ექსპლუატაციაში დაბრუნება

ექსპლორერი:  ძირითადი საშუალებები > დოკუმენტები >

ექსპლუატაციაში დაბრუნება

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტი ექსპლუატაციაში დაბრუნება გათვალისწინებულია კომპანიის შიგნით დროებით ექსპლუატაციიდან ამოღებული ძირითადი საშუალებების ექსპლუატაციაში დაბრუნების ოპერაციის ჩასაწერად. ეს ოპერაცია სრულდება ერთი ან რამოდენიმე ძირ.საშ.-თვის. ოპერაციის ჩაწერისას მიმღები ქვეგანყოფილება და მატ.პას.პირი შეიძლება დარჩეს იგივე.

დოკუმენტის ფანჯარა შედგება 2 გვერდისგან საინვენტარო ნომრები და გატარებები. 

მთავარი ნაწილის ველები შემდეგია.

ველი

დანიშნულება

თარიღი

დოკუმენტი ექსპლუატაციაში დაბრუნება შექმნის თარიღი. სისტემა ავტომატურად მიმდინარე თარიღს გვთავაზობს.

დოკუმენტის N

დოკუმენტის ექსპლუატაციაში დაბრუნება ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით.

ჩამბარებელი ქვეგანყოფილება

განყოფილება საიდანაც ძირ.საშ.-ება უნდა დაბრუნდეს ექსპლუატაციაში. აუცილებელი ველია.

ჩამბარებელი მატ.პას.პირი

ძირ.საშ.-ების ჩამბარებელი მატ.პას.პირი. აუცილებელი ველია.

მიმღები ქვეგანყოფილება

განყოფილება, სადაც ძირ.საშ. უნდა მოთავსდეს. აუცილებელი ველია.

მიმღები მატ.პას.პირი

ძირ.საშ. მიმღები მატ.პას.პირი. აუცილებელი ველია.

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი.

გვერდს საინვენტარო ნომრები აქვს შემდეგი სახე.

FixedAssets.Documents.RIO1

ამ გვერდზე ყველას მონიშვნა ღილაკები ეკუთვნის ჩამონათვალში არსებულ ყველა ძირ.საშ.-ების ცვეთის სტრიქონს. ღილაკები განცალკევებულია ფინანსურის და საგადასახადოს მიხედვით.

მიმდინარე სტატუსით ღილაკით ცვეთის სტატუსი რჩება უცვლელი.

ექვემდებარება ცვეთად ღილაკით ჩამონათვალში მოინიშნება სტრიქონები ექვემდებარება ცვეთას, და დოკუმენტის ჩაწერიდან დაწყებული ძირ.საშ-თვის დაირიცხება ცვეთა.

არ ექვემდებარება ცვეთას ღილაკით გადაინიშნება სტრიქონები ექვემდებარება ცვეთას, და დოკუმენტის ჩაწერიდან დაწყებული ძირ.საშ.-ებს არ დაერიცხება ცვეთა.

გვერდზე საინვენტარო ნომრები აგრეთვე უნდა შეავსოთ ძირ.საშ.-ბის ჩამონათვალი

სვეტი

დანიშნულება

საინვენტარო ნომერი

ძირ.საშ.-ის საინვენტარო ნომერი.

დასახელება

ძირ.საშ.-ის დასახელება.

საწყისი მნიშვნელობის ანგარიში

ძირ.საშ.-ის საწყისი მნიშვნელობის ანგარიში. შეიძლება რედაქტირება.

ცვეთის ანგარიში

ძირ.საშ.-ის ცვეთის აღრიცხვის ანგარიში. შეიძლება რედაქტირება.

ხარჯის ანგარიში

ძირ.საშ.-ის ცვეთის ჩამოწერის ანგარიში. შეიძლება რედაქტირება.

ექვემდებარება ცვეთას (ფინან.)

თუ მონიშნულია დოკუმენტის ჩაწერიდან დაწყებული ძირ.საშ-თვის საფინანსო აღრიცხვით დაირიცხება ცვეთა

ექვემდებარება ცვეთას (საგად.)

თუ მონიშნულია დოკუმენტის ჩაწერიდან დაწყებული ძირ.საშ-თვის საგადასახადო აღრიცხვით დაირიცხება ცვეთა

 

სიის შევსებისას გათვალისწინებულია ახალი სტრიქონის დამატების add16  და წაშლის  Trash-icon16  ღილაკები.

ჩამონათვალში მუშაობა აღწერილია განყოფილებაში მუშაობა დოკუმენტებში მდებარე ჩამონათვალებთან . 

დოკუმენტის ჩაწერასთან ერთად, ოპერაციაში მონაწილე ძირ.საშ.-თვის, საჭიროების შემთხვევაში დაირიცხება აგრეთვე ცვეთა ჩასაწერი დოკუმენტის თარიღით.

გვერდს გატარებები აქვს შემდეგი სახე.

FixedAssets.Documents.RIO2

ამ გვერდზე დოკუმენტის გატარებების ფორმირება ხდება. აქ გათვალისწინებულია შემდეგი სწრაფი წვდომის ღილაკები.

გამოსახულება

დანიშნულება

add16Fone

მოცემული დოკუმენტისთვის აუცილებელი ახალი გატარების დამატება.

copy16

გატარებების სიაში ახალი სტრიქონის დამატება მიმდინარე სტრიქონის მნიშვნელობების კოპირებით.

Trash-icon16

გატარებებიდან მიმდინარე სტრიქონის ამოშლა.:

Trash_icon_deleteAll

ყველა გატარების სტრიქონის წაშლა. ყველა გატარების წაშლის შემდეგ აქტიურდება გატარებების გენერირების ღილაკი wand-icon .

wand-icon

გატარებების გენერირების ღილაკი მისაწვდომია, მაშინ როდესაც არცერთი გატარების სტრიქონი არ არის შევსებული. თუ არსებობს ცვეთა, კიდევ ერთი გატარება ემატება, რომლის დებეტში წერია გასავლის ანგარიში, კრედიტში ცვეთის ანგარიში. გატარების ერთი სტრიქონის არსებობის შემთხვევაშიც კი ამ ღილაკის ნაცვლად გამოდის გატარებების რედაქტირების რეჟიმი (ნებადართულიlock_open_16 - აკრძალულიlock_16) ღილაკი. გატარების გენერირების შემდეგ მისი რედაქტირებისთვის საჭიროა გატარებების რედაქტირების რეჟიმზე გადასვლა.

 

დოკუმენტის ჩაწერა ხდება შენახვა save16, შენახვა და დახურვა save_close16, შენახვა და ახალი save_new16 ღილაკებზე დაჭერით, იმ განსხვავებით, რომ შენახვა და დახურვა ღილაკზე დაჭერისას ფანჯარა იხურება, ხოლოშენახვა და ახალი ღილაკზე დაჭერით მომდევნო დოკუმენტის შევსება და შენახვაა შესაძლებელი. მონახაზი Draft16 ღილაკის მეშვეობით დოკუმენტი შეინახება მონახაზ მდგომარეობაში, ე.ი. ის არ იქნება ასახული სისტემის არც ერთ აღრიცხვაში. ეს ემსახურება მხოლოდ დოკუმენტის ველებში შეყვანილი ინფორმაციის შენახვას, მხოლოდ შემდგომში დოკუმენტის დამატებითი გადამოწმების შემდეგ ჩასაწერად.

დოკუმენტის ექსპლუატაციაში დაბრუნება ჩაწერა შეიძლება აგრეთვე ჟურნალებიდან ყველა ძირ.საშ.-ები, ექსპლუატაციაში არ გადაცემული ძირ.საშ.-ები კონტექსტური მენიუდან ბრძანება  ექსპლუატაციაში დაბრუნება არჩევით.