რეკონსტრუქცია

ექსპლორერი:  ძირითადი საშუალებები > დოკუმენტები >

რეკონსტრუქცია

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტი რეკონსტრუქცია გათვალისწინებულია კომპანიის შიგნით ძირითადი საშუალებების რეკონსტრუქციის ოპერაციის ჩასაწერად. ეს ოპერაცია სრულდება ერთი ან რამოდენიმე ძირ.საშ.-თვის, რომლის ძირითადი დანიშნულება არის საწყისი მნიშვნელობის შეცვლა და (ან) სასარგებლო მომსახურების ვადის შეცვლა.

დოკუმენტის ფანჯარა შედგება 2 გვერდისგან ზოგადი და გატარებები. 

მთავარი ნაწილის ველები შემდეგია.

ველი

დანიშნულება

თარიღი

დოკუმენტი შექმნის თარიღი. სისტემა ავტომატურად მიმდინარე თარიღს გვთავაზობს.

დოკუმენტის N

დოკუმენტის ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით.

საინვენტარო ნომერი

ძირ.საშ.-ის საინვენტარო ნომერი.

ადგილმდებარეობა

ქვეგანყოფილება, სადაც არის ძირ.საშ.

მატ.პასუხ.პირი

ძირ.საშ.-ის მატ.პას. პირი.

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი

გვერდს ზოგადი აქვს შემდეგი ველები

FixedAssets.Documents.Recover1

ძველი ველები რჩება უცვლელი, ხოლო ახლები ივსება მათი შესაბამისი ძველი ველის მნიშვნელობით. ოპერაციის ჩაწერამდე მოწმდება, რომ საფინანსო ან საგადასახადო მონაცემების ძველი და ახალი მნიშვნელობებიდან ერთში მაინც შეტანილი იყოს ცვლილება, მათ შორის საწყისი მნიშვნელობა მხოლოდ უნდა იზრდებოდეს, ხოლო სასარგებლო მომსახურების ვადა შემცირდეს ან გაიზარდოს.

დოკუმენტის ჩაწერასთან ერთად, ოპერაციაში მონაწილე ძირ.საშ.-თვის, საჭიროების შემთხვევაში დაირიცხება აგრეთვე ცვეთა ჩასაწერი დოკუმენტის თარიღით.

 

ველი

დანიშნულება

ფინანსური (საგადასახადო)

ძველი

ახალი

სასარგებლო ვადა

ოპერაციის მომენტისთვის ძირ.საშ.-ის სასარგებლო მომსახურების ვადა თვეებით.

რეკონსტრუქციის შედეგად ძირ.საშ.-ის გადახედილი სასარგებლო მომსახურების ვადა თვეებით.

საწყისი მნიშვნელობა

ოპერაციის მომენტისთვის ძირ.საშ.-ის საწყისი მნიშვნელობა.

რეკონსტრუქციის შედეგად ძირ.საშ.-ის გადახედილი საწყისი მნიშვნელობა.

გვერდს გატარებები აქვს შემდეგი სახე.

FixedAssets.Documents.Recover2

ამ გვერდზე დოკუმენტის გატარებების ფორმირება ხდება. აქ გათვალისწინებულია შემდეგი სწრაფი წვდომის ღილაკები.

გამოსახულება

დანიშნულება

add16Fone

მოცემული დოკუმენტისთვის აუცილებელი ახალი გატარების დამატება.

copy16

გატარებების სიაში ახალი სტრიქონის დამატება მიმდინარე სტრიქონის მნიშვნელობების კოპირებით.

Trash-icon16

გატარებებიდან მიმდინარე სტრიქონის ამოშლა.:

Trash_icon_deleteAll

ყველა გატარების სტრიქონის წაშლა. ყველა გატარების წაშლის შემდეგ აქტიურდება გატარებების გენერირების ღილაკი wand-icon .

wand-icon

გატარებების გენერირების ღილაკი მისაწვდომია, მაშინ როდესაც არცერთი გატარების სტრიქონი არ არის შევსებული. თუ არსებობს ცვეთა, კიდევ ერთი გატარება ემატება, რომლის დებეტში წერია გასავლის ანგარიში, კრედიტში ცვეთის ანგარიში. საწყისი მნიშვნელობის ცვლილების დროს ხდება კიდევ ერთი გატარება. დებეტში ძირ.საშ.-ის საწყისი მნიშვნელობის ანგარიში შეივსება, ხოლო კრედიტში პარამეტრების ძირითადი საშუალებების გვედრიდან ძირ.საშ.-ებზე კაპიტალიზებადი ხარჯების ანგარიში. გატარების ერთი სტრიქონის არსებობის შემთხვევაშიც კი ამ ღილაკის ნაცვლად გამოდის გატარებების რედაქტირების რეჟიმი (ნებადართულიlock_open_16 - აკრძალულიlock_16) ღილაკი. გატარების გენერირების შემდეგ მისი რედაქტირებისთვის საჭიროა გატარებების რედაქტირების რეჟიმზე გადასვლა.

 

დოკუმენტის ჩაწერა ხდება შენახვა save16, შენახვა და დახურვა save_close16, შენახვა და ახალი save_new16 ღილაკებზე დაჭერით, იმ განსხვავებით, რომ შენახვა და დახურვა ღილაკზე დაჭერისას ფანჯარა იხურება, ხოლოშენახვა და ახალი ღილაკზე დაჭერით მომდევნო დოკუმენტის შევსება და შენახვაა შესაძლებელი. მონახაზი Draft16 ღილაკის მეშვეობით დოკუმენტი შეინახება მონახაზ მდგომარეობაში, ე.ი. ის არ იქნება ასახული სისტემის არც ერთ აღრიცხვაში. ეს ემსახურება მხოლოდ დოკუმენტის ველებში შეყვანილი ინფორმაციის შენახვას, მხოლოდ შემდგომში დოკუმენტის დამატებითი გადამოწმების შემდეგ ჩასაწერად.

დოკუმენტის რეკონსტრუქცია ჩაწერა შეიძლება აგრეთვე ჟურნალებიდან ყველა ძირ.საშ.-ები, ექსპლუატაციაში არ გადაცემული ძირ.საშ.-ები კონტექსტური მენიუდან ბრძანება  რეკონსტრუქციის არჩევით.