გატარებებზე მუშაობა

ექსპლორერი:  დოკუმენტებზე მუშაობა >

გატარებებზე მუშაობა

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ბუღალტრული ტრანზაქციების ჩაწერა სისტემაში ხორციელდება გატარებების მეშვეობით.

გატარებების შექმნისა და წაშლისთვის გათვალისწინებულია შემდეგი ღილაკები.

 

გამოსახულება

დანიშნულება

add16

მოცემული დოკუმენტისთვის აუცილებელი ახალი გატარების დამატება.

copy16

გატარებების სიაში ახალი სტრიქონის დამატება მიმდინარე სტრიქონის მნიშვნელობების კოპირებით.

Trash-icon16

გატარებებიდან მიმდინარე სტრიქონის ამოშლა.

Trash_icon_deleteAll

ყველა გატარების სტრიქონის წაშლა. ყველა გატარების წაშლის შემდეგ გატარებების გენერირების ღილაკი აქტიურდება.

wand-icon

გატარებების გენერირების ღილაკი აქტიურია, მაშინ როდესაც არცერთი გატარების სტრიქონი არ არის შევსებული. გატარების სტრიქონი იქმნება დოკუმენტის სხვა ველებში მითითებული მნიშნელობების საფუძველზე. გატარების ერთი სტრიქონის არსებობის შემთხვევაშიც კი ამ ღილაკის ნაცვლად გამოდის გატარებების რედაქტირების რეჟიმი (ნებადართულიlock_open_16 - აკრძალულიlock_16) ღილაკი. გატარების გენერირების შემდეგ მისი რედაქტირებისთვის საჭიროა გატარებების რედაქტირების რეჟიმზე გადასვლა.

lock_16

გატარებების რედაქტირების ამკრძალავი რეჟიმის დროს გატარებები არ ექვემდებარება რედაქტირებას. დოკუმენტის გარკვეულ ველებში ცვლილებების შემთხვევაში გატარებების ცვლილება ხდება ავტომატურად. ამ რეჟიმით შესრულებული გატარებები დოკუმენტების ჟურნალში ჩანს greenstyle_09_star ნიშნით.

ამ ღილაკზე დაჭერით მოხდება გატარებების რედაქტირების რეჟიმზე გადასვლა.

lock_open_16

გატარებების რედაქტირების ნებადამრთველი რეჟიმის დროს გატარებები ექვემდებარებიან რედაქტირებას. დოკუმენტში გარკვეული ცვლილებების შედეგად გატარებებში ცვლილება არ ხდება. ამ რეჟიმით შესრულებული გატარებები დოკუმენტების ჟურნალში ჩანსredstyle_09_star ნიშნით. გატარებების რედაქტირების ამკრძალავ რეჟიმზე გადასასვლელად საჭიროა ყველა გატარების წაშლა და გატარებების გენერირების ღილაკზე wand-icon დაჭერა.

 

გატარებების ველებს აქვთ შემდეგი დანიშნულებები:

 

ველი

დანიშნულება

დებეტი

სადებეტო ანგარიში. სისტემა იძლევა საშუალებას აირჩიოთ ანგარიში დირექტორიიდან ანგარიშთა გეგმა. ნებარადთულია მხოლოდ ბოლო დონის სინთეტიკური ანგარიშის ამორჩევა.

პარტნიორი

სადებეტო ანგარიშით პარტნიორის კოდი.

ვალუტა

სადებეტო ანგარიშის ვალუტა.

კრედიტი

საკრედიტო ანგარიში. სისტემა იძლევა საშუალებას აირჩიოთ ანგარიში დირექტორიიდან ანგარიშთა გეგმა. ნებარადთულია მხოლოდ ბოლო დონის სინთეტიკური ანგარიშის ამორჩევა.

პარტნიორი

საკრედიტო ანგარიშით პარტნიორის კოდი.

ვალუტა

საკრედიტო ანგარიშის ვალუტა.

თანხა ვალ.

მიმდინარე გატარების თანხა ვალუტით.

თანხა

გატარების თანხის ექვივალენტი ლარში.

კომენტარი

გატარების თაობაზე კომენტარი.

გატარების თანხობრივი ველები არ უნდა იყოს ნულოვანი. თუ პარამეტრებში 0-ნი თანხით გატარებების იგნორირება მონიშნულია, მაშინ ის გატარებები, რომელთა თანხა 0-ია, უბრალოდ იგნორირდება. ამ დროს გატარებების სიაში უნდა იყოს მინიმუმ ერთი არანულოვანი გატარება.