რა შემთხვევაში შეიძება მოხდეს გადახრა სინთეტიკური ანგარიშების და სმფ ნაშთებს შორის

ექსპლორერი:  სტატიები >

რა შემთხვევაში შეიძება მოხდეს გადახრა სინთეტიკური ანგარიშების და სმფ ნაშთებს შორის

Previous pageReturn to chapter overviewNext page

სისტემა AS-Accountant 7-თან მუშაობის დროს შეიძლება შეიქმნას მდგომარეობა, როდესაც მოცემული თარიღით სინთეტიკური ანგარიშის ნაშთი განსხვავდება ამ ანგარიშით აღრიცხული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ჯამისგან.

სისტემაში სმფ-ს ანალიტიკური და სინთეტიკური ნაშთები შესაბამისობის შესამოწმებლად გათვალისწინებულია უწყისი სმფ ანალიტიკური და სინთეტიკური რიცხვების გადახრის შემოწმება. სისტემის სწორი გამოყენებისას ამ უწყისში გადახრის რიცხვები უნდა უდრიდეს ნულს.

KBArticles.AccMTDisbalance1

თუ არსებობს შეუსაბამობა, მაშინ უწყისში სმფ ანალიტიკური და სინთეტიკური რიცხვების გადახრის შემოწმება მოცემული ანგარიშის გასწვრივ სვეტში გადახრის თანხა ლარში წერია ნულისგან განსხვავებული რიცხვი.

KBArticles.AccMTDisbalance2

გადახრები შეიძლება გამოწვეულ იქნას შემდეგი პირობებით.

  1. სმფ აღრიცხვისთვის გათვალისწინებული დოკუმენტის გატარებები არ ჩაწერილა სინთეტიკურ ანგარიშებით.

  2. სმფ აღრიცხვისთვის გათვალისწინებული დოკუმენტების გატარებების ანგარიშები ან თანხები რედაქტირებულ იქნა მომხმარებლის მიერ და არ შეესაბამება შეყვანილი საქონლის ღირებულებებს.

  3. სმფ-თვის გათვალისწინებული სინთეტიკური ანგარიშით ჩაწერილ იქნა გატარება, რომლის საფუძველი არ არის სმფ აღრიცხვისთვის გათვალისწინებული დოკუმენტი.

 

გადახრის მიზეზების გამოვლენისთვის საჭიროა შემდეგი ნაბიჯების შესრულება.

  1. უწყისი სმფ ანალიზური და სინთეტიკური რიცხვების გადახრის შემოწმების  სტრიქონზე გახსნილი კონტექსტური მენიუდან აირჩიეთ ბრძანება გადახრის თარიღი. ამ ბრძანების მეშვეობით შეიძებ სწრაფად გამოავლინოთ გადახრის წარმოშობის პირველი თარიღი.

KBArticles.AccMTDisbalance3

  2. დიალოგურ ფანჯარაში გადახრის თარიღი (ანგარიშის კოდი) მონიშნეთ პერიოდი, რომლის განმავლობაში წარმოიშვა გადახრა. სიმარტივისთვის შეიძლება სისტემის დანერგვის თარიღიდან მიმდინარე თარიღამდე მითითება.

KBArticles.AccMTDisbalance4

  3. აგებულ უწყისში აისახება აღნიშნულ პერიოდში გადახრის წარმოშობის პირველი თარიღი.

KBArticles.AccMTDisbalance5

  4.გადახრის თარიღის დადგენის შემდეგ, უნდა იპოვოთ ის დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს გადახრის მიზეზს. ამისათვის ზემოთ აღნიშნული უწყისის სტრიქონზე გახსნილი კონტექსტური მენიუდან უნდა გამოიძახოთ გადახრის თარიღისთვის საეჭვო დოკუმენტების ჟურნალი და შეამოწმოთ, არის თუ არა ყველა დოკუმენტის ბუღალტრული გატარებები ჩაწერილი (ამ დოკუმენტებისთვის ველი გატარებები ცარიელია), ან შეესაბამება თუ არა გატარებების თანხები სმფ ღირებულების მნიშვნელობებს (ამ დოკუმენტებისთვის ველში გატარებები არის ნიშანი redstyle_09_star ):

KBArticles.AccMTDisbalance6

KBArticles.AccMTDisbalance7

  5. თუ მე-4 პუნქტში აღნიშნული ვითარებები არ აღმოჩენილა ან აღმოჩენის შემდეგ გადახრა არ აღმოფხვრილა, მაშინ უნდა გამოიძახოთ გადახრის ანგარიშის გატარებების ჟურნალი ან T-ანგარიში და შეამოწმოთ ყველა გატარება ჩაწერილია თუ არა სმფ აღრიცხვისთვის გათვალისწინებული დოკუმენტებით.  

KBArticles.AccMTDisbalance9