ფორმულები

ექსპლორერი:  ბუღალტერია > დირექტორიები >

ფორმულები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ფორმულების დირექტორიაა. ფორმულების სია სისტემის მიერ არის მოწოდებული. მომხმარებელს შეუძლია დირექტორიის მიმდინარე სტრიქონის რედაქტირება ან მონიშნული სტრიქონების ფორმულების მიღება რეპორტის სახით, ისევე როგორც საკუთარი ფორმულის დამატება. დამატებული ფორმულის კოდის პირველი ორი სიმბოლო არ შეიძლება იყოს 01-07 დიაპაზონში. მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ მის მიერ დამატებული ფორმულების წაშლა.

დირექტორიას ფორმულები აქვს შემდეგი ველები.

ველი

დანიშნულება

კოდი

აუცილებელი ველია, ფორმულის კოდს წარმოადგენს. ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას.

დასახელება

აუცილებელი ველი, ფორმულის დასახელებად წარმოადგენს, ექვემდებარება რედაქტირებას.

ფორმულა

აუცილებელი ველია, რომელშიც იწერება ფორმულა, ექვემდებარება რედაქტირებას

 

კონტექსტური მენიუდან ბრძანების ფორმულის ნახვა არჩევით, შეიძლება მიმდინარე სტრიქონში ჩაწერილი ფორმულის ნახვა.

ბრძანების გამოანგარიშება მეშვეობით შესაძლებელია ფორმულის ციფრული მნიშვნელობის გამოთვლა და მასზე დაყრდნობით აგებული დიაგრამის ნახვა. ამ ბრძანების არჩევისას იხსნება დიალოგური ფანჯარა, სადაც უნდა შეავსოთ შემდეგი ველები.  

 

ველი

დანიშნულება

პერიოდი

თუ გამოსათვლელი ფორმულა აბრუნებს ბრუნვას, მაშინ ფორმულა გამოითვლება აღნიშნული პერიოდისთის, ხოლო თუ ფორმულა აბრუნებს ნაშთს, მაშინ ნაშთის თარიღად აღნიშნული პერიოდის ბოლო თარიღს იღებს.

დიაგრამის ჩვენება

გამოდის მონიშნული სტრიქონების დიაგრამა მოცემული თარიღისთვის.

note შენიშვნა: ეს ველი არ არის აქტიური, თუ მონიშნული სტრიქონების რაოდენობა ათზე მეტია.

დიაგრამის სახეობა

დიაგრამების ოთხი სახეობიდან ერთის არჩევა (Chart-bar-icon - სვეტისებრი, chart-stock-icon - ხაზობრივი, pie-chart-icon - სამგანზომილებიანი ბირთვისებრი, chart-pie-icon - ბირთვისებრი):

წლიური/თვიური

    ალამის მონიშვნით

თუ პერიოდი ერთი წლის განმავლობაშია, დიაგრამა გამოვა თვეების მიხედვით.

თუ პერიოდი შეიცავს ერთზე მეტ წელს, გამოისახება წლების მიხედვით, ხოლო ბოლო წელი გახსნილი იქნება თვეების მიხედვით.

note შენიშვნა: pie-chart-icon - სამგანზომილებიანი ბირთვისებრი და chart-pie-icon - ბირთვისებრი ტიპის დიაგრამებისთის ეს მახასიათებელი იგნორირდება.

 

ბრძანება დამატება გვაძლევს საშუალებას, სისტემაში არსებული ფუნქციების გამოყენებით ახალი ფორმულა შევქმნათ.

სისტემაში არსებობს ფუნქციები რომელთა გამოყენებით აიგება გამონათქვამები და ივსება ველი ფორმულა. ეს ფორმულები გამოყენება ფინანსური ანგარიშგებების მომზადებისას. ქვემოთ მოყვანილია სისტემაში არსებული ფუნქციების და მათი პარამეტრების სია.

ფუნქცია

დაბრუნებული მნიშნელობა და პარამეტრების აღწერა

სინთეტიკური ანგარიშების აღრიცხვა

RemCr(Accounts, [RemDate], [Cur])

აბრუნებს Accounts სიაში მონიშნული ანგარიშების საკრედიტო ნაშთების თანხას ლარში, RemDate პარამეტრით მონიშნული დღის ბოლოსთვის. გამოთვლა წარმოებს ყველა ვალუტის მიხედვით ან Cur ვალუტით.

RemDb(Accounts, [RemDate], [Cur])

აბრუნებს Accounts სიაში მონიშნული ანგარიშების სადებეტო ნაშთების თანხას ლარში, RemDate პარამეტრით მონიშნული დღის ბოლოსთვის. გამოთვლა წარმოებს ყველა ვალუტის მიხედვით ან Cur ვალუტით.

RemCrS(Accounts, [RemDate], [Cur])

აბრუნებს Accounts სიაში მონიშნული ანგარიშების საკრედიტო ნაშთების თანხას ლარში, RemDate პარამეტრით მონიშნული დღის დასაწყისისთვის. გამოთვლა წარმოებს ყველა ვალუტის მიხედვით ან Cur ვალუტით.

RemDbS(Accounts, [RemDate], [Cur])

აბრუნებს Accounts სიაში მონიშნული ანგარიშების სადებეტო ნაშთების თანხას ლარში, RemDate პარამეტრით მონიშნული დღის დასაწყისისთვის. გამოთვლა წარმოებს ყველა ვალუტის მიხედვით ან Cur ვალუტით.

TurnCr(Accounts, [StartDate], [EndDate], [Cur])

აბრუნებს Accounts სიაში მონიშნული ანგარიშების საკრედიტო ნაშთების თანხას ლარში, მონიშნული პერიოდისთვის. გამოთვლა წარმოებს ყველა ვალუტის მიხედვით ან Cur ვალუტით.

TurnDb(Accounts, [StartDate], [EndDate], [Cur])

აბრუნებს Accounts სიაში მონიშნული ანგარიშების სადებეტო ნაშთების თანხას ლარში, მონიშნული პერიოდისთვის. გამოთვლა წარმოებს ყველა ვალუტის მიხედვით ან Cur ვალუტით.

TurnDbCr(AccDb, AccCr, [StartDate], [EndDate], [CurDb], [CurCr])

აბრუნებს სადებეტო AccDb და საკრედიტო AccCr ანგარიშებით მონიშნულ პერიოდში დაფიქსირებულ კორესპონდენციების თანხას ლარში. გამოთვლა წარმოებს ყველა ვალუტის მიხედვიტ ან CurDb და CurCr ვალუტებით.

TurnDbCrExt(AccDb, AccCr, CurDb, CurCr, [StartDate], [EndDate])

აბრუნებს სადებეტო AccDb და საკრედიტო AccCr ანგარიშებით მონიშნულ პერიოდში დაფიქსირებულ კორესპონდენციების თანხას შესაბამისად CurDb და CurCr ვალუტებით.

CurRemCr(Cur, Accounts, [RemDate])

აბრუნებს Accounts სიაში მონიშულ ანგარიშთა საკრედიტო ნაშთების თანხას Cur ვალუტით, RemDate პარამეტრით მონიშნული დღის ბოლოსთვის.

CurRemDb(Cur, Accounts, [RemDate])

აბრუნებს Accounts სიაში მონიშულ ანგარიშთა სადებეტო ნაშთების თანხას Cur ვალუტით, RemDate პარამეტრით მონიშნული დღის ბოლოსთვის

CurRemCrS(Cur, Accounts, [RemDate])

აბრუნებს Accounts სიაში მონიშულ ანგარიშთა საკრედიტო ნაშთების თანხას Cur ვალუტით, RemDate პარამეტრით მონიშნული დღის დასაწყისისთვის.

CurRemDbS(Cur, Accounts, [RemDate])

აბრუნებს Accounts სიაში მონიშულ ანგარიშთა სადებეტო ნაშთების თანხას Cur ვალუტით, RemDate პარამეტრით მონიშნული დღის დასაწყისისთვის.

CurTurnCr(Cur, Accounts, [StartDate], [EndDate])

აბრუნებს Accounts სიაში მონიშნული ანგარიშების საკრედიტო ბრუნვის თანხას Cur ვალუტით, მონიშნული პერიოდისთვის.

CurTurnDb(Cur, Accounts, [StartDate], [EndDate])

აბრუნებს Accounts სიაში მონიშნული ანგარიშების სადებეტო ბრუნვის თანხას Cur ვალუტით, მონიშნული პერიოდისთვის.

CurTurnDbCr(Cur, AccDb, AccCr, [StartDate], [EndDate])

აბრუნებს სადებეტო AccDb და საკრედიტო AccCr ანგარიშებით მონიშნულ პერიოდში დაფიქსირებულ კორესპონდენციების თანხას Cur ვალუტით.

პარტნიორების აღრიცხვა

RemCrAn(Partners, [RemDate], [Account], [Cur])

აბრუნებს Partners ჩამონათვალში მონიშნულ თითოეული პარტნიორის საკრედიტო ნაშთების თანხას ლარში, RemDate პარამეტრით მონიშნული დღის ბოლოსთვის. გამოთვლა წარმოებს ყველა ანგარიშის ან Account სინთეტიკური ანგარიშის მიხედვით, ისევე როგორ ყველა ვალუტის ან Cur ვალუტის მიხედვით.

RemDbAn(Partners, [RemDate], [Account], [Cur])

აბრუნებს Partners ჩამონათვალში მონიშნულ თითოეული პარტნიორის სადებეტო ნაშთების თანხას ლარში, RemDate პარამეტრით მონიშნული დღის ბოლოსთვის. გამოთვლა წარმოებს ყველა ანგარიშის ან Account სინთეტიკური ანგარიშის მიხედვით, ისევე როგორ ყველა ვალუტის ან Cur ვალუტის მიხედვით.

CurRemCrAn(Cur, Partners, [RemDate], [Account])

აბრუნებს Partners ჩამონათვალში მონიშნულ თითოეული პარტნიორის საკრედიტო ნაშთების თანხას Cur ვალუტაში, RemDate პარამეტრით მონიშნული დღის ბოლოსთვის. გამოთვლა წარმოებს ყველა ანგარიშის ან Account სინთეტიკური ანგარიშის მიხედვით.

CurRemDbAn(Cur, Partners, [RemDate], [Account])

აბრუნებს Partners ჩამონათვალში მონიშნულ თითოეული პარტნიორის სადებეტო ნაშთების თანხას Cur ვალუტაში, RemDate პარამეტრით მონიშნული დღის ბოლოსთვის. გამოთვლა წარმოებს ყველა ანგარიშის ან Account სინთეტიკური ანგარიშის მიხედვით.

TurnCrAn(Partners, [StartDate], [EndDate], [Account], [Cur])

აბრუნებს Partners ჩამონათვალში მონიშნულ თითოეული პარტნიორის საკრედიტო ბრუნვის თანხას ლარში, მონიშნული პერიოდისთვის. გამოთვლა წარმოებს ყველა ანგარიშის ან Account სინთეტიკური ანგარიშის მიხედვით, ისევე როგორ ყველა ვალუტის ან Cur ვალუტის მიხედვით.

TurnDbAn(Partners, [StartDate], [EndDate], [Account], [Cur])

აბრუნებს Partners ჩამონათვალში მონიშნულ თითოეული პარტნიორის სადებეტო ბრუნვის თანხას ლარში, მონიშნული პერიოდისთვის. გამოთვლა წარმოებს ყველა ანგარიშის ან Account სინთეტიკური ანგარიშის მიხედვით, ისევე როგორ ყველა ვალუტის ან Cur ვალუტის მიხედვით.

CurTurnCrAn(Cur, Partners, [StartDate], [EndDate], [Account])

აბრუნებს Partners ჩამონათვალში მონიშნულ თითოეული პარტნიორის საკრედიტო ბრუნვის თანხას Cur ვალუტაში, მონიშნული პერიოდისთვის. გამოთვლა წარმოებს ყველა ანგარიშის ან Account სინთეტიკური ანგარიშის მიხედვით.

CurTurnDbAn(Cur, Partners, [StartDate], [EndDate], [Account])

აბრუნებს Partners ჩამონათვალში მონიშნულ თითოეული პარტნიორის სადებეტო ბრუნვის თანხას Cur ვალუტაში, მონიშნული პერიოდისთვის. გამოთვლა წარმოებს ყველა ანგარიშის ან Account სინთეტიკური ანგარიშის მიხედვით.

RemCrByAnGroup(PartnerGroups, [RemDate], [Account], [Cur])

აბრუნებს PartnerGroups ჩამონათვალში მონიშნული პარტნიორის ჯგუფების კუთვნილი ყველა პარტნიორის საკრედიტო ნაშთების თანხას ლარში, RemDate პარამეტრით მონიშნული დღის ბოლოსთვის. გამოთვლა წარმოებს ყველა ანგარიშის ან Account სინთეტიკური ანგარიშის მიხედვით, ისევე როგორ ყველა ვალუტის ან Cur ვალუტის მიხედვით.

RemDbByAnGroup(PartnerGroups, [RemDate], [Account], [Cur])

აბრუნებს PartnerGroups ჩამონათვალში მონიშნული პარტნიორის ჯგუფების კუთვნილი ყველა პარტნიორის სადებეტო ნაშთების თანხას ლარში, RemDate პარამეტრით მონიშნული დღის ბოლოსთვის. გამოთვლა წარმოებს ყველა ანგარიშის ან Account სინთეტიკური ანგარიშის მიხედვით, ისევე როგორ ყველა ვალუტის ან Cur ვალუტის მიხედვით.

CurRemCrByAnGroup(Cur,PartnerGroups, [RemDate], [Account])

აბრუნებს PartnerGroups ჩამონათვალში მონიშნული პარტნიორის ჯგუფების კუთვნილი ყველა პარტნიორის საკრედიტო ნაშთების თანხას Cur ვალუტაში, RemDate პარამეტრით მონიშნული დღის ბოლოსთვის. გამოთვლა წარმოებს ყველა ანგარიშის ან Account სინთეტიკური ანგარიშის მიხედვით.

CurRemDbByAnGroup(Cur,PartnerGroups, [RemDate], [Account])

აბრუნებს PartnerGroups ჩამონათვალში მონიშნული პარტნიორის ჯგუფების კუთვნილი ყველა პარტნიორის სადებეტო ნაშთების თანხას Cur ვალუტაში, RemDate პარამეტრით მონიშნული დღის ბოლოსთვის. გამოთვლა წარმოებს ყველა ანგარიშის ან Account სინთეტიკური ანგარიშის მიხედვით.

TurnCrByAnGroup(PartnerGroups, [StartDate], [EndDate], [Account], [Cur])

აბრუნებს PartnerGroups ჩამონათვალში მონიშნული პარტნიორის ჯგუფების კუთვნილი ყველა პარტნიორის საკრედიტო ბრუნვის თანხას ლარში, მონიშნული პერიოდისთვის, გამოთვლა წარმოებს ყველა ანგარიშის ან Account სინთეტიკური ანგარიშის მიხედვით, ისევე როგორ ყველა ვალუტის ან Cur ვალუტის მიხედვით.

TurnDbByAnGroup(PartnerGroups, [StartDate], [EndDate], [Account], [Cur])

აბრუნებს PartnerGroups ჩამონათვალში მონიშნული პარტნიორის ჯგუფების კუთვნილი ყველა პარტნიორის სადებეტო ბრუნვის თანხას ლარში, მონიშნული პერიოდისთვის, გამოთვლა წარმოებს ყველა ანგარიშის ან Account სინთეტიკური ანგარიშის მიხედვით, ისევე როგორ ყველა ვალუტის ან Cur ვალუტის მიხედვით.

CurTurnCrByAnGroup(Cur,PartnerGroups, [StartDate], [EndDate], [Account])

აბრუნებს PartnerGroups ჩამონათვალში მონიშნული პარტნიორის ჯგუფების კუთვნილი ყველა პარტნიორის საკრედიტო ბრუნვის თანხას Cur ვალუტაში, მონიშნული პერიოდისთვის, გამოთვლა წარმოებს ყველა ანგარიშის ან Account სინთეტიკური ანგარიშის მიხედვით.

CurTurnDbByAnGroup(Cur,PartnerGroups, [StartDate], [EndDate], [Account])

აბრუნებს PartnerGroups ჩამონათვალში მონიშნული პარტნიორის ჯგუფების კუთვნილი ყველა პარტნიორის სადებეტო ბრუნვის თანხას Cur ვალუტაში, მონიშნული პერიოდისთვის, გამოთვლა წარმოებს ყველა ანგარიშის ან Account სინთეტიკური ანგარიშის მიხედვით.

TurnDbCrAn([PartnerDb], [PartnerCr], [StartDate], [EndDate], [AccountDb], [AccountCr], [CurDb], [CurCr])

აბრუნებს PartnerDb და PartnerCr პარტნიორების ან ყველა პარტნიორის AccountDB და AccountCr ანგარიშების ან ყველა ანგარიშის CurDb და CurCr ვალუტებით ან ყველა ვალუტით კორესპონდენციებს, აღნიშნულ პერიოდში, წარდგენილი ეროვნული სავალუტო ერთეულით.

CurTurnDbCrAn(Cur, PartnerDb, PartnerCr, [StartDate], [EndDate], [AccountDb],[AccountCr])

აბრუნებს PartnerDb და PartnerCr პარტნიორების ან ყველა პარტნიორის AccountDB და AccountCr ანგარიშების ან ყველა ანგარიშის Cur ვალუტით კორესპონდენციებს, აღნიშნულ პერიოდში.

GetPartNameByCode(PartnerCode, [FullName])

აბრუნებს PartnerCode პარტნიორის დასახელებას ან სრულ დასახელებას შევსებით.

GetPartCodeByTaxCode(TaxCode)

აბრუნებს მოცემული გგსნ-ით პარტნიორის კოდს

სასაქონლო მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა

MTRemSum(Materials, [RemDate], [Storages])

აბრუნებს RemDate დღის ბოლოს Storages სიაში მონიშნულ საწყობებში Materials სიაში მონიშნულ საქონელთა ნაშთების თანხას.

MTGroupRemSum(MTGroups, [RemDate], [Storages])

აბრუნებს RemDate დღის ბოლოს Storages სიაში მონიშნულ საწყობებში MTGroups ჯგუფების კუთვნილ საქონელთა ნაშთების თანხას.

MTRemCount(Materials, [RemDate], [Storages])

აბრუნებს RemDate დღის ბოლოს Storages სიაში მონიშნულ საწყობებში Materials სიაში მონიშნულ საქონელთა ნაშთების რაოდენობას.

MTGroupRemCount(MTGroups, [RemDate], [Storages])

აბრუნებს RemDate დღის ბოლოს Storages სიაში მონიშნულ საწყობებში MTGroups ჯგუფების კუთვნილ საქონელთა ნაშთების რაოდენობას.

MTRemPriceSum(PriceType, Materials , [RemDate], [Storages])

აბრუნებს RemDate დღის ბოლოს Storages სიაში მონიშნულ საწყობებში Materials სიაში მონიშნულ საქონელთა ნაშთების თანხას გაანგარიშებულს საბითუმო ან საცალო ლარში გაყიდვების ფასებით.

MTGroupRemPriceSum(PriceType, MTGroups, [RemDate],[Storages])

აბრუნებს RemDate დღის ბოლოს Storages სიაში მონიშნულ საწყობებში MTGroups ჯგუფების კუთვნილ საქონელთა ნაშთების თანხას გაანგარიშებულს საბითუმო ან საცალო ლარში გაყიდვების ფასებით.

MTTurnInSum(Materials, [StartDate], [EndDate], [Storages])

აბრუნებს StartDate, EndDate პერიოდში Storages სიაში მონიშნულ საწყობებში Materials სიაში მონიშნულ საქონელთა შემოსავლების თანხებს.

MTGroupTurnInSum(MTGroups, [StartDate], [EndDate], [Storages])

აბრუნებს StartDate, EndDate პერიოდში Storages სიაში მონიშნულ საწყობებში MTGroups ჯგუფის კუთვნილ საქონელთა შემოსავლების თანხებს.

MTTurnInCount(Materials, [StartDate], [EndDate], [Storages])

აბრუნებს StartDate, EndDate პერიოდში Storages სიაში მონიშნულ საწყობებში Materials სიაში მონიშნულ საქონელთა შემოსავლების რაოდენობას.

MTGroupTurnInCount(MTGroups, [StartDate], [EndDate], [Storages])

აბრუნებს StartDate, EndDate პერიოდში Storages სიაში მონიშნულ საწყობებში MTGroups ჯგუფის კუთვნილ საქონელთა შემოსავლების რაოდენობას.

MTTurnOutSum(Materials, [StartDate], [EndDate], [Storages])

აბრუნებს StartDate, EndDate პერიოდში Storages სიაში მონიშნულ საწყობებში Materials სიაში მონიშნულ საქონელთა გასავლების თანხებს.

MTGroupTurnOutSum(MTGroups, [StartDate], [EndDate], [Storages])

აბრუნებს StartDate, EndDate პერიოდში Storages სიაში მონიშნულ საწყობებში MTGroups ჯგუფის კუთვნილ საქონელთა გასავლების თანხებს.

MTTurnOutCount(Materials, [StartDate], [EndDate], [Storages])

აბრუნებს StartDate, EndDate პერიოდში Storages სიაში მონიშნულ საწყობებში Materials სიაში მონიშნულ საქონელთა გასავლების რაოდენობას.

MTGroupTurnOutCount(MTGroups, [StartDate], [EndDate],Storages])

აბრუნებს StartDate, EndDate პერიოდში Storages სიაში მონიშნულ საწყობებში MTGroups ჯგუფის კუთვნილ საქონელთა გასავლების რაოდენობას.

MTTurnOperSum(Materials,OpType,[StartDate], [EndDate], [Storages])

აბრუნებს StartDate, EndDate პერიოდში Storages სიაში მონიშნულ საწყობებში Materials სიაში მონიშნულ საქონელთა OpType * ტიპის ოპერაციების თანხებს.

MTGroupTurnOperSum(MTGroups,OpType,[StartDate], [EndDate], [Storages])

აბრუნებს StartDate, EndDate პერიოდში Storages სიაში მონიშნულ საწყობებში MTGroups ჯგუფის კუთვნილ საქონელთა OpType * ტიპის ოპერაციების თანხებს.

MTTurnOperCount(Materials,OpType,[StartDate], [EndDate], [Storages])

აბრუნებს StartDate, EndDate პერიოდში Storages სიაში მონიშნულ საწყობებში Materials სიაში მონიშნულ საქონელთა OpType * ტიპის ოპერაციების რაოდენობას.

MTGroupTurnOperCount(MTGroups,OpType,[StartDate], [EndDate], [Storages])

აბრუნებს StartDate, EndDate პერიოდში Storages სიაში მონიშნულ საწყობებში MTGroups ჯგუფის კუთვნილ საქონელთა OpType * ტიპის ოპერაციების რაოდენობას.

MTMoveSum(Materials, StorageIn, StorageOut,[StartDate], [EndDate])

აბრუნებს StartDate, EndDate პერიოდში StorageIn საწყობში StorageOut საწყობიდან გადატანილი Materials სიაში აღნიშნულ საქონელთა თანხას.

MTGroupMoveSum(MTGroups,StorageIn, StorageOut, [StartDate], [EndDate])

აბრუნებს StartDate, EndDate პერიოდში StorageIn საწყობში StorageOut საწყობიდან გადატანილი MTGoups ჯგუფის კუთვნილ საქონელთა თანხას.

MTMoveCount(Materials,StorageIn,StorageOut,[StartDate],[EndDate])

აბრუნებს StartDate, EndDate პერიოდში StorageIn საწყობში StorageOut საწყობიდან გადატანილი Materials სიაში აღნიშნულ საქონელთა რაოდენობას.

MTGroupMoveCount(MTGroups,StorageIn,StorageOut,[StartDate], [EndDate])

აბრუნებს StartDate, EndDate პერიოდში StorageIn საწყობში StorageOut საწყობიდან გადატანილი MTGoups ჯგუფის კუთვნილ საქონელთა რაოდენობას.

MTMTSaleSumByPRGroup(Materials,[StartDate],[EndDate],[Storages],[PRGroup])

აბრუნებს StartDate, EndDate პერიოდში Storages სიაში აღნიშნული საწყობებიდან PRGroup ჯგუფის კუთვნილი პარტნიორების Materials სიაში აღნიშნულ საქონელთა გაყიდვის თანხას.

MMTGroupSaleSumByPRGroup(MTGroups,[StartDate],[EndDate],[Storages],[PRGroup])

აბრუნებს StartDate, EndDate პერიოდში Storages სიაში აღნიშნული საწყობებიდან PRGroup ჯგუფის კუთვნილი პარტნიორების MTGroups ჯგუფის კუთვნილ საქონელთა გაყიდვის თანხას.

GetMTNameByCode(Code, [FullName])

აბრუნებს Code კოდით სმფ დასახელებას ან სრულ დასახელებას.

GetMTCodeByName(Name, [FullName])

აბრუნებს სმფ კოდს დასახელებიდან ან სრული დასახელებიდან გამომდინარე.

* OpType პარამეტრს შეუძლია შემდეგი მნიშვნელობების მიღება` E - გასავალი, I - შემოსავალი, O - დამატებითი ხარჯები, M - გადაადგილება, R - რეალიზაცია, T - რეალიზაცია(საცალო), P - გადაფასება, K - სმფ კომპლექტაცია, Q - მალც.საგ.-ის ექსპლუატაციაში გადაცემა.

სხვა


GetCompanyName()

აბრუნებს კომპანიის დასახელებას.

GetCompanyAddress()

აბრუნებს კომპანიის იურიდიულ მისამართს.

GetCompanyTIN()

აბრუნებს კომპანიის გგსნ-ს.

GetCompanyManagerName()

აბრუნებს კომპანიის ხელმძღვანელის სახელს და გვარს.

GetCompanyManagerPost()

აბრუნებს კომპანიის ხელმძღვანელის თანამდებობას.

GetCompanyGenAccName()

აბრუნებს კომპანიის ბუღალტრის სახელს და გვარს.

GetCompanyGenAccPost()

აბრუნებს კომპანიის ბუღალტრის თანამდებობას.

GetCompanyStateRegN()

აბრუნებს კომპანიის სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერს.

GetCompanyStateRegDate()

აბრუნებს კომპანიის სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღს.

GetCompanyBussAddress()

აბრუნებს კომპანიის ფაქტიურ მისამართს.

GetCompanyPhone()

აბრუნებს კომპანიის ტელეფონის ნომერს.

GetServiceNameByCode(ServiceCode)

აბრუნებს მომსახურების დასახელებას მომსახურების კოდის შევსებით.

GetServiceCodeByName(ServiceName)

აბრუნებს მომსახურების კოდს მომსახურების დასახელების შევსებით.

StartDate()

აბრუნებს საანგარიშო პერიოდის საწყის თარიღს.

EndDate()

აბრუნებს საანგარიშო პერიოდის დასასრულის თარიღს.

CurrentDate()

აბრუნებს მიმდინარე თარიღს.

f(formula,[StartDate], [EndDate])

ეს ფუნქცია ახორციელებს formula კოდით ფორმულის გამოძახებას აღნიშნულ პერიოდში.

IIF(პირობა, გამ1, გამ2)

აღნიშნული პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში აბრუნებს გამ1 გამონათქვამის გამოთვლილ მნიშვნელობას, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში გამ2-ისას.

ASRound(number, precision)

აბრუნებს number რიცხვის დამრგვალებულ მნიშვნელობას precision დამრგვალების საფეხურის მიხედვით. თუ იგი არ არის უარყოფითი, მაშინ მრგვალდება რიცხვის წილადური ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში რიცხვის მთელი ნაწილი. მაგალითად:  AsRound(1200.425, 2) = 1200.43, ASRound(599645.15, -3) = 600000:

აღნიშნულ ფუნქციებში Accounts,Analytics,AnalyticGroups ჩამონათვალები აისახება შემდეგნაირად  "111,22,333":

მოვიყვანოთ ფორმულების მაგალითები

RemDb("2100")-RemCr("2200") ; RemDbS("2500")-RemCrS("2600") ; f("01010")+f("01020") ;

RemDbByAnGroup("01, 02" , , "22", "USD")