როგორ დავამატოთ ლოგო ზედნადების ფორმაში

ექსპლორერი:  სტატიები >

როგორ დავამატოთ ლოგო ზედნადების ფორმაში

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ყველა დოკუმენტის საბეჭდი ფორმა ინახება ქვესისტემის ადმინისტრატორის ინსტრუმენტები განყოფილებაში ამობეჭდვის შაბლონები. მათში საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ცვლილებების შეტანა. დავუშვათ საჭიროა ზედნადების საბეჭდ ფორმაში ორგანიზაციის ლოგოს დამატება. ამის განხორციელებისთვის შეასრულეთ შემდეგი პუნქტები:

1. ჩამონათვალიდან ამობეჭდვის შაბლონები ზედნადების შაბლონი დააკოპირეთ, შეავსეთ ველები კოდი (მაგ. 06.4) და დასახელება და დააჭირეთ ღილაკს OK:

KBArticles.ModWordTemplate1

2. დამატებული სტრიქონის კონტექსტური მენიუდან აირჩიეთ ბრძანება საბეჭდი შაბლონის რედაქტირება.

3. გახსნილ ფანჯარაში Report Designer ხორციელდება ლოგოს დამატება. ჯერ საჭიროა Picture Box გამოსახულება დადოთ იქ, სადაც უნდა იყოს ლოგო.

KBArticles.AddLogo2

ამის შემდეგ საჭიროა ჩავსვათ ფაილი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს შემდეგი გაფართოებები BMP, DIB, RLE, JPG, JPEG, JPE, JFIF, GIF, EMF, WMF, TIF, TIFF, PNG და ICO:

KBArticles.AddLogo3

4. ლოგოტიპის პოზიციის და ზომების შესაბამების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს Save.

KBArticles.AddLogo4

5. გამოსულ ფანჯარაში მონიშნეთ ფაილის შენახვის საქაღალდე და დააჭირეთ ღილაკს Save.

KBArticles.ModWordTemplate8

6. ამობეჭდვის შაბლონებში  06.4 კოდით სტრიქონის კონტექსტური მენიუდან აირჩიეთ ბრძანება ფაილის იმპორტი.    

 

KBArticles.ModWordTemplate9

7. ფანჯრის საიმპორტო ფაილის შერჩევა მეშვეობით აირჩიეთ შესაბამისი ფაილი და დააჭირეთ ღილაკს Open.

სისტემის მხრიდან დუმილით შემოთავაზებადი ამობეჭდვის შაბლონის განსაზღვრა შეგიძლიათ პარამეტრების ამობეჭდვის შაბლონები გვერდზე. ხოლო კონკრეტული დოკუმენტისთვის შეიძლება დოკუმენტის ლენტიდან არჩევა.