ცვეთის დარიცხვა

ექსპლორერი:  ძირითადი საშუალებები > დოკუმენტები >

ცვეთის დარიცხვა

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტი ცვეთის დარიცხვა გათვალისწინებულია ძირითადი საშულებების ცვეთის აღსარიცხავად. ძირ.საშ.-ების ცვეთა გაანგარიშდება ცვეთის ბოლო დარიცხვის და დოკუმენტის თარიღის ჩათვლით დღეებისთვის. ეს ოპერაცია სრულდება ერთი, ან რამოდენიმე ძირ.საშ.-თვის. ცვეთა ერიცხება ცვეთად ძირ.საშ.-ებს გამოყენების მდგომარეობისგან დამოუკიდებლად.  

დოკუმენტის ფანჯარა შედგება 2 გვერდისგან საინვენტარო ნომრები და გატარებები. 

მთავარ ნაწილში არის შემდეგი ველები.

ველი

დანიშნულება

თარიღი

დოკუმენტის ცვეთის დარიცხვა შექმნის თარიღი. სისტემა ავტომატურად მიმდინარე თარიღს გვთავაზობს.

დოკუმენტის N

დოკუმენტის ცვეთის დარიცხვა ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით.

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი.

 

გვერდს საინვენტარო ნომრები აქვს შემდეგი სახე.

 

FixedAssets.Documents.Deprecation1

 

ამ გვერდზე აგრეთვე ძირ.საშ.-ების ჩამონათვალი უნდა შეავსოთ, რომელთათვისაც ირიცხება ცვეთა. სიის სვეტებს აქვთ შემდეგი დანიშნულება.

სვეტი

დანიშნულება

საინვენტარო ნომერი

ძირ.საშ.-ების საინვენტარო ნომერი

დასახელება

ძირ.საშ.-ების დასახელება.

ხარჯის ანგარიში

ძირ.საშ.-ის ცვეთის ჩამოწერის ანგარიში. შეიძლება რედაქტირება.

 

სიის შევსებისას გათვალისწინებულია ახალი სტრიქონის დამატების add16  და წაშლის  Trash-icon16  ღილაკები.

ჩამონათვალში მუშაობა აღწერილია განყოფილებაში დოკუმენტებში მდებარე ჩამონათვალებზე მუშაობა

 

გვერდს გატარებები აქვს შემდეგი სახე.

 

FixedAssets.Documents.Deprecation2

ამ გვერდზე დოკუმენტის გატარებების ფორმირება ხდება. აქ გათვალისწინებულია შემდეგი სწრაფი წვდომის ღილაკები.

გამოსახულება

დანიშნულება

add16Fone

მოცემული დოკუმენტისთვის აუცილებელი ახალი გატარების დამატება.

copy16

გატარებების სიაში ახალი სტრიქონის დამატება მიმდინარე სტრიქონის მნიშვნელობების კოპირებით.

Trash-icon16

გატარებებიდან მიმდინარე სტრიქონის ამოშლა.:

Trash_icon_deleteAll

ყველა გატარების სტრიქონის წაშლა. ყველა გატარების წაშლის შემდეგ აქტიურდება გატარებების გენერირების ღილაკი wand-icon .

wand-icon

გატარებების გენერირების ღილაკი მისაწვდომია, მაშინ როდესაც არცერთი გატარების სტრიქონი არ არის შევსებული. ძირ.საშ.-ების ჩამონათვალის საფუძველზე ხდება გატარებების სტრიქონების შექმნა შემდეგი პრინციპით, ერთი და იგივე გასავლის და ცვეთის ანგარიშით მონიშნული ძირ.საშ.-ები სტრიქონები ჯამურად აისახება ერთი სტრიქონით.  გატარების ერთი სტრიქონის არსებობის შემთხვევაშიც კი ამ ღილაკის ნაცვლად გამოდის გატარებების რედაქტირების რეჟიმი (ნებადართულიlock_open_16 - აკრძალულიlock_16) ღილაკი. გატარების გენერირების შემდეგ მისი რედაქტირებისთვის საჭიროა გატარებების რედაქტირების რეჟიმზე გადასვლა.

 

დოკუმენტის ჩაწერა ხდება შენახვა save16, შენახვა და დახურვა save_close16, შენახვა და ახალი save_new16 ღილაკებზე დაჭერით, იმ განსხვავებით, რომ შენახვა და დახურვა ღილაკზე დაჭერისას ფანჯარა იხურება, ხოლოშენახვა და ახალი ღილაკზე დაჭერით მომდევნო დოკუმენტის შევსება და შენახვაა შესაძლებელი. მონახაზი Draft16 ღილაკის მეშვეობით დოკუმენტი შეინახება მონახაზ მდგომარეობაში, ე.ი. ის არ იქნება ასახული სისტემის არც ერთ აღრიცხვაში. ეს ემსახურება მხოლოდ დოკუმენტის ველებში შეყვანილი ინფორმაციის შენახვას, მხოლოდ შემდგომში დოკუმენტის დამატებითი გადამოწმების შემდეგ ჩასაწერად.

 

დოკუმენტი ცვეთის დარიცხვა იქმნება ყველა ძირ.საშ.-ებიექსპლუატაციაში არ გადაცემული ძირ.საშ.-ები, ექსპლუატირებადი ძირ.საშ.-ები ან ექსპლუატაციიდან ამოღებული ძირ.საშ.-ები  ჟურნალებიდან კონტექსტური მენიუს ბრძნება ცვეთის დარიცხვის არჩევით.

 დოკუმენტების  შიდა გადაადგილების აქტი, ექსპლუატაციიდან ამოღების აქტი, რეკონსტრუქცია, გადაფასება, ნაწილობრივი ლიკვიდაცია, სასარგებლო მომსახურების ვადის გადახედვა და გამოწერის აქტი ჩაწერისას ოპერეაციაში მონაწილე ძირ.საშ.-ებითვის ირიცხება აგრეთვე ცვეთა ჩასაწერი დოკუმენტის თარიღით.