დოკუმენტებში მდებარე ჩამონათვალებზე მუშაობა

ექსპლორერი:  დოკუმენტებზე მუშაობა >

დოკუმენტებში მდებარე ჩამონათვალებზე მუშაობა

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტი შეიძლება შეიცავდეს ჩამონათვალს. ძირითადად ამ ცხრილებში მოითხოვება სტრიქონების შეყვანა, რომლებიც შეიცავენ ინფორმაციას საქონლის, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, მომსახურებების, ძირითადი საშუალებების და თანამშრომლების თაობაზე.

 

Document.Grid

ჩამონათვალის ზედა ნაწილში მდებარეობს სტრიქონებთან მუშაობის ინსტრუმენტთა პანელი.

 

გამოსახულება

დანიშნულება

add16Fone

ახალი სტრიქონის დამატება. ახალი სტრიქონის შეყვანა შეიძლება აგრეთვე CTRL+N ღილაკების კომბინაციის აკრეფით.

edit

მიმდინარე სტრიქონის რედაქტირება დიალოგურ ფანჯარაში. სტრიქონის რედაქტირება შეიძლება აგრეთვე CTRL+E ღილაკების კომბინაციის აკრეფით.

copy16

ახალი სტრიქონის დამატება მიმდინარე სტრიქონის მნიშვნელობების კოპირებით. სტრიქონის კოპირება შეიძლება აგრეთვე CTRL+Y ღილაკების კომბინაციის აკრეფით.

Trash-icon16

მიმდინარე სტრიქონის წაშლა. სტრიქონის წაშლა აგრეთვე შეიძლება CTRL+D ღილაკების კომბინაციის აკრეფით.

warning_16x16 ყურადღება. სტრიქონის წაშლა ხდება დადასტურების მოთხოვნის გარეშე.

 

მთელ რიგ დოკუმენტებში შესაძლოა ჩამონათვალის რედაქტირება არა მარტო სტრიქონში არამედ დიალოგურ ფანჯარაში. დიალოგურ ფანჯარაში რედაქტირებისთვის საჭიროა დოკუმენტის ლენტში დააჭიროთ ღილაკს დიალოგი. ამ რეჟიმში ინსტრუმენტთა პანელიდან ან სწრაფი წვდომის ღილაკებით სტრიქონის დამატება, კოპირება და რედაქტირება ხდება დიალოგური ფანჯრის მეშვეობით. რეჟიმის გათიშვა შეიძლება სტრიქონი ღილაკზე დაჭერით.

ცხრილში მიმდინარე სტრიქონის ნომერი და შევსებული სტრიქონების რაოდენობა ჩანს დოკუმენტის ქვემოთ მდებარე სტატუსის პანელის მარცხენა ნაწილში. მიმდინარე სტრიქონის ფონი განსხვავდება სხვებისგან.

ჩამონათვალში საჭირო სტრიქონის მოძებნა ადვილად შეგიძლიათ ბრძანების ძებნა მეშვეობით. მთელს ჩამონათვალში რაიმე მონაცემის მოსაძებნად ჩამონათვალის სათაურის კონტექსტური მენიუდან აირჩიეთ ბრძანება ძებნა და გამოსულ ძებნის სტრიქონში შეიყვანეთ საძებნი მნიშვნელობა. მსგავსი სტრიქონის არსებობის შემთხვევაში იგი გახდება მიმდინარე (სანიშნე გადადის მასზე).

საძებნი სტრიქონის გამოძახება შეიძლება აგრეთვე CTRL+F ღილაკების აკრეფით.

 

Document.Grid.Find

 

იხილეთ მეტი

სვეტის დამალვა

სვეტის გადაადგილება

სვეტის ზომის შეცვლა

ფილტრი