დოკუმენტებზე მუშაობა

ექსპლორერი:  პირველი დონე

დოკუმენტებზე მუშაობა

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ინფორმაციის შეყვანა სისტემაში ხდება დოკუმენტების მეშვეობით. დოკუმენტები აისახება სხვადასხვა ჟურნალებში და უწყისებში.

ქვემოთ აღწერილია დოკუმენტის საერთო განყოფილებები.

 

Document

 

სწრაფი წვდომის პანელი: ფანჯრის ზედა ნაწილში ჩანს ხშირად გამოყენებადი ოპერაციები

 

შენახვა(CTRL+S)

შენახვა და დახურვა(CTRL+ENTER)

შენახვა და ახალი(CTRL+K)

მონახაზი

ნახვა

 

დოკუმენტის ჩაწერა ხდება შენახვა save16, შენახვა და დახურვა save_close16, შენახვა და ახალი save_new16 ღილაკებზე დაჭერით, იმ განსხვავებით, რომ შენახვა და დახურვა ღილაკზე დაჭერისას ფანჯარა იხურება, ხოლო შენახვა და ახალი ღილაკზე დაჭერით მომდევნო დოკუმენტის შევსება და შენახვაა შესაძლებელი. მონახაზი Draft16 ღილაკის მეშვეობით დოკუმენტი შეინახება მონახაზ მდგომარეობაში, ე.ი. ის არ იქნება ასახული სისტემის არც ერთ აღრიცხვაში. ეს ემსახურება მხოლოდ დოკუმენტის ველებში შეყვანილი ინფორმაციის შენახვას, მხოლოდ შემდგომში დოკუმენტის დამატებითი გადამოწმების შემდეგ ჩასაწერად.

ამ პანელის გამოტანა შეიძლება ლენტის ზედა ან ქვედა ნაწილში სწრაფი წვდომის პანელის ზევით/ქვევით გამოტანა ბრძანების მეშვეობით.

 

ლენტი: ლენტი როგორც მთავარი ფანჯარა, შეიცავს ღილაკებს და გვერდებს, რომლებიც აქტიურია იმის მიხედვით, თუ მომხმარებელი დოკუმენტის რომელ ნაწილში იმყოფება და რა ოპერაციას ასრულებს.

 

მთავარი ნაწილი: ამ მონაკვეთში მდებარე ველები ჩანს არჩეულ გვერდზე დამოუკიდებლად. ყველა დოკუმენტში ამ ნაწილში არის თარიღი, დოკუმენტის ნომერი ველები. ახალ დოკუმენტს სისტემა ავტომატურად ანიჭებს ნომერს, რომელიც წინა დოკუმენტის ნომერზე ერთით მეტია. ახალ დოკუმენტზე მინიჭებული ნომრის მიმდინარე მნიშვნელობის ნახვა შეიძლება პარამეტრების რედაქტირება ფანჯრის დოკუმენტების ნომრები გვერდზე. დოკუმენტის თარიღის სახით გვთავაზობს ლენტში მოთავსებული მიმდინარე თარიღი ველის მნიშვნელობას.

 

გვერდები: დოკუმენტის ფანჯარა შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამოდენიმე გვერდებისგან. ინფორმაციის შეყვანა ხდება განცალკევებულ გვერდებში შემადგენლობის მიხედვით. მონაცემების შეყვანისთვის საჭიროა შესაბამისი გვერდის არჩევა.

 

გატარებები: გატარებებში ხდება ბუღალტრული გატარებების შეყვანა. ამ განყოფილების გახსნა შეიძლება საერთო გვერდის ქვემოთ ან ცალკე ფანჯარის სახით.