ზოგადი

ექსპლორერი:  პარამეტრები >

ზოგადი

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ამ გვერდს აქვს შემდეგი სახე:

Options.General

პარამეტრების გვერდს ზოგადი აქვს შემდეგი ველები.

ველი

დანიშნულება

სამუშაო პერიოდი

ხდება სამუშაო პერიოდის განსაზღვრა. ყველა ჩასაწერი და წასაშლელი გატარებების და დოკუმენტების თარიღის ველები უნდა იყოს ამ პერიოდში. ამ ველის რედაქტირებისთვის მომხმარებელს უნდა ჰქონდეს ადმინისტრატორის სტატუსი.

სამუშაო ენა

სისტემის სამუშაო ენის დადგენა. მისი მნიშვნელობა შეიძლება იყოს ქართული ან ინგლისური.

დღგ

დღგ-ს კოეფიციენტი (პროცენტი), იგი გამოიყენება დოკუმენტში გაყიდვები. ამ ველის რედაქტირებისთვის მომხმარებელს უნდა ჰქონდეს ადმინისტრატორის სტატუსი.

ფანჯრის დახურვისას დადასტურების მოთხოვნა

თუ ეს სტრიქონი მონიშნულია, ახალი დოკუმენტების ან ცნობარებში ახალი სტრიქონების შექმნისას, ისევე როგორც უკვე არსებულთა რედაქტირებისას გამოსახული ფანჯრების დახურვისას მოითხოვს დადასტურებას.

უწყისის ჩვენება ელექტრონული ცხრილის სახით

თუ ეს სტრიქონი მონიშნულია, T-ანგარიშები და ფინანსური უწყისები გამოისახება ელექტრონული ცხრილის სახით.

თარიღის ფილტრაცია ექსელის სტილში

თუ ეს სტრიქონი მონიშნულია, სისტემაში თარიღების ტიპის მონაცემების ფილტრაცია შესაძლებელი ხდება თვეების და წლების ჭრილში.

0-ნი თანხებით გატარებების იგნორირება

თუ ეს სტრიქონი მონიშნულია, გატარებების ჩაწერისას ის გატარებები, რომელთა თანხები 0-ია იგნორირდება.

გატარების ანგარიშის და პარტნიორის გაფილტვრა

თუ ეს სტრიქონი არ არის მონიშნული გატარებებში სინთეტიკური ანგარიშის არჩევის შემთხვევაში პარტნიორთა სიაში ხდება მხოლო იმ პარტნიორთა შემოთავაზება რომლებსაც აქვთ ნაშთი (მათ შორის 0-ანი). თუ მონიშნულია ეს გაფილტრვა არ მუშაობს.

ანგარიშთა კორესპონდენციების შემოწმება

თუ ეს სტრიქონი მონიშნულია, დოკუმენტის შენახვის დროს მოწმდება დოკუმენტების ყველა ფორმულირებები. ის ფორმულირებები, რომლებიც არ არის აღწერილი ანგარიშთა კორესპონდეციები დირექტორიაში, აკრძალულია.

ქვეანგარიშის და დაგროვებითი ანგარიშის კოდების შესაბამისობის შემოწმება

თუ ეს სტრიქონი მონიშნულია მოწმდება ქვეანგარიშის და დაგროვებითი ანგარიშის კოდების შესაბამისობა. მაგალითად 1100 ანგარიშის ქვეანგარიში უნდა იწყებოდეს 11-ით.

დოკუმენტის კოპირებისას რედაქტირებული გატარების კოპირება

თუ ეს სტრიქონი მონიშნულია, დოკუმენტის ასლის აღებისას ასევე კოპირდება მომხმარებლის მიერ რედაქტირებული გატარებები.

ანგარიშის ველში პარტნიორის მიხედვით აღრიცხვის მქონე ანგარიშების შერჩევის საშუალება

თუ ეს სტრიქონი მონიშნულია, რამოდენიმე დოკუმენტსა, დირექტორიაში და უწყისის დიალოგურ ფანჯარაში დაშვებულია ისეთი ანგარიშის შერჩევა, რომელსაც ჩართული აქვს აღრიცხვა პარტნიორების მიხედვით. მაგალითად: დოკუმენტში ანგარიშის გადაფასება, შემოსავლის და ხარჯის ანგარიში.

გაყიდვისას ფასდაკლების გამოყენების ნებართვა

თუ ეს სტრიქონი მონიშნულია, დოკუმენტებში გაყიდვები და გაყიდვები (საცალო) ემატება ახალი ველი ფასდაკლების პროცენტი, რომელიც გვაძლევს საშუალებას გავაკეთოთ ფასდაკლება.

დოკუმენტების ჯგუფური ხელახლა ჩაწერა

თუ ეს სტრიქონი მონიშნულია დოკუმენტების ჟურნალში ოპერაციების მონახაზად გადაკეთება და ჩაწერა მიმდინარეობს მონიშნული დოკუმენტების ჯგუფზე.

ჟურნალებსა და უწყისებში პარტნიორების საიდენტ. N-ის ჩვენება

თუ ეს სტრიქონი მონიშნულია, ყველა უწყისსა თუ ჟურნალში, რომელშიც არის სვეტი პარტნიორი, ასევე ემატება სვეტი პარტნიორის საიდენტ. N.

სისტემაში შესვლისას მიმდინარე გაცვლითი კურსების იმპორტი ეროვნული ბანკიდან

თუ ეს სტრიქონი მონიშნულია, სისტემაში შესვლისას პროგრამა ავტომატურად ჩამოტვირთას მიმდინარე დღის ვალუტის კურსებს ეროვნული ბანკიდან.

კლიენტთა გამოცდილების გაუმჯობესების პროგრამაში მონაწილეობა

თუ ეს სტრიქონი მონიშნულია, თქვენ მიიღებთ მონაწილეობას კლიენტთა გამოცდილების გაუმჯობესების პროგრამაში.

ექსპორტირება როგორც სმფ-ს კოდი

მიეთითება, თუ რისი ექსპორტირება ხდება RS.GE-ზე სმფ-ის კოდის ნაცვლად. შეუძლია მიიღოს შემდეგი მნიშვნელობები: 1 - კოდი, 2 - შტრიხკოდი.

ექსპორტირება როგორც სმფ-ს დასახელება

მიეთითება, თუ რისი ექსპორტირება ხდება RS.GE-ზე სმფ-ის დასახელების ნაცვლად. შეუძლია მიიღოს შემდეგი მნიშვნელობები: 1 - დასახელება, 2 - სრული დასახელება.

ანალიტიკური ჯგუფების რაოდენობა

მიეთითება ანალიტიკური ჯგუფების მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც შესაძლებელია განისაზღვროს ერთი ანგარიშისათვის. იღებს მნიშვნელობას 0-იდან 2-მდე. გირჩევთ, არ მონიშნოთ მაქსიმალური რაოდენობა იმაზე მეტი, ვიდრე სინამდვილეშია საჭირო. ამან შეიძლება შეანელოს პროგრამის მუშაობის სისწრაფე დამატებითი რესურების შენახვისა და ინფორმაციის დამუშავების გამო.

გატარებების რიგებში აჩვენებს ანალიტიკის ველებს მრავალ რიგიანი განლაგებით

თუ ალამი მონიშნულია, მაშინ გატარების რედაქტირების სტრიქონში პარტნიორისა და ანალიტიკური ჯგუფების ველები გამოისახება ერთმანეთის ქვეშ.