გაყიდვები (საცალო)

ექსპლორერი:  საწყობი > დოკუმენტები >

გაყიდვები (საცალო)

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტს გაყიდვები (საცალო) ქმნის მიმწოდებელი პროდუქციის გაყიდვისას და მომსახურებების გაწევისას. დოკუმენტის გაყიდვები (საცალო) ფანჯარა შედგება 6 გვერდისგან: ზოგადი, ჩამონათავალი, ზედნადები, მომწოდებელი, მყიდველი და გატარებები.

 

ძირითადი ნაწილის ველები შემდეგია:

 

ველი

დანიშნულება

დოკუმენტის N

აუცილებელი ველია. დოკუმენტის გაყიდვები (საცალო) რიგითი ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით. ახალ დოკუმენტზე მიმაგრებული ნომრის მიმდინარე მნიშვნელობის ნახვა და რედაქტირება შეგიძლიათ პარამეტრები ფანჯრის დოკუმენტების ნომრები გვერდზე.

ქვითრის N

სალარო აპარატის ქვითარის ნომერი. არ ექვემდებარება რედაქტირებას.

თარიღი

აუცილებელი ველია. დოკუმენტის გაყიდვები (საცალო) შედგენის თარიღი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს მიმდინარე თარიღს.

მყიდველი

მყიდველის კოდის შევსება. თუ დირექტორიაში პარტნიორები  მოცემული პარტნიორი არ არის ჩაწერილი, შეიძლება მისი უშუალოდ ამ ფანჯრიდან დამატება + ნიშანზე დაჭერით. პარტნიორის რედაქტირებისთვის დააჭირეთ ღილაკს xmbagrel.

შტრიხ კოდი (F2)

სასაქონლო მატერიალური ფასეულობის შტრიხ კოდის შევსება, გამოიყენება ჩამონათვალში სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ახალი სტრიქონის ჩასაწერად. ველის მნიშვნელობის შევსება შეიძლება კლავიატურიდან ან შტრიხკოდის წამკითხავი სკანერის მეშვეობით, საქონლის ამორჩევის სიზუსტის დასაცავად. ამ ველზე სწრაფი გადასვლა შეიძლება F2 ღილაკით.

 

გვერდზე ზოგადი ხდება დოკუმენტის ზოგადი რეკვიზიტების შევსება. 

 

RetailSale1

 

ველი

დანიშნულება

ვალუტა

პროდუქციის საცალო გაყიდვის ან მომსახურების შესრულების ვალუტა.

ხელშეკრულება

ხელშეკრულების ნომერი.

ხელშეკრულების თარიღი

ხელშეკრულების დადების თარიღი.

მყიდველის ანგარიში

მყიდველის ანგარიში. თუ შევსებულია მომწოდებელი ველი შევსებული ანგარიში უნდა იყოს პარტნიორების მიხედვით აღრიცხვადი.

მიღებული ავანსის ანგარიში

ეს ველი გათვალისწინებულია მყიდველისგან მიღებული ავანსის და მისი სადებეტო დავალიანების გადახურვისთვის. თუ არსებობს მიღებული ავანსი, რომელიც გსურთ ავტომატურად გადახუროთ დებიტორულ დავალიანებასთან ერთად, მაშინ ამ ველში უნდა შეავსოთ ავანსის ანგარიში. ამის შემდეგ, გატარებების გვერდზე wand-icon ღილაკის მეშვეობით გატარებების ავტომატური გენერირებისას, მიღებულ მომსახურებებზე კრედიტორული დავალიანების ასახვის გარდა გამოვა კიდევ ერთი გატარება, რომლის დებეტში მიღებული ავანსის ანგარიშია, კრედიტში მყიდველის ანგარიში. ამ გატარების თანხა უდრის ავანსის და სადებეტო დავალიანების ანგარიშების თანხებიდან მინიმალურს.

დღგ-ს ანგარიში

დღგ-ს ანგარიში.

უნაღდო ანგარიშსწორების ანგარიში

უნაღდო ანგარიშსწორების ანგარიში.

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი. შეუძლია მნიშვნელობების მიღევა დირექტირიიდან გამონათქვამები.

 

დოკუმენტი გაყიდვები (საცალო) გვერდზე ჩამონათვალი  აღინიშნება

 

ველი

დანიშნულება

დღგ-ს დაანგარიშების ფორმა

დღგ-ს დაანგარიშების ფორმად გათვალისწინებულია შემდეგი შემთხვევები.  1 - დღგ-ს ჩათვლით, 2 - დაუბეგრავი დღგ და 3- ნულოვანი დღგ.

საწყობი

ველში საწყობი შეტანილი მნიშნელობა გამოდის სმფ ახალი სტრიქონის ჩაწერისას. ამ ველის შევსება აუცილებელია შტრიხ კოდის გამოყენების შემთხვევაში. სმფ სტრიქონის დამატებისას სიის სვეტში საწყობი მოცემული მნიშვნელობა გამოვა.

ფასდაკლების პროცენტი

ეს ველი უნდა შეავსოთ, თუ გაყიდვის დროს გამოიყენება ფასდაკლება. შევსებული ფასდაკლება გამოიყენება დოკუმენტის მთელ თანხაზე. ამ ველში შეიძლება აგრეთვე უარყოფითი მნიშვნელობის შევსება, ამ დროს ადგილი ექნება მითითებული პროცენტით გაძვირებას.

უნაღდო

აქ ავტომატურად საგადახდო ბარათით გადახდილი თანხა ივსება.

 

RetailSale4

 

ჩამონათვალის შევსებითვის გათვალისწინებულია ახალი სტრიქონის დამატების  add16მიმდინარე სტრიქონის კოპირების copy16 და წაშლის Trash-icon16 ღილაკები.

მუშაობა ჩამონათვალში აღწერილია განყოფილებაში დოკუმენტებში მდებარე ჩამონათვალებზე მუშაობა

 

ჩამონათვალის სვეტებს აქვს შემდეგი დანიშნულება

 

ველი

დანიშნულება

ტიპი

აჩვენებს ჩამონათვალში შესავსები სტრიქონი სასაქონლო მატერიალური ფასეულობა არის თუ მომსახურება.

საწყობი

თუ ტიპში არჩეულია სასაქონლო მატერიალური ფასეულობა, მაშინ ეს ველი ხდება აუცილებელი. ივსება საწყობი, საიდანაც ხდება სმფ-ის გაყიდვა.

კოდი

სმფ ან მომსახურების კოდი.

დასახელება

სმფ ან მომსახურების დასახელება.

ერთეული

სმფ-ს ან მომსახურების საზომი ერთეული. ავტომატურად ივსება, სმფ-ს ან მომსახურების კოდის შევსებისას.

რაოდენობა

სმფ-ს რაოდენობა ან მომსახურების მოცულობა.

ფასი

სმფ-ს ან მომსახურების ერთეულის გაყიდვის ფასი.

ფასდაკლების პროცენტი

სმფ-ს ან მომსახურების ფასდაკლების პროცენტი.

ფასდაკლებული ფასი

სმფ-ს ან მომსახურების ერთეულის  ფასი ფასდაკლების შემდეგ.

თანხა

სმფ-ს ან მომსახურების თანხა.

დღგ

თუ მონიშვნა ჩართულია, მაშინ შევსებული სტრიქონისთვის გამოიანგარიშება დღგ.

ხარჯის ანგარიში

სმფ-ს გაყიდვიდან წარმოშობილი ხარჯის ანგარიში.

შემოსავლის ანგარიში

სმფ-ს ან მომსახურების გაყიდვიდან წარმოშობილი შემოსავლის ანგარიში.

პარტია

პროგრამა ავტომატურად ავსებს მნიშვნელობას ავტოშერჩევა.

 

ჩამონათვალში შეიძლება ერთი და იგივე სმფ-ს ერთზე მეტჯერ ჩაწერა, ამ შემთხვევაში გამოდის შეტყობინება, ჩამონათვალში მოცემული სმფ-ს არსებობის შესახებ. 

ველი დღგ ჯამი  გამოითვლება ავტომატურად დღგ-ს გამოთვლის წესის გათვალისწინებით და არ ექვემდებარება რედაქტირებას. 

ველი საერთო თანხა ასევე გამოითვლება და ივსება ავტომატურად, შეიძლება მისი რედაქტირება.

ჩამონათვალის ნებისმიერ სტრიქონში ველთა რაოდენობა და ფასი რედაქტირება იწვევს ველის თანხა ავტომატურ ცვლილებას, ხოლო ველის თანხა რედაქტირება იწვევს ფასი ველის ცვლილებას, თუ ველი რაოდენობა არ უდრის ნულს. აღნიშნული ცვლილებებისას ავტომატურად გამოითვლება ჩამონათვალის ყველა სტრიქონის ჯამი, სწორდება ველები თანხა დღგ და საერთო თანხა. ველის ფასი შევსებისას, ყველა შემთხვევაში, ველიდან გამოსვლისას გაითვალისწინება ველების დღგ-ს გაანგარიშების ფორმა მნიშვნელობა და საჭიროების შემთხვევაში ხდება ველის ფასი გადაანგარიშება დღგ-ს ოდენობის გამოკლებით.  ველის თანხა რედაქტირება იწვევს ველის თანხა დღგ ცვლილებას მისი არ შემცირების პირობით.

 

გვერდზე ზედნადები ხდება მოცემული დოკუმენტის შესახებ ინფორმაციის შეყვანა, რომელიც საჭიროა შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდისთვის.

 

Warehouse.Documents.RetailSale1

ზედნადების შეიცავს შემდეგ ველებს:

 

ველი

დანიშნულება

ზედნადების ნომერი

ივსება ზედნადების ნომერი. იგი არააქტიური ველია, ავტომატურად ივსება მას შემდეგ რაც ხდება ზედნადების RS.GE-ზე ატვირთვა.

ზედნადების ID

ივსება ზედნადების ID. იგი არააქტიური ველია, ავტომატურად ივსება მას შემდეგ რაც ხდება ზედნადების RS.GE-ზე ატვირთვა.

ა/ფ ნომერი

ივსება ანგარიშ-ფაქტურის ნომერი. იგი არააქტიური ველია, ავტომატურად ივსება მას შემდეგ რაც ხდება ანგარიშ-ფაქტურის შექმნა.

ანგარიშ-ფაქტურის ID

ივსება ანგარიშ-ფაქტურის ID. იგი არააქტიური ველია, ავტომატურად ივსება მას შემდეგ რაც ხდება ანგარიშ-ფაქტურის შექმნა.

ზედნადების ტიპი

ასარჩევი ტიპის ველია. შესაძლებელია არჩეული იქნას ზედნადების შემდეგი ტიპები: 1 ტრანსპორტირების გარეშე, 2 ტრანსპორტირებით.

ტრანსპ. დაწყების მისამართი

მისამართი, საიდანაც იწყება ტრანსპორტირება.

ტრანსპ. დასრულების მისამართი

მისამართი, სადაც მთავრდება ტრანსპორტირება.

ტრანსპორტირების სახე

ამ ველში ზედნადების ტიპის - ტრანსპორტირებით არჩევის შემთხვევაში ივსება სატრანსპორტო საშუალების ტიპი. ესენია: 1 საავტომობილო, 2 სარკინიგზო, 3 საავიაციო, 4 სხვა, 6 საავტომობილო უცხო ქვეყნის.

უცხო ქვეყნის მოქალაქე

ინიშნება, თუ მძღოლი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

მძღოლის პ/ნ

ივსება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის პ/ნ.

მძღოლის სახელი და გვარი

ივსება მძღოლის სახელი და გვარი.

ა/მ ნომერი

ივსება სატრანსპორტო საშუალების ნომერი. ეს ველი შესაძლებელია ჩავწეროთ ხელით, ან მოვახდინოთ შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდიდან მისი იმპორტირება.

მისაბმელი

ივსება მისაბმელის სარეგისტრაციო ნომერი.

ტრანსპ. ხარჯი (გადამხდელი)

ასარჩევი ტიპის ველია. შესწაძლებელია არჩეულ იქნას: 1 გამყიდველი, 2 მყიდველი.

ტრანსპ. ხარჯი (თანხა)

ივსება ტრანსპორტირების თანხა.

ტრანსპ. დაწყების თარიღი

ივსება ტრანსპორტირების დაწყების რიცხვი/თვე/წელი საათი/წუთი

ჩამბარებელი

პიროვნება, რომელმაც ჩააბარა საქონელი.

მიმღები

პიროვნება, რომელმაც ჩაიბარა საქონელი.

 

გვერდზე მომწოდებელი შეივსება მომწოდებლის მონაცემები. ამ ველთა მნიშვნელობები შეივსება  პარამეტრების გვერდზე ორგანიზაცია შევსებული მონაცემების ბაზაზე და არ ექვემდებარება შემოწმებას. მათი წაშლა ან ჩანაცვლება შეიძლება სხვა მონაცემებით. ამ გვერდს აქვს შემდეგი ხედი.

 

RetailSale2

 

ველი

დანიშნულება

დასახელება

მომწოდებლის დასახელება.

იურ. მისამართი

ორგანიზაციის იურიდიული მისამართი.

ფაქტ. მისამართი

იმ ადგილის მისამართი სადაც ორგანიზაცია აწარმოებს მის საქმიანობას. წინასწარგანსაზღვრულად სისტემა გთავაზობთ ჩვენი საწყობის მისამართს. მიმაგრებული ჩამონათვალიდან შეიძლება მისამართებიდან რომელიმე ერთის არჩევა.

ანგარიშსწორების ანგარიში

ბანკში ანგარიშსწორების ანგარიშის ნომერი.

საიდენტ. N

გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი.

მენეჯერის თანამდებობა

დოკუმენტის ხელმომწერი მენეჯერის თანამდებობა.

მენეჯერის ს.გ.

მენეჯერის სახელი და გვარი.

ბუღალტრის თანამდებობა

დოკუმენტის ხელმომწერი ბუღალტრის თანამდებობა.

ბუღალტრის ს.გ.

ბუღალტრის სახელი და გვარი.

 

გვერდი მყიდველის ველები გვერდი მომწოდებლის ველებს იმეორებს, ეს ველები უნდა შეავსოთ იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი ფიზიკური პირია.

 

RetailSale3

 

ველი

დანიშნულება

დასახელება

მყიდველის დასახელება.

იურ. მისამართი

ორგანიზაციის იურიდიული მისამართი.

ფაქტ. მისამართი

იმ ადგილის მისამართი სადაც ორგანიზაცია აწარმოებს მის საქმიანობას. წინასწარგანსაზღვრულად სისტემა გთავაზობთ დირექტორიის პარტნიორი ველის ფაქტიური მისამართი  მნიშვნელობას. მიმაგრებული ჩამონათვალიდან შეიძლება მისამართებიდან რომელიმე ერთის არჩევა.

ანგარიშსწორების ანგარიში

ბანკში ანგარიშსწორების ანგარიშის ნომერი.

საიდენტ. N

გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი.

უცხო ქვეყნის მოქალაქე

ინიშნება, თუ მყიდველი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

მენეჯერის თანამდებობა

დოკუმენტის ხელმომწერი მენეჯერის თანამდებობა.

მენეჯერის ს.გ.

მენეჯერის სახელი და გვარი.

ბუღალტრის თანამდებობა

დოკუმენტის ხელმომწერი ბუღალტრის თანამდებობა.

ბუღალტრის ს.გ.

ბუღალტრის სახელი და გვარი.

 

გვერდს გატარებები აქვს შემდეგი ხედი.

 

RetailSale5

გვერდზე გატარებები არის შემდეგი ღილაკები

გამოსახულება

დანიშნულება

add16Fone

მოცემული დოკუმენტისთვის აუცილებელი ახალი გატარების დამატება.

copy16

გატარებების სიაში ახალი სტრიქონის დამატება მიმდინარე სტრიქონის მნიშვნელობების კოპირებით.

Trash-icon16

გატარებებიდან მიმდინარე სტრიქონის ამოშლა.

Trash_icon_deleteAll

ყველა გატარების სტრიქონის წაშლა. ყველა გატარების წაშლის შემდეგ აქტიურდება გატარებების გენერირების ღილაკი wand-icon .

wand-icon

გატარებების გენერირების ღილაკი მისაწვდომია, მაშინ როდესაც არცერთი გატარების სტრიქონი არ არის შევსებული. სმფ გაყიდვიდან მოგების ან მომსახურების მიწოდების გატარებები, სადაც დებეტში ივსება მყიდველის ანგარიში, ხოლო კრედიტში მოგების ანგარიში, დღგ-ს გატარებები, სადაც შესაბამისად ვავსებთ მყიდველის ანგარიშს და დღგ-ს ანგარიშს.

გატარების ერთი სტრიქონის არსებობის შემთხვევაშიც კი ამ ღილაკის ნაცვლად გამოდის გატარებების რედაქტირების რეჟიმი (ნებადართული - აკრძალული) ღილაკი. გატარების გენერირების შემდეგ მისი რედაქტირებისთვის საჭიროა გატარებების რედაქტირების რეჟიმზე გადასვლა.  

 

დოკუმენტის ჩაწერა ხდება შენახვა , შენახვა და დახურვა , შენახვა და ახალი  ღილაკებზე დაჭერით, იმ განსხვავებით, რომ შენახვა და დახურვა ღილაკზე დაჭერისას ფანჯარა იხურება, ხოლო შენახვა და ახალი ღილაკზე დაჭერით მომდევნო დოკუმენტის შევსება და შენახვაა შესაძლებელი. მონახაზი  ღილაკის მეშვეობით დოკუმენტი შეინახება მონახაზ მდგომარეობაში, ე.ი. ის არ იქნება ასახული სისტემის არც ერთ აღრიცხვაში. ეს ემსახურება მხოლოდ დოკუმენტის ველებში შეყვანილი ინფორმაციის შენახვას, მხოლოდ შემდგომში დოკუმენტის დამატებითი გადამოწმების შემდეგ ჩასაწერად.

 

note შენიშვნა

დოკუმენტის გაყიდვები (საცალო) იმპორტირება შეიძლება  MS Excel-ის InvoiceRetailGroupImport.xls ფაილის მეშვეობით, რომელიც მდებარეობს ბიბლიოთეკაში Import (მაგალითად: C:\Program Files\Apricot Software\AS-Accountant 7\Import ).

 

იხილეთ მეტი

როგორ დავამატოთ ლოგო ზედნადების ფორმაში

გატარების დამატებისას ან წაშლისას წითლდება ანგარიშის ნაშთი  

რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს გადახრა სინთეტიკური ანგარიშების და სმფ ნაშთებს შორის

ზედნადების და ა/ფ ატვირთვა შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე