როგორ დავამატოთ ანგარიშთა გეგმაში ახალი ქვეანგარიში

ექსპლორერი:  სტატიები >

როგორ დავამატოთ ანგარიშთა გეგმაში ახალი ქვეანგარიში

Previous pageReturn to chapter overviewNext page

AS-Accountant 7 სისტემის ანგარიშთა გეგმაში ახალი ანგარიშის დამატებისთვის საჭიროა შემდეგი პუნქტების შესრულება

1.  გახსენით დირექტორია ანგარიშთა გეგმა.

 

KbArticleAddACC0

 

2. ანგარიშთა გეგმაში გახსნილი კონტექსტური მენიუდან აირჩიეთ ბრძანება დამატება.  

 

KbArticleAddACC

 

3. ანგარიში (ახალი) გახსნილი ფანჯრის ველში ანგარიში შეიყვანეთ საჭირო ანგარიში.

 

KbArticleAddACC1

 

warning_16x16 ყურადღება

ანგარიში ველის მნიშვნელობის რედაქტირება  ჩაწერის შემდეგ არ არის ნებადართული.

 

4. ველში დასახელება მიუთითეთ დასამატებელი ანგარიშის დასახელება.

 

KbArticleAddACC2

 

5. ველში დაგროვებითი მიუთითეთ დასამატებელი ანგარიშის დაგროვებითი ანგარიში.

 

KbArticleAddACC3

 

სისტემა ველში ტიპი ავსებს დაგროვებითი ანგარიშის ტიპს. ამ ველის მნიშნელობის რედაქტირება ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაგროვებითი ანგარიშის ტიპი 3- აქტიურ-პასიურია.

ნებისმიერი ქვეანგარიშის ტიპისთვის მოწმდება, რომ იგი შეესაბამებოდეს მისი დაგროვებით ანგარიშის ტიპს. აქტიური ანგარიშის ქვეანგარიშები შეიძლება იყოს მხოლოდ აქტიური, პასიური ანგარიშის ქვეანგარიშები შეიძლება იყოს მხოლოდ პასიური, ხოლო აქტიურ-პასიური ტიპის ანგარიშის ქვეანგარიშები ნებისმიერი ტიპის შეიძლება იყოს.

მოცემული ანგარიშით პარტნიორთა მიხედვით აღრიცხვის წარმოებისთვის საჭიროა ჩართოთ ალამი აღრიცხვა პარტნიორთა მიხედვით 

 

KbArticleAddACC4

 

warning_16x16 ყურადღება

აღრიცხვა პარტნიორთა მიხედვით ალამის ჩართვის და ამ ანგარიშით გატარებების ჩაწერის შემდეგ მისი გამორთვა შეუძლებელია.

 

6. განაყოფიდან ხელმისაწვდომი ვალუტები ნაწილიდან გააქტიურეთ ის ვალუტები, რომლითაც უნდა იწარმოოს მოცემული ანგარიშის აღრიცხვა.

 

KbArticleAddACC5

 

7. დააჭირეთ შენახვა ან შენახვა და დახურვა ღილაკებს ახალი ანგარიშის ჩაწერისთვის.