საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება საკასო მეთოდით

ექსპლორერი:  ხელფასი > ოპერაციები >

საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება საკასო მეთოდით

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ოპერაცია საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება საკასო მეთოდით გათვალისწინებულია აღნიშნული საანგარიშო თვეში უკვე განხორციელებული გადახდების მიხედვით საშემოსავლო გადასახადის დაანგარიშებისათვის.  საანგარიშო თვეში შეიძლება რამოდენიმე საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების ოპერაციის განხორციელება, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენჯერ მოხდა საანგარიშო თვეში გადახდები. ოპერაციის საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება საკასო მეთოდით განსახორციელებისას გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები:

 

Salary.Operations.SalaryCalculationCash

ველი

დანიშნულება

თვე

შევსებული საანგარიშო თვე. მისი რედაქტირება დაუშვებელია.

თანამშრომელი

თანამშრომლის ტაბელური ნომერი.

დეპარტამენტი

დეპარტამენტის კოდი.

თუ ველები თანამშრომელი და დეპარტამენტი ცარიელია საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება საკასო მეთოდით წარმოებს ორგანიზაციის ყველა თანამშრომლისთვის.  

ოპერაცია საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება საკასო მეთოდით წარმოებს თანამშრომელთა მონაცემების ჟურნალიდან მიმდინარე სტრიქონზე გახსნილი კონტექსტური მენიუდან. ამ შემთხვევაში ოპერაციის განხორციელება შეიძლება აგრეთვე მონიშნული სტრიქონების თანამშრომლებისთვის, რომლის დროს ოპერაციის განხორციელებისთვის გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში არ არის ველები თანამშრომელი და დეპარტამენტი.