გადახდები

ექსპლორერი:  ხელფასი > დოკუმენტები >

გადახდები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტი გადახდები გათვალისწინებულია ხელფასის გადახდების სიიდან თანამშრომლებზე გაცემული გადახდების ჩასაწერად.

ამ დოკუმენტს აქვს შემდეგი სახე.

Salary.Documents.Payments

ველი

დანიშნულება

თარიღი

აუცილებელი ველია. დოკუმენტის შექმნის თარიღი. სისტემა ავტომატურად მიმდინარე თარიღს გვთავაზობს.

დოკუმენტის N

დოკუმენტის გადახდები ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით.

კალკულაციის თარიღი

ხელფასის გაანგარიშების თარიღი. არ ექვემდებარება რედაქტირებას, გამოდის პარამეტრების გვერდიდან ხელფასი.

დეპარტამენტი

დეპარტამენტის კოდი. შევსებული დეპარტამენტის ყველა თანამშრომლისთვის დაფიქსირდება გადახდა.

კომენტარი

კომენტარი დოკუმენტის შესახებ.

 

თუ ველი დეპარტამენტი ცარიელია გადახდა ჩაეწერება კომპანიის ყველა თანამშრომელს.

ჩამონათვალში სტრიქონის შესაქმნელად და წასაშლელად გათვალისწინებულია შემდეგი ღილაკები.

 

გამოსახულება

დანიშნულება

add16

მოცემული დოკუმენტისთვის საჭირო ახალი სტრიქონის დამატება.

copy16

ჩამონათვალში ახალი სტრიქონის დამატება მიმდინარე სტრიქონის მნიშვნელობების კოპირებით.

Trash-icon16

მიმდინარე სტრიქონის წაშლა.

 

ღილაკზე ჩატვირთვა დაჭერისას ჩამონათვალში თანამშრომლები შეივსება მონიშნული დეპარტამენტის თანამშრომლები, თუ არ არის მონიშნული დეპარტამენტი და თანამშრომელი შეივსება კომპანიის ყველა თანამშრომელი. ამ სიაში სვეტებს აქვთ შემდეგი დანიშნულება.

 

სვეტი

დანიშნულება

დეპარტამენტი

დეპარტამენტის კოდი.

ტაბელური ნომერი

თანამშრომლის ტაბელური ნომერი.

დასახელება

თანამშრომლის სახელი, გვარი.

ხელზე

გაანგარიშებული სრული ხელზე გასაცემი თანხა.

გადასახდელი თანხა

ხელზე გაცემული სრული თანხა, რომლის რედაქტირებაც შეგიძლიათ. თანხის შემცირების შემთხვევაში თანამშრომლისთვის გადახდა ითვლება ნაწილობრივად, ხოლო გაზრდის შემთხვევაში დამატებული ნაწილი დავალიანებად.

 

დოკუმენტის გადახდები ჩაწერა შეიძლება აგრეთვე თანამშრომელთა მონაცემების ჟურნალიდან გახსნილი კონტექსტური მენიუდან. ამ შემთხვევაში ოპერაციის შესრულება შეიძლება აგრეთვე მონიშნული სტრიქონების თანამშრომელბისთვის.

დოკუმენტის ჩაწერა ხდება შენახვა  და შენახვა და დახურვა  ღილაკებზე ხელის დაჭერით.

დოკუმენტი გადახდების საბეჭდი ფორმის ნახვა ბრძანებით იბეჭდება გადახდის სია.

დოკუმენტის გადახდები საფუძველზე შესაძლებელია შეიქმნას შემდეგი დოკუმენტები: საგადახდო დავალებასალაროს გასავლის ორდერი. ამისთვის საჭიროა ხელფასების დოკუმენტების ჟურნალში დავაჭიროთ შესაბამის დოკუმენტზე და კონტექსტური მენიუდან ავირჩიოთ ბრძანება "შექმნა დოკუმენტზე დაყრდნობით...". შედეგად გამოდის სია, რომლიდანაც ვირჩევთ შესაქმნელი დოკუმენტის სახეს: საგადახდო დავალება (თანამშრომლების მიხედვით, სალაროს გასავლის ორდერი, სალაროს გასავლის ორდერი (თანამშრომლების მიხედვით). შექმნილი დოკუმენტების ძირითადი ველები ივსება შესაბამისი მნიშვნელობებით საფუძველი დოკუმენტიდან.

 

ბრძანება ნახვით გადახდების დოკუმენტიდან იბეჭდება შრომის ანაზღაურების უწყისი.

შრომის ანაზღაურების უწყისის დასაბეჭდათ საჭიროა დავარეგისტრიროთ დოკუმენტი, ლენტიდან ავირჩიოთ შესაბამისი საბეჭდი ფორმა და დავაჭიროთ ნახვას (F5).