როგორ შევცვალოთ ანგარიშის ტიპი

ექსპლორერი:  სტატიები >

როგორ შევცვალოთ ანგარიშის ტიპი

Previous pageReturn to chapter overviewNext page

სისტემაში მუშაობისას ზოგჯერ აუცილებელი ხდება ანგარიშთა გეგმის ანგარიშის ტიპის შეცვლა.  ამის საჭიროება ჩნდება მაშინ, როდესაც გატარების წაშლისას გამოდის შემდეგი შეტყობინება.

ChangingAccountType1

ანგარიშთა გეგმა ხისებრი დირექტორიაა, ე.ი. აქ არის დაგროვებითი ანგარიშები რომელთაც აქვთ ქვეანგარიშები.

ქვეანგარიშები თავის მხრივ შესაძლოა იყვნენ დაგროვებითი ან ბოლო დონის ანგარიშები. თითოეული ქვეანგარიშის ტიპი უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი დაგროვებითი ანგარიშის ტიპს. თუ დაგროვებითი ანგარიში აქტიურია,  მაშინ ამ ანგარიშის ქვეანგარიშები უნდა იყოს აქტიური. თუ დაგროვებითი ანგარიში პასიურია, მაშინ ქვეანგარიშებიც უნდა იყოს პასიური. თუ დაგროვებით ანგარიში აქტიურ-პასიურია, მაშინ ქვეანგარიშები შეიძლება იყოს ნებისმიერი ტიპის. ქვეანგარიშის ტიპის შეცვლა უნდა დაიწყოთ დაგროვებითი ანგარიშიდან.

ChangingAccountType2

დავუშვათ საჭიროა 7430 ანგარიში შევცვალოთ აქტიურ-პასიურად. რადგანაც 7430-ი ეკუთვნის 7400 აქტიურ ანგარიშს, შესაბამისად მისი უშუალოდ შეცვლა აქტიურ-პასიურად დაუშვებელია.

ChangingAccountType3

7430 ანგარიშის ტიპის შესაცვლელად საჭიროა ჯერ 7400 დაგროვებითი ანგარიში უნდა შევცვალოთ აქტიურ-პასიურად. 7400 ანგარიში ეკუთვნის 7000 აქტიურ-პასიურ ანგარიშს. ე.ი. შეიძლება 7400 ანგარიშის რედაქტირება და შეცვლა აქტიურ-პასიურად, რომლის შემდეგ 7430 ანგარიშის რედაქტირდება და აქტიურ-პასიურად გადაკეთდება.

ChangingAccountType4

საჭირო დოკუმენტების რედაქტირების და რეგისტრაციის შემდეგ  რეკომენდირებულია ანგარიშის ტიპის აღდგენა. ეს ოპერაცია უნდა შესრულდეს საპირისპირო მიმდევრობით ჯერ ქვეანგარიშების ტიპი უნდა შეცვალოთ, ხოლო შემდეგ დაგროვებითი ანგარიშის. ჩვენს მაგალითში ჯერ უნდა აქტიურად შეცვალოთ 7430 ანგარიში, ხოლო შემდეგ  7400 ანგარიში.