AS-Accountant 7 სისტემა

ექსპლორერი:  პირველი დონე

AS-Accountant 7 სისტემა

Return to chapter overviewNext page

AS-Accountant 7 სპეციალურად შექმნილია ბუღალტერიის ავტომატიზაციისთვის მცირე და საშუალო საწარმოებისათვის.

BoxShot_mid

 

 

ჩვენ ზედმიწევნით გვაქვს შერჩეული სისტემის ფუნქციურობა, ინსტრუმენტები, რომლებიც შეიცავს სამუშაოს გამარტივების საშუალებას და მხარდჭერის სისტემა განვითარებულია მრავალი დაკვირვების შედეგად. ამის შედეგი არის ის რომ AS-Accountant 7 უზრუნველყოფს ყველა საბუღალტრო მიმართულების ავტომატიზაციას. ამავე დროს დიდი რაოდენობით ზოგავს მუშახელს, დროს, ტექნოლოგიურ რესურსებს და ფულად აქტივებს.

 

სისტემა AS-Accountant 7 ძირითადი უპირატესობები

საუკეთესო ფასი/ხარისხი-ს თანაფარდობა

თქვენ იხდით ტიპიური მარტივი საბუღალტრო სისტემის ფასს პროგრამა AS-Accountant 7-ში, სამაგიეროდ თქვენ იღებთ თანამედროვე და მძლავრ საბუღალტრო სისტემას, ფართო ფუნქციურობით, მრავალმხრივი ანგარიშგების შესაძლებლობით და საუკეთესო მხარდაჭერის სისტემით.

 

თანამედროვე, მომხიბლველი, კომფორტული სამუშაო გარემო

სისტემის სამუშაო გარემო აგებულია ნაცნობ და მოხერხებულ MS-Office-ის სტილში. ეს მომხმარებელს საშუალებას აძლევს ადვილად დაიწყონ სისტემის მოხმარება და თავი აარიდონ ახალ სამუშაო გარემოზე მიჩვევით გამოწვეულ დროის ხარჯვას და დისკომფორტს.

სისტემა მუშაობს Unicode-ით, რაც შესაძლებელს ხდის ნებისმიერი ენით შეყვანილ მონაცემებთან მუშაობას.

დოკუმენტის შექმნისას მიმდინარე მრავალი შემოწმება უზრუნველყოფს მონაცემთა მთლიანობას და სიზუსტეს.

სისტემას აქვს სხვადასხვა ფერების და შრიფტების თემები. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია სისტემის მისთვის მაქსიმალურად მოხერხებული ხედის შერჩევა.

 

ბუღალტერიის ყველა ძირითადი ნაწილის ავტომატიზაცია

მთავარი წიგნი

დებიტორ/კრედიტორებთან ანგარიშსწორება

ანგარიშვალდებული თანხები

ფულადი სახსრები

სასაქონლო მატერიალური ფასეულობები

პრეისკურანტები

გაყიდვების ანალიზი

მალცვეთადი ძირითადი საშუალებები

ძირითადი საშუალებები

ფინანსური უწყისები

ხელფასი

საკადრო აღრიცხვა

მრავალვალუტიანი აღრიცხვა

 

ინსტალაციის და გამოყენების სიმარტივე

სისტემის ინსტალაცია და მასთან შემდგომი მუშაობა ძალიან მარტივია და არ მოითხოვს კომპანიაში ტექნიკური სპეციალისტის არსებობას ან ბუღალტერთა სიღრმისეულ გადამზადებას.

 

ძლიერი და მოქნილი ანგარიშგების სისტემა

თქვენ შეგიძლიათ სისტემიდან ნებისმიერი ინფორმაციის მიღება, მონაცემთა გაფილტვრის, დაჯგუფების, ჯამების დამატების, სვეტების ამორჩევის ინსტრუმენტების გამოყენებით.

Excel-თან კავშირი: ახალი შემუშავების შედეგად, Excel-ში ემატება ფორმულები, რომლებიც გაძლევთ საშუალებას სისტემა AS-Accountant 6-დან გადმოქაჩოთ მონაცემები. Excel-ის საანგარიშო და ანალიზური საშუალებების გამოყენებით შეგიძლიათ ნებისმიერი უწყისის მიღება.

60-ზე მეტი ჩაშენებული უწყისი, მათ შორის ყველა მნიშვნელოვანი ფინანსური და საგადასახადო უწყისები.

 

საბუღალტრო და საბანკო ანგარიშების მართვა ერთი სისტემიდან

 

თქვენთვის მაქსიმალური კომფორტის და დროის დაზოგვის უზრუნველსაყოფად, სისტემა AS-Accountant 7 არის ინტეგრირებული ინტერნეტ ბანკინგის სისტემებთან. TBC ბანკის, საქართველოს ბანკის, პროკრედიტ ბანკის და ქართუ ბანკის ინტერნეტ ბანკინგის სისტემასთან ინტეგრაციით თავისუფლდებით ტრანზაქციების ხელით შევსებისგან და ზოგავთ დროს. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა სისტემა AS-Accountant 7- დან ბანკის ტრანზაქციები დააექსპორტოთ TBC ბანკის ინტერნეტ ბანკინგის სისტემაში და ასევე განახორციელოთ მონაცემების იმპორტი TBC ბანკის, საქართველოს ბანკის, პროკრედიტ ბანკის და ქართუ ბანკის ინტერნეტ ბანკიდან.

 

შემოსავლების სამსახურთან ინეგრაცია

 

ანგარიშ-ფაქტურების და ზედნადებების ხელით შევსების საჭიროება აღარ არსებობს RS.GE-ზე. უბრალოდ ატვირთეთ ისინი სისტემა AS-Accountant 7-დან შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე.

ანგარიშ-ფაქტურების და ზედნადებების ხელით შევსების საჭიროება აღარ არსებობს სისტემაში AS-Accountant 7, უბრალოდ ჩამოტვირთეთ ისინი შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდიდან სისტემა AS-Accountant 7-ში.

 

 

მუდმივად განახლებადი სისტემა

AS-Accountant 7 სისტემის ვერსიების განახლება რეგულარულად ხდება. ახალ ვერსიებში არა მარტო შედის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები (ახალი უწყისების ვერსიები, გადასახადების გაანგარიშების ახალი სქემა და აშ.) არამედ ხდება სისტემის გაუმჯობესება; არის დამატებული ახალი შესაძლებლობები რათა გახადოს ბუღალტრების და ფინანსური განყოფილების სპეციალისტების საქმიანობა უფრო პროდუქტიული. ბოლო ვერსიის გადმოწერა და ინსტალაცია შესაძლებელია მხოლოდ ერთ ღილაკზე დაჭერით.

 

დიტექტორიების, დოკუმენტების და უწყისების გაფართოებები

AS-Accountant 7 სისტემაში დამატებულია დირექტორიებსა და დოკუმენტებში ახალი სვეტების დამატების შესაძლებლობა და ამ სვეტების გამოსახვა უწყისებში.

 

ანალიტიკური ჯგუფების მიხედვით აღრიცხვის წარმოების შესაძლებლობა

ანალიტიკური ჯგუფები იძლევა საშუალებას ვაწარმოოთ სინთეთიკური ანგარიშების დამატებითი ანალიტიკური აღრიცხვა. ანალიტიკური ჯგუფებით შეგვიძლია აღვრიცხოთ, მაგალითად შემოსავლები და ხარჯები ორიექტების მიხედვით, ბიზნეს მიმართულებების მიხედვით (სეგმენტებით).

 

შეუზღუდავი რაოდენობით აღრიცხვების წარმოების საშუალება

AS-Accountant 7 სისტემაში შესაძლებელია შეუზღუდავი რაოდენობით ორგანიზაციების აღრიცხვის წარმოება, მიუხედავად იმისა, თქვენ იყენებთ სისტემის ქსელურ თუ ერთ მომხმარებლიან ვერსიას.

 

ბუღალტრილი მონაცემების შენახვა ღრუბელზე DropBox

AS-Accountant 7 სისტემაში მონაცემთა ბაზების სარეზერვო ასლები ავტომატურად ექსპორტდება ღრუბელზე DropBox.

 

ექსპორტი და იმპორტი

ექსპორტის და იმპორტის ახალი შესაძლებლობები იძლევა საშუალებას დავზოგოთ დრო მონაცემების შევსებაზე.

ყველა მონაცემის ექსპორტი ფორმატებში MS Word, MS Excel და რამოდენიმე შეზღუდვით Open Office.

MS Excel დან სისტემაში ინფორმაციის სწრაფი იმპორტი.

ყველა მონაცემის ექსპორიტ და იმპორტი XML ფორმატის დოკუმენტების საშუალებით.

ინვოისების და ანგარიშსწორების ფურცლების ფოსტით გაგზავნის საშუალება.

 

სისტემის ყოველმხრივი მხარდაჭერა

კლიენტებთან ხანგრძლივი მუშაობის შედეგად დაგროვილი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას კლიენტთა მომსახურების ეფექტური სისტემა შევიმუშაოთ და ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ თითოეული კლიენტი ღებულობს ამ მხარდაჭერით მაქსიმალურ კომფორტს.

მონაწილეობა მიიღეთ ტექნიკურად აღჭურვილ AS სასაწავლო ცენტრში ორგანიზებულ ტრეინინგებში.

დაუსვით თქვენი კითხვები AS სატელეფონო ცენტრის ლიცენზირებულ სპეციალისტს

დისტანციური დახმარება ინტერნეტის საშუალებით, პირდაპირი კავშირი კლიენტების კომპიუტერთან.

მონაწილეობა მიიღეთ ახალი ვერსიის შეახებ ჩვენს სემინარებში და პრეზენტაციებში.

ეწვიეთ AS კლიენტთა მომსახურების პორტალის ცოდნის ბაზას ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხების მისაღებად. აგრეთვე შეგიძლიათ გამოიყენოთ სახელმძღვანელო და დამხმარე სტატიები.

 

თანხის დაბრუნების გარანტია

თუ თქვენ არ ხართ კმაყოფილი სისტემა AS-Accountant 7-ის მუშაობით, შეგიძლიათ დააბრუნოთ იგი შეძენიდან ექვსი თვის განმავლობაში და დაიბრუნოთ მასში გადახდილი თანხა მთლიანად. ყოველგვარი კითხვების გარეშე!

 

 

სასწავლო ვიდეოები

AS-Accountant 7 სისტემის ახალი შესაძლებლობები წარმოდგენილია შესაბამის ვიდეო რგოლებში.

ვიდეო რგოლების დათვალიერება შესაძლებელია ჩვენი კომპანიის YOUTUBE არხზე.