საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება

ექსპლორერი:  ხელფასი > უწყისები >

საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება

Previous pageReturn to chapter overviewNext page

უწყისის საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება შექმნა შეიძლება ჩამონათვალი უწყისების თანამშრომელთა სიის  კონტექსტური მენიუს შესაბამისი ბრძანების არჩევით. ეს უწყისი საგადასახადო აგენტების მიერ საგადასახადო ორგანოებისთვის ელექტრონული გზით წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის თვიური სრულყოფილი გაანგარიშების ფორმაა.

საშემოსავლო გადასახადის გამოთვლის დიალოგურ ფანჯარას აქვს ველები:

 

ველი

დანიშნულება

თვე/წელი

თვე/წელიის შევსება აუცილებელია. ივსება საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების თვე და წელი.

დეპარტამენტი

დეპარტამენტის კოდი. თუ შევსებულია იქმნება უწყისი ამ დეპარტამენტის ყველა თანამშრომლის საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებით.

თანამშრომელი

თანამშრომლის ტაბელური ნომერი. თუ შევსებულია საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება ხდება მხოლოდ მოცემული თანამშრომლის მიხედვით.

საზომი ერთეული

აუცილებელი ველია. ივსება საზომი ერთეული, რომლის მიხედვითაც იქმნება უწყისი.

დამრგვალების ხარისხი

თანხის დამრგვალების ხარისხი. იწერება ციფრი, თუ რამდენ რიცხვზე უნდა მოხდეს დამრგვალება.

ანგარიშგების ტიპი

ასარჩევი ტიპის აუცილებელი ველია. გვიჩვენებს საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების ტიპს. შესაძლებელია აირჩიოთ დარიცხვის ან საკასო მეთოდი.

 

ჟურნალიდან თანამშომლების სია აღნიშნული ფორმის აგება შეიძლება აგრეთვე მონიშნული თანამშრომლებისთვის. ამ შემთხვევაში დიალოგურ ფანჯარაში არ შევა სტრიქონები თანამშრომელი და დეპარტამენტი.

საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება ივსება უშუალოდ MS Excel სისტემის ფაილში. ეს წარმოადგენს სპეციალურ ფორმას, რომლის ატვირთვაც შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე, დეკლარაციის თვის განაცემთა ინფორმაციის შევსების დროს, შესაბამისი ბრძანების არჩევით.