გატარების დამატებისას ან წაშლისას წითლდება ანგარიშის ნაშთი

ექსპლორერი:  სტატიები >

გატარების დამატებისას ან წაშლისას წითლდება ანგარიშის ნაშთი

Previous pageReturn to chapter overviewNext page

როცა გსურთ ახალი გატარების ჩაწერა, უკვე არსებული გატარებების რედაქტირება ან წაშლა, გამოდის შეტყობინება, რომელიც გაფრთხილებთ, რომ ოპერაციის შედეგად რომელიმე ანგარიშის აქტიურ-პასიურობა დაირღვევა და სისტემა არ გაძლევთ ამ ოპერაციის შესრულების საშუალებას. მაგალითად

KBArticles.ActivePassive

ეს შეტყობინება ნიშნავს, რომ 1210-03 ანგარიშის დებეტში არის უფრო მცირე თანხა ვიდრე მომხმარებელს სურს რომ დააკრედიტოს.

სისტემა გატარებების ჩაწერისას ასრულებს ნაშთების შემოწმებას არა მარტო გატარების თარიღით, არამედ ყველა თარიღით მოცემული თარიღის შემდეგ, სისტემაში შესრულებული ბოლო გატარების ჩათვლით.

გასარკვევად, თუ რომელი თარიღით ხდება ანგარიშის აქტიურ-პასიურობის დარღვევა, გირჩევთ მოიქცეთ შემდეგნაირად: გამოიძახეთ მოცემული ანგარიშის უწყისი T-ანგარიში, გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში მიუთითეთ პერიოდი გატარების დღიდან, მაგალითად მოცემული წლის ბოლომდე (პერიოდის ბოლო თარიღი სასურველია მიუთითოთ მიმდინარე თარიღზე უფრო გვიან, რადგან  სისტემაში თუ შემთხვევით მცდარი თარიღით გაკეთებული გატარებები არსებობს აგრეთვე ჩანდეს უწყისში) და ჩართეთ ალამი ნაშთის ჩვენება დღის ბოლოსთვის. ასეთი სახით უწყისის გამოძახების შემდეგ შეიძლება  თითოეული დღით ნახოთ ნაშთები და მიხვდეთ, თუ როდის წარმოიშვა შეუსაბამობა.

KBArticles.ActivePassive2

თუ მოცემული ანგარიშით წარმოებს პარტნიორთა მიხედვით აღრიცხვა, მაშინ გამოდის შემდეგი შინაარსის შეტყობინება.

KBArticles.ActivePassive4

ამ შემთხვევაში უნდა ნახოთ მოცემული უწყისი პარტნიორის T-ანგარიში აღნიშნული ანგარიშით.