დასკვნითი მონაცემები

ექსპლორერი:  ხელფასი > უწყისები >

დასკვნითი მონაცემები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

უწყისი დასკვნითი მონაცემები შეიცავს აღნიშნულ პერიოდში გაანგარიშებული ხელფასების, საშემოსავლო გადასახადის და სხვა სახის სრულ საანგარიშო მონაცემებს.

ამ უწყისის შესაქმნელად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები.

ველი

დანიშნულება

პერიოდი

პერიოდი აუცილებლად ივსება, შესაბამისი დასაწყისის და დასასრულის მითითებით. იგი ავტომატურად ივსება კალკულაციის თარიღის შესაბამისი მნიშვნელობიდან. შესაძლებელია შეცვლა.

თანამშრომელი

თანამშრომლის ტაბელური ნომერი. თუ შევსებულია მიიღება მხოლოდ ამ თანამშრომლის დასკვნითი მონაცემები.

დეპარტამენტი

დეპარტამენტის კოდი. თუ შევსებულია იქმნება ამ დეპარტამენტის ყველა თანამშრომლის დასკვნითი მონაცემები.

თუ ველები თანამშომელი და დეპარტამენტი ცარიელია იქმნება ყველა თანამშომლის საანგარიშო ფურცელი. თუ ეს ორი ველი შევსებულია თანამშრომლის საანგარიშო ფურცელი იქმნება იმ დროს, როდესაც თანამშრომელს აღნიშნული დეპარტამენტით აქვს დარიცხვა/დაქვითვა.

საანგარიშო ფურუცლის შექმნა შეიძლება აგრეთვე ქვესისტემა ხელფასში, უწყისების შესაბამისი ბრძანებით. მისი შექმნა შეგიძლიათ ჩამონათვალი უწყისების თანამშრომელთა სია ბრძანებით ან თანამშრომელთა მონაცემების ჟურნალიდან კონტექსტური მენიუს შესაბამისი ბრძანების არჩევით. ამ ბოლო ორ შემთხვევაში, როდესაც არის მონიშნული სტრიქონები, საანგარიშო ფურცელი შეიქმნება მხოლოდ მონიშნული სტრიქონების თანამშრომლებისთვის, ხოლო ანგარიშგების შექმნისთვის გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში არ შევა ველები თანამშრომელი და დეპარტამენტი.

 

note შენიშვნა

თუ დასკვნით მონაცემებში მონაწილე თანამშრომლისთვის არ შესრულებულა ხელფასის გაანგარიშება ოპერაცია, საანგარიშო ფურცელი იქმნება ამის შესახებ გამაფრთხილებელი გაანგარიშება არ არის შესრულებული დამატებითი სტრიქონით.