სასაქონლო მატრიალური ფასეულობების ნაშთების შეყვანა სისტემაში AS-Accountant 7

ექსპლორერი:  სტატიები >

სასაქონლო მატრიალური ფასეულობების ნაშთების შეყვანა სისტემაში AS-Accountant 7

Previous pageReturn to chapter overviewNext page

სმფ ნაშთების შეყვანამდე ცნობარებში უნდა აღვწეროთ ორგანიზაციის საწყობები და სასაქონლო მატერიალური ფასეულობები. სმფ-ების აღწერამდე სასურველია გარკვეული დრო დაუთმოთ და შეიმუშაოთ ალგორითმი მათი კოდირებისთვის. სწორი კოდირება აადვილებს სმფ-თან მუშაობას.

დავუშვათ, გსურთ სმფ ნაშთების შეყვანა 31.12.2013-ის მდგომარეობით. ამ დღის მდგომარეობით სმფ ანგარიშებზე არის შემდეგი ნაშთები:

1620 – 5511.43

1640 – 4140.00

1610 – 2485.71

სმფ სინთეტიკური და ანალიტიკური ნაშთები სისტემაში ცალ-ცალკე იწერება. სინთეტიკური ნაშთები შეიყვანება ანგარიშთა საწყისი ნაშთები ფანჯრიდან (უწყისები -> საწყისი ეტაპის უწყისები -> ანგარიშთა საწყისი ნაშთები).

KBArticles.MTOpeningBalance1

სმფ ანალიტიკური ნაშთების შეიყვანება დოკუმენტის საწყობის შემოსავლის ორდერი მეშვეობით. თითოეული საწყობის ნაშთის შესაყვანად უნდა შექმნათ ცალკე საწყობის შემოსავლის ორდერი დოკუმენტი. რადგან ჩვენს მაგალითში უნდა შეიყვანოთ ნაშთები 01.01.2014 მდგომარეობით, საწყობის შემოსავლის ორდერის თარიღი უნდა მონიშნოთ 31.12.2013.

KBArticles.MTOpeningBalance2

სმფ ჩამონათვალში სმფ შეძენის ტიპი უნდა მონიშნოთ 4 - გადასახადების გარეშე და შეავსოთ სმფ რაოდენობა-თანხობრივი ნაშთები.

KBArticles.MTOpeningBalance3

02 - მზა პროდუქციის საწყობის ნაშთები შეყვანება იგივე მეთოდით.

ნაშთების შეყვანის დროს ბურალტრული გატარებების არ სრულდება, რადგან სინთეტიკური ნაშთები უკვე შეყვანილია ფანჯრიდან ანგარიშთა საწყისი ნაშთები.

სმფ ნაშთების და შესაბამისი ანგარიშების ნაშთების შევსების შემდეგ, საჭიროა შეამოწმოთ შევსებული ნაშთების შესაბამისობა. სმფ ანალიტიკური და სინთეტიკური ნაშთების შესაბამისობის შემოწმება შეიძლება სმფ უწყისებიდან ანგარიშგება სმფ ანალიტიკური და სინთეტიკური რიცხვების გადახრის შემოწმება გამოძახებით.

KBArticles.MTOpeningBalance4

მალცვეთადი საგნების საწყისი ნაშთების შეყვანა სისტემაში იგივე პრინციპით მიმდინარეობს. ანალიტიკური ნაშთები შეიყვანება მალც.საგ.შეძენა და ექსპლუატაცია დოკუმენტის მეშვეობით, ხოლო სინთეტიკური ნაშთები ანგარიშთა საწყისი ნაშთები ფანჯრიდან (უწყისები -> საწყისი ეტაპის უწყისები -> ანგარიშთა საწყისი ნაშთები).