ძირ. საშ. ინვენტარიზაცია

ექსპლორერი:  ძირითადი საშუალებები > დოკუმენტები >

ძირ. საშ. ინვენტარიზაცია

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტი ძირ.საშ. ინვენტარიზაცია გათვალისინებულია საწყობებში  ინვენტარიზაციის ჩასატარებლად. დოკუმენტის საფუძველზე შეიძლება ძირ.საშ.-ის ინვენტარიზაციის ჩამონათვალი (ი-3) და ძირ.საშ.-ების ინვენტარიზაციის შედეგების შედარებითი უწყისი (ი-12) უწყისების შედგენა. უწყისების გამოძახებისთვის საჭიროა ჯერ დოკუმენტის ჩაწერა, ხოლო შემდეგ დოკუმენტის ლენტის ოპერაციები ჩანართიდან განყოფილება საბეჭდი შაბლონები შესაბამისი უწყისის ფორმის არჩევა და ნახვა (CTRL+F5) ღილაკზე დაჭერა.

FixedAssets.Documents.Inventory0

დოკუმენტის ფანჯარა შედგება 3 გვერდისგან ზოგადი, ნამეტები და კომისიის წევრები.

მთავარი ნაწილის ველები შემდეგია.

ველი

დანიშნულება

თარიღი

ინვენტარიზაციის თარიღი. სისტემა ავტომატურად დღევანდელ თარიღს გვთავაზობს.

დოკუმენტის N

დოკუმენტის ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით.

სტრუქტურული დანაყოფი

განყოფილება სადაც მიმდინარეობს ინვენტარიზაცია. ჩამონათვალი საინვენტარო ნომრების შემდეგ ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას.

გვერდს ზოგადი აქვს სახე.

FixedAssets.Documents.Inventory1

ველი

დანიშნულება

მატ.პას.პირი

კომპანიის თანამშრომელი, რომლის მატერიალურ პასუხისმგებლობაში მყოფი ძირ.საშ.-ის ინვენტარიზაცია მიმდინარეობს.ჩამონათვალი საინვენტარო ნომრების შემდეგ ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას

გაანგარიშება

ძირ.საშ.-ების ფინანსრი ან საგადასახადო აღრიცხვის მონაცემების ინვენტარიზაცია. ჩამონათვალი საინვენტარო ნომრების შემდეგ ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი.

ჩატვირთვა ღილაკზე დაჭერისას სიაში საინვენტარო ნომრები მოცემულ საწყობში არსებული ძირ.საშ.-ების ნაშთები იწერება. ნაშთები გამოდის ინვენტარიზაციის დღის მდგომარეობით. ამ ჩამონათვალში სვეტებს აქვთ შემდეგი დანიშნულება.

სვეტი

დანიშნულება

საინვენტარო ნომერი

ძირ.საშ.-ის საინვენტარო ნომერი.

დასახელება

ძირ.საშ.-ის დასახელება.

ბუღ.რაოდენობა

ამ ველში სისტემა ავსებს რიცხვს 1.

ფაქტ.რაოდენობა

ეს ველი გათვალისწინებულია ძირ.საშ.-ის ფაქტიური რაოდენობის შესატანად. სისტემა ამ ველში ავსებს 1-ს, შეიძლება მისი რედაქტირება და 0-ის ჩაწერა.

ბუღ. ღირებულება

ამ ველში სისტემა ავსებს აღნიშნულ დანაყოფში და აღნიშნულ მატ.პას. პირთან აღრიცხული ძირ.საშ.-ის ფინანსური ან საგადასახადო მთლიან საბალანსო ღირებულებას.

ფაქტ. მნიშვნელობა

ეს ველი გათვალისწინებულია ძირ.საშ.-ის ფაქტიური მთლიანი საბალანსო ღირებულების შესატანად. სისტემა ავსებს აღრიცხულ მნიშვნელობას, რომელიც ექვემდებარება რედაქტირებას.

 

მიმდინარე სტრიქონის რედაქტირებისას ნებადართულია ფაქტ.რაოდენობა და ფაქტ. მნიშვნელობა ველების რედაქტირება.

გვერდს ნამეტები აქვს შემდეგი სახე.

FixedAssets.Documents.Inventory2

სიაში ნამეტები აღნიშნულ დანაყოფში და აღნიშნულ მატ.პას. პირთან ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი ძირ.საშ.-ის მონაცემები უნდა შეავსოთ, რომლებიც არ აღრიცხულა ბუღალტერიაში. ამ სიაში სვეტებს აქვთ შემდეგი დანიშნულება.

სვეტი

დანიშნულება

საინვენტარო ნომერი

ძირ.საშ.-ის საინვენტარო ნომერი.

დასახელება

ძირ.საშ.-ის დასახელება.

ფაქტ. მნიშვნელობა

ეს ველი გათვალისწინებულია ბუღალტერიაში არ აღრიცხული ძირ.საშ.-ის მთლიანი საბალანსო ღირებულების შესატანად.

გამოშვების თარიღი

ძირ.საშ.-ის გამოშვების წელი.

სერიული ნომერი

ძირ.საშ.-ის სერიული ნომერი.

ტექნიკური პასპორტი

ძირ.საშ.-ის ტექნიკური პასპორტის ნომერი.

 

ჩამონათვალის შესავსებად გათვალისწინებულია ახალი სტრიქონის დამატების  add16, მიმდინარე სტრიქონის კოპირების copy16 და  წაშლის  Trash-icon16 ღილაკები.

ჩამონათვალში მუშაობა აღწერილია  განყოფილებაში დოკუმენტებში მდებარე ჩამონათვალებზე მუშაობა.

გვერდს კომისიის წევრები აქვს შემდეგი სახე.

FixedAssets.Documents.Inventory3

ამ გვერდზე უნდა შეავსოთ კომისიის თავმჯდომარის და ორი წევრის სახელი, გვარი და დაკავებული თანამდებობა.

დოკუმენტის ჩაწერა ხდება შენახვა , შენახვა და დახურვა , შენახვა და ახალი  ღილაკებზე დაჭერით, იმ განსხვავებით, რომ შენახვა და დახურვა ღილაკზე დაჭერისას ფანჯარა იხურება, ხოლო შენახვა და ახალი ღილაკზე დაჭერით მომდევნო დოკუმენტის შევსება და შენახვაა შესაძლებელი.