ანგარიშთა კორესპონდენციები

ექსპლორერი:  ბუღალტერია > დირექტორიები >

ანგარიშთა კორესპონდენციები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დირექტორია ანგარიშთა კორესპონდენციები ექვემდებარება ცვლილებას მომხმარებლის მიერ.

დირექტორიის სტრიქონებს წარმოადგენს დაგროვებითი ანგარიშების და ქვეანგარიშების წყვილები.

თუ პარამეტრების გვერდზე ზოგადი  მონიშნულია ანგარიშთა კორესპონდენციების შემოწმების ალამი, მაშინ დოკუმენტების ჩაწერისას იკრძალება ისეთი ფორმულირებების შეყვანა რომელიც არ არის აღწერილი ამ დირექტორიაში.

დირექტორიას ანგარიშთა კორესპონდენციები აქვს შემდეგი ველები.

 

ველი

დანიშნულება

დებეტი

სინთეტიკური ანგარიშის კოდი აუცილებელი ველია, რომელიც კორესპონდენციაში მონაწილეობს როგორც სადებეტო ანგარიში.

კრედიტი

სინთეტიკური ანგარიშის კოდი აუცილებელი ველია, რომელიც კორესპონდენციაში მონაწილეობს როგორც საკრედიტო ანგარიში.

შინაარსი

კორესპონდენციის კომენტარის შეყვანა.

   

მაგალითად: დებეტი 2100, კრედიტი 3100, შინაარსი ძირითადი საშუალებების შეყვანა (ექსპლუატაციაში გადაცემა) მომწოდებლებისგან შეძენილი, დამონტაჟების აუცილებლობის არ მქონე, როდესაც შეძენის და ექსპლუატაციაში გადაცემის მომენტები ემთხვევა /არაპირდაპირი გადასახადების გარეშე/

ნიშნავს, რომ 2100 ანგარიშის ყველა ბოლო დონის ქვეანგარიშებს შეუძლიათ დებეტით კორესპონდენცია 3100 ანგარიშის ყველა ბოლო დონის ქვეანგარიშების კრედიტებთან.

 

note შენიშვნა

დირექტორია ანგარიშთა კორესპონდეციები შევსებულია ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გამოყენების დირექტივის საფუძველზე.