ავტომატურად მიმდინარე თარიღს გვთავაზობს.

დოკუმენტის N

დოკუმენტის ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით.

ჩამბარებელი ქვეგანყოფილება

განყოფილება საიდანაც ძირ.საშ.-ება გამოიწერება. აუცილებელი ველია.

ჩამბარებელი მატ.პას.პირი

ძირ.საშ.-ების ჩამბარებელი მატ.პას.პირი. აუცილებელი ველია.

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი.

გვერდს საინვენტარო ნომრები აქვს შემდეგი სახე.

FixedAssets.Documents.WriteOff1

გვერდზე საინვენტარო ნომრები აგრეთვე უნდა შეავსოთ ძირ.საშ.-ბის ჩამონათვალი

სვეტი

დანიშნულება

საინვენტარო ნომერი

ძირ.საშ.-ის საინვენტარო ნომერი.

დასახელება

ძირ.საშ.-ის დასახელება.

საწყისი მნიშვნელობის ანგარიში

ძირ.საშ.-ის საწყისი მნიშვნელობის ანგარიში.

ცვეთის ანგარიში

ძირ.საშ.-ის ცვეთის აღრიცხვის ანგარიში.

ხარჯის ანგარიში

ძირ.საშ.-ის ცვეთის ჩამოწერის ანგარიში.

 

სიის შევსებისას გათვალისწინებულია ახალი სტრიქონის დამატების add16  და წაშლის  Trash-icon16  ღილაკები.

ჩამონათვალში მუშაობა აღწერილია განყოფილებაში დოკუმენტებში მდებარე ჩამონათვალებზე მუშაობა

გვერდს გატარებები აქვს შემდეგი სახე.

FixedAssets.Documents.WriteOff2

ამ გვერდზე დოკუმენტის გატარებების ფორმირება ხდება. აქ გათვალისწინებულია შემდეგი სწრაფი წვდომის ღილაკები.

გამოსახულება

დანიშნულება

add16Fone

მოცემული დოკუმენტისთვის აუცილებელი ახალი გატარების დამატება.

copy16

გატარებების სიაში ახალი სტრიქონის დამატება მიმდინარე სტრიქონის მნიშვნელობების კოპირებით.

Trash-icon16

გატარებებიდან მიმდინარე სტრიქონის ამოშლა.:

Trash_icon_deleteAll

ყველა გატარების სტრიქონის წაშლა. ყველა გატარების წაშლის შემდეგ აქტიურდება გატარებების გენერირების ღილაკი wand-icon .

wand-icon

გატარებების გენერირების ღილაკი მისაწვდომია, მაშინ როდესაც არცერთი გატარების სტრიქონი არ არის შევსებული. თუ არსებობს ცვეთა, კიდევ ერთი გატარება ემატება, რომლის დებეტში წერია გასავლის ანგარიში, კრედიტში ცვეთის ანგარიში. გატარების ერთი სტრიქონის არსებობის შემთხვევაშიც კი ამ ღილაკის ნაცვლად გამოდის გატარებების რედაქტირების რეჟიმი (ნებადართულიlock_open_16 - აკრძალულიlock_16) ღილაკი. გატარების გენერირების შემდეგ მისი რედაქტირებისთვის საჭიროა გატარებების რედაქტირების რეჟიმზე გადასვლა.

 

დოკუმენტის ჩაწერა ხდება შენახვა save16, შენახვა და დახურვა save_close16, შენახვა და ახალი save_new16 ღილაკებზე დაჭერით, იმ განსხვავებით, რომ შენახვა და დახურვა ღილაკზე დაჭერისას ფანჯარა იხურება, ხოლოშენახვა და ახალი ღილაკზე დაჭერით მომდევნო დოკუმენტის შევსება და შენახვაა შესაძლებელი. მონახაზი Draft16 ღილაკის მეშვეობით დოკუმენტი შეინახება მონახაზ მდგომარეობაში, ე.ი. ის არ იქნება ასახული სისტემის არც ერთ აღრიცხვაში. ეს ემსახურება მხოლოდ დოკუმენტის ველებში შეყვანილი ინფორმაციის შენახვას, მხოლოდ შემდგომში დოკუმენტის დამატებითი გადამოწმების შემდეგ ჩასაწერად.