დოკუმენტი ექსპლუატაციიდან ამოღების აქტი გათვალისწინებულია კომპანიის ძირითადი საშულებების ექსპლუატაციიდან დროებითი ამოღების ოპერაციის ჩაწერისთვის. ჩაწერისას მოწმდება, რომ ან მიმღები ქვეგანყოფილება, ან მიმღები მატ.პას.პირი, ან კიდევ ორივე ერთდროულად განსხვავდებოდეს შესაბამისად ჩამბარებელი ქვეგანყოფილებისგან ან ჩამბარებელი მატ.პას.პირისგან.
დოკუმენტის ფანჯარა შედგება 2 გვერდისგან საინვენტარო ნომრები და გატარებები.
მთავარი ნაწილის ველები შემდეგია.
ველი |
დანიშნულება |
თარიღი |
დოკუმენტი ექსპლუატაციიდან ამოღების აქტის შექმნის თარიღი. სისტემა ავტომატურად მიმდინარე თარიღს გვთავაზობს. |
დოკუმენტის N |
დოკუმენტის ექსპლუატაციიდან ამოღების აქტი ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე ღილაკით. |
ჩამბარებელი ქვეგანყოფილება |
განყოფილება საიდანაც ძირ.საშ.-ება უნდა ამოღებულ იქნას ექსპლუატაციიდან. აუცილებელი ველია. |
ჩამბარებელი მატ.პას.პირი |
ძირ.საშ.-ების ჩამბარებელი მატ.პას.პირი. აუცილებელი ველია. |
მიმღები ქვეგანყოფილება |
განყოფილება, სადაც ძირ.საშ. უნდა მოთავსდეს. აუცილებელი ველია. |
მიმღები მატ.პას.პირი |
ძირ.საშ. მიმღები მატ.პას.პირი. აუცილებელი ველია. |
კომენტარი |
დოკუმენტის შესახებ კომენტარი. |
გვერდს საინვენტარო ნომრები აქვს შემდეგი სახე.
ამ გვერდზე ყველას მონიშვნა ღილაკები ეკუთვნის ჩამონათვალში არსებულ ყველა ძირ.საშ.-ების ცვეთის სტრიქონს. ღილაკები განცალკევებულია ფინანსურის და საგადასახადოს მიხედვით.
მიმდინარე სტატუსით ღილაკით ცვეთის სტატუსი რჩება უცვლელი.
ექვემდებარება ცვეთად ღილაკით ჩამონათვალში მოინიშნება სტრიქონები ექვემდებარება ცვეთას, და დოკუმენტის ჩაწერიდან დაწყებული ძირ.საშ-თვის დაირიცხება ცვეთა.
არ ექვემდებარება ცვეთას ღილაკით გადაინიშნება სტრიქონები ექვემდებარება ცვეეთას, და დოკუმენტის ჩაწერიდან დაწყებული ძირ.საშ.-ებს არ დაერიცხება ცვეთა.
გვერდზე საინვენტარო ნომრები აგრეთვე უნდა შეავსოთ ძირ.საშ.-ბის ჩამონათვალი
სვეტი |
დანიშნულება |
საინვენტარო ნომერი |
ძირ.საშ.-ის საინვენტარო ნომერი. |
დასახელება |
ძირ.საშ.-ის დასახელება. |
საწყისი მნიშვნელობის ანგარიში |
ძირ.საშ.-ის საწყისი მნიშვნელობის ანგარიში. შეიძლება რედაქტირება. |
ცვეთის ანგარიში |
ძირ.საშ.-ის ცვეთის აღრიცხვის ანგარიში. შეიძლება რედაქტირება. |
ხარჯის ანგარიში |
ძირ.საშ.-ის ცვეთის ჩამოწერის ანგარიში. შეიძლება რედაქტირება. |
ექვემდებარება ცვეთას (ფინან.) |
თუ მონიშნულია დოკუმენტის ჩაწერიდან დაწყებული ძირ.საშ-თვის საფინანსო აღრიცხვით დაირიცხება ცვეთა |
ექვემდებარება ცვეთას (საგად.) |
თუ მონიშნულია დოკუმენტის ჩაწერიდან დაწყებული ძირ.საშ-თვის საგადასახადო აღრიცხვით დაირიცხება ცვეთა |
სიის შევსებისას გათვალისწინებულია ახალი სტრიქონის დამატების და წაშლის ღილაკები.
ჩამონათვალში მუშაობა აღწერილია განყოფილებაში მუშაობა დოკუმენტებში მდებარე ჩამონათვალებთან .
დოკუმენტის ჩაწერასთან ერთად, ოპერაციაში მონაწილე ძირ.საშ.-თვის, საჭიროების შემთხვევაში დაირიცხება აგრეთვე ცვეთა ჩასაწერი დოკუმენტის თარიღით.
გვერდს გატარებები აქვს შემდეგი სახე.
ამ გვერდზე დოკუმენტის გატარებების ფორმირება ხდება. აქ გათვალისწინებულია შემდეგი სწრაფი წვდომის ღილაკები.
გამოსახულება |
დანიშნულება |
მოცემული დოკუმენტისთვის აუცილებელი ახალი გატარების დამატება. |
|
გატარებების სიაში ახალი სტრიქონის დამატება მიმდინარე სტრიქონის მნიშვნელობების კოპირებით. |
|
გატარებებიდან მიმდინარე სტრიქონის ამოშლა.: |
|
ყველა გატარების სტრიქონის წაშლა. ყველა გატარების წაშლის შემდეგ აქტიურდება გატარებების გენერირების ღილაკი . |
|
გატარებების გენერირების ღილაკი მისაწვდომია, მაშინ როდესაც არცერთი გატარების სტრიქონი არ არის შევსებული. თუ არსებობს ცვეთა, კიდევ ერთი გატარება ემატება, რომლის დებეტში წერია გასავლის ანგარიში, კრედიტში ცვეთის ანგარიში. გატარების ერთი სტრიქონის არსებობის შემთხვევაშიც კი ამ ღილაკის ნაცვლად გამოდის გატარებების რედაქტირების რეჟიმი (ნებადართული - აკრძალული) ღილაკი. გატარების გენერირების შემდეგ მისი რედაქტირებისთვის საჭიროა გატარებების რედაქტირების რეჟიმზე გადასვლა. |
დოკუმენტის ჩაწერა ხდება შენახვა , შენახვა და დახურვა , შენახვა და ახალი ღილაკებზე დაჭერით, იმ განსხვავებით, რომ შენახვა და დახურვა ღილაკზე დაჭერისას ფანჯარა იხურება, ხოლოშენახვა და ახალი ღილაკზე დაჭერით მომდევნო დოკუმენტის შევსება და შენახვაა შესაძლებელი. მონახაზი ღილაკის მეშვეობით დოკუმენტი შეინახება მონახაზ მდგომარეობაში, ე.ი. ის არ იქნება ასახული სისტემის არც ერთ აღრიცხვაში. ეს ემსახურება მხოლოდ დოკუმენტის ველებში შეყვანილი ინფორმაციის შენახვას, მხოლოდ შემდგომში დოკუმენტის დამატებითი გადამოწმების შემდეგ ჩასაწერად.
დოკუმენტის ექსპლუატაციიდან ამოღების აქტი ჩაწერა შეიძლება აგრეთვე ჟურნალებიდან ყველა ძირ.საშ.-ები, ექსპლუატაციაში არ გადაცემული ძირ.საშ.-ები კონტექსტური მენიუდან ბრძანება ექსპლუატაციიდან ამოღების აქტის არჩევით.