საპენსიო დეკლარაცია

ექსპლორერი:  ხელფასი > უწყისები >

საპენსიო დეკლარაცია

Previous pageReturn to chapter overviewNext page

უწყისის საპენსიო დეკლარაცია შექმნა შეიძლება ჩამონათვალი უწყისების თანამშრომელთა სიის  კონტექსტური მენიუს შესაბამისი ბრძანების არჩევით. ეს უწყისი საგადასახადო აგენტების მიერ საგადასახადო ორგანოებისთვის ელექტრონული გზით წარდგენილი საპენსიო ფომდის თვიური სრულყოფილი გაანგარიშების ფორმაა.

საპენსიო ფონდის გადასახადის გამოთვლის დიალოგურ ფანჯარას აქვს ველები:

 

ველი

დანიშნულება

თვე/წელი

აუცილებელი ველია. ივსება საპენსიო ფონდის გადასახადის გაანგარიშების თვე და წელი.

დეპარტამენტი

დეპარტამენტის კოდი. თუ შევსებულია, იქმნება უწყისი ამ დეპარტამენტის ყველა თანამშრომლის საპენსიო ფონდის გადასახადის გაანგარიშებით.

თანამშრომელი

თანამშრომლის ტაბელური ნომერი. თუ შევსებულია, საპენსიო ფონდის გადასახადის გაანგარიშება ხდება მხოლოდ მოცემული თანამშრომლის მიხედვით.

საზომი ერთეული

აუცილებელი ველია. ივსება საზომი ერთეული, რომლის მიხედვითაც იქმნება უწყისი.

დამრგვალების ხარისხი

თანხის დამრგვალების ხარისხი. იწერება ციფრი, თუ რამდენ რიცხვზე უნდა მოხდეს დამრგვალება.

ანგარიშგების ტიპი

ასარჩევი ტიპის აუცილებელი ველია. გვიჩვენებს საპენსიო ფონდის გადასახადის გაანგარიშების ტიპს. შესაძლებელია აირჩიოთ დარიცხვის ან საკასო მეთოდი.

 

ჟურნალიდან თანამშომლების სია აღნიშნული ფორმის აგება შეიძლება აგრეთვე მონიშნული თანამშრომლებისთვის. ამ შემთხვევაში დიალოგურ ფანჯარაში არ შევა სტრიქონები თანამშრომელი და დეპარტამენტი.

საპენსიო ფონდის გადასახადის გაანგარიშება ივსება უშუალოდ MS Excel სისტემის ფაილში. ეს წარმოადგენს სპეციალურ ფორმას, რომლის ატვირთვაც შესაძლებელია საპენსიო ფონდის სამსახურის ვებ-გვერდზე.