ანგარიშთა გეგმა

ექსპლორერი:  ბუღალტერია > დირექტორიები >

ანგარიშთა გეგმა

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ყველა სინთეტიკური ანგარიშების დირექტორიაა. იგი გამოიყენება მოცემული ორგანიზაციის ანგარიშთა გეგემის ასაგებად. დირექტორია შესაძლებელია შეცვლილ იქნას მომხმარებლის მიერ.

 

Accounting.Lists.ChartOfAccounts.

ანგარიშთ გეგმა ხისებრი დირექტორიაა და აქვს შემდეგი ველები.

ველი

დანიშნულება

დაგროვებითი ანგარიში

აჩვენებს ანგარიში ბოლო დონის არის თუ არა. დუმილით მიაჩნია, რომ ბოლო დონის არის.

გატარებების შევსებისას ან საწყისი ნაშთების შეყვანისას მონაწილეობას იღებს მხოლოდ ბოლო დონის ანგარიშები. ანგარიშები რომლებიც არ არიან ბოლო დონის ითვლება დაგროვებით ანგარიშად. დაგროვებითი ანგარიშების ნებისმიერი უწყისი იქმნება მისი ქვემდგომი ბოლო დონის ანგარიშების ნაშთებიდან და შესაბამისი გატარებებიდან.

თუ ანგარიშით არ არის შესრულებული გატარებები ან საწყისი ნაშთები, მაშინ სისტემა იძლევა საშუალებას მისი დაგროვებითად გადაკეთების. წინააღმდეგ შემთხვევაში ოპერაცია სრულდება კონტექსტური მენიუს შესაბამისი ბრძანების მეშვეობით. ბრძანების არჩევის შემდეგ იხსნება დიალოგური ფანჯარა, სადაც ახალი ანგარიშის შემოთავაზება ხდება, რომელიც ხდება რედაქტირებადი ანგარიშისთვის ბოლო დონის სინთეტიკური ქვეანგარიში და მის ბრუნვას და ნაშთებს იღებს მემკვიდრეობით.

ანგარიში

სინთეტიკური ანგარიშის კოდი, რომელიც აუცილებელი ველია. იკრძალება მხოლოდ «!» ნიშნის აკრეფა. იგი გამოიყენება ახალი გატარების შექმნისას, ისევე როგორც დოკუმენტების ჩაწერისას საჭირო გატარებების შევსებისას. ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას.

დასახელება

მოცემული ველის დასახელებაა, რომელიც აუცილებელი ველია.

დაგროვებითი ანგარიში

წარმოადგენს მოცემული ანგარიშის ერთი დონით ზედა დაგროვებითი ანგარიშის კოდს, რომელიც არ არის აუცილებელი ველი, ამგვარად მისი დახმარებით განისაზღვრება ანგარიშის ადგილი ხისებრ ანგარიშთა გეგმაში. ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას.

ტიპი

მოცემული ანგარიშის ტიპი აქტიური, პასიური ან აქტიურ-პასიური. ნებისმიერი ანგარიშისთვის მოწმდება, რომ იგი იყოს მისი დაგროვებითი ანგარიშის ტიპის და მისი ქვეანგარიშების ტიპის. აქტიური ანგარიშის ქვეანგარიშები უნდა ოყოს მხოლოდ აქტიური. პასიური ანგარიშის ქვეანგარიშები უნდა იყოს მხოლოდ პასიური. ხოლო აქტიურ-პასიური ანგარიშის ქვეანგარიშები შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ტიპის.  

ბალანსგარეშე

თუ ეს ალამი მონიშნულია მაშინ ეს ანგარიში ითვლება ბალანსგარეშე ანგარიშად. მხოლოდ პირველი დონის ანგარიშების რედაქტირებაა ნებადართული (ე.ი. ორნიშნა რიცხვებით აღნიშნული ჯგუფები მაგ. 91,92,93,94). რედაქტირების შემთხვევაში მაჩვენებლის მნიშვნელობას მემკვიდრეობით მისი ქვეანგარიშებიც იღებენ.

აღრიცხვა პარტნიორების მიხედვით

ნებადართულია პარტნიორთა მიხედვით აღრიცხვა. ეს მახასიათებელი გამოიყენება ბოლო დონის ანგარიშებისთვის. ყველა იმ შემთხვევაში როდესაც საჭიროა რომელიმე პარტნიორის ანგარიშის არჩევა, მოწმდება რომ ანგარიშს ჰქონდეს ეს მახასიათებელი და პირიქით.

თუ ანგარიშით არ არის ჩატარებული გატარებები და საწყისი ნაშთები, მაშინ სისტემა გვაძლევს საშუალების მო ნიშნოთ პარტნიორთა მიხედვით აღრიცხვის ალამი. წინააღმდეგ შემთხვევაში ოპერაცია სრულდება კონტესქტური მენიუს შესაბამისი ბრძანების მეშვეობით. ბრძანების ამორჩევის შემდეგ იხსნება დიალოგური ფანჯარა, სადაც გთავაზობთ იმ პარტნიორის არჩევას, რომელმაც მემკვიდრეობით უნდა მიიღის მოცემული ანგარიშის ბრუნვა და ნაშთები.

warning_16x16 ყურადღება. პარტნიორთა მიხედვით აღრიცხვა ალამის ჩართვისა და დადასტურების შემდეგ, მისი გამორთვა შეუძლებელია.

ანალიტიკური ჯგუფი 1, ანალიტიკური ჯგუფი 2

იძლევა ჯგუფების მიხედვით ანალიტიკური აღრიცხვის შესაძლებლობას.

ეს თავისებურება მოქმედია ქვედა დონის ანგარიშებისათვის. გამოყენებისას, გატარებაში მოცემული ანგარიშის არჩევის შემდეგ აუცილებელია დაზუსტდეს ანალიტიკური ჯგუფის კოდი.

თუ ანგარიშით არ არის ჩატარებული გატარებები და საწყისი ნაშთები, მაშინ სისტემა გვაძლევს საშუალების მოვნიშნოთ ანალიტიკური ანგარიშების მიხედვით აღრიცხვის ალამი. წინააღმდეგ შემთხვევაში ოპერაცია სრულდება კონტექსტური მენიუს შესაბამისი ბრძანების მეშვეობით. ბრძანების ამორჩევის შემდეგ იხსნება დიალოგური ფანჯარა, სადაც გთავაზობთ იმ ანალიტიკური ჯგუფის არჩევას, რომელმაც მემკვიდრეობით უნდა მიიღოს მოცემული ანგარიშის ბრუნვა და ნაშთები.

warning_16x16 ყურადღება. პარტნიორთა მიხედვით აღრიცხვა ალამის ჩართვისა და დადასტურების შემდეგ, მისი გამორთვა შეუძლებელია.

თავისებურების რედაქტირების ფორმაში ანალიტიკური ჯგუფი 1 და ანალიტიკური ჯგუფი 2 გამოსახვა დამოკიდებულია პარამეტრზე ანალიტიკური ჯგუფების რაოდენობა

ხელმისაწვდომი ვალუტები

აქ ის ვალუტების მითითებული, რომელთა მეშვეობით მოცემული ანგარიშით ნებადართულია აღრიცხვის წარმოება. რომელიმე ხელმისაწვდომი ვალუტის მონიშვნის მოხსნა ნებადართულია, თუ მოცემული ანგარიშით ამ ვალუტის მიხედვით არ არის ჩაწერილი გატარებები და საწყისი ნაშთები.

 

ანგარიშის დამატებისას დირექტორიის მიმდინარე სრიქონიდან ხდება სახელის შენარჩუნება, იგი შეგიძლიათ შეცვალოთ.

დირექტორიის ანგარიშთა გეგმა მიმდინარე სტრიქონის კონტექსტური მენიუს ბრძანების საწყისი ნაშთის შეყვანა არჩევისას იხსნება ფანჯარა, საიდანაც შესაძლებელია მოცემული ანგარიშის საწყისი ნაშთის შეყვანა. ამ ოპერაციის შესრულება ნებადართულია მხოლოდ ბოლო დონის ანგარიშებისთვის.

ანგარიშის წაშლა აკრძალულია თუ ამ ანგარიშით არსებობს რაიმე გატარება, საწყისი ნაშთი ან ანგარიშს აქვს ქვეანგარიშები.

 

ანგარიშთა გეგმა შეიძლება დაჯგუფდეს დაგროვებითი ანგარიშებით. ამის გაკეთება შესაძლებელია ლენთში ჩანართ მონაცემებში ღილაკზე ხის სახით ხელის დაჭერით.

 

იხილეთ მეტი

როგორ დავამატოთ ანგარიშთა გეგმაში ახალი ქვეანგარიში

როგორ შევცვალოთ ანგარიშის ტიპი

როგორ გავააქტიუროთ ან გამოვრთოთ პარტნიორთა მიხედვით აღრიცხვა მუშაობის განმავლობაში