ხელფასის დოკუმენტები

ექსპლორერი:  ხელფასი > ჟურნალები >

ხელფასის დოკუმენტები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ჟურნალში აისახება საანგარიშო პერიოდში ქვესისტემა ხელფასში ჩაწერილი დოკუმენტები. 

ამ ჟურნალის შესაქმნელად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები. 

ველი

დანიშნულება

პერიოდი

აუცილებელი თარიღი ტიპის ველთა წყვილი. ჟურნალში შევა ამ პერიოდში ჩაწერილი დოკუმენტები.  

ტიპი

დოკუმენტის ტიპი. ველთან მდებარე ამორჩევის სიიდან დოკუმენტის ერთი ან რამოდენიმე ტიპის არჩევა შეგიძლიათ. ჟურნალში შევა აღნიშნული ტიპის დოკუმენტები, ხოლო თუ ველი ცარიელია ყველა ტიპის დოკუმენტი.

თანამშრომელი

ჟურნალში შევა მხოლოდ აღნიშნულ თანამშრომელთან დაკავშირებული დოკუმენტები.

 

ჟურნალის სვეტები შეიცავს დოკუმენტის შემდეგი ველების მონაცემებს.

ველი

დანიშნულება

თარიღი

შექმნის თარიღი.

დღის რიგ.N

დღის რიგითი ნომერია. გამოიყენება განმეორებითი ჩაწერის ან გადალაგების დროს. დოკუმენტები იწერება 0-დან დაწყებული ათობითი ზრდით.  

დოკუმენტის N

რიგითი ნომერი.

ტიპი

დოკუმენტის ტიპი.

ვალუტა

დოკუმენტის ვალუტა.

თანხა

ძირითადი თანხა.

თანამშრომელი

თანამშრომლის ტაბელური ნომერი.

დასახელება

თანამშრომლის სახელი და გვარი.

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი.

გატარება

მოცემული დოკუმენტი გატარებების ჩაწერის მეთოდს აჩვენებს.

თუ, გატარებები ჩაწერილია ავტომატურად, მაშინ გამოსახული იქნება greenstyle_09_star. რედაქტირების რეჟიმით ჩაწერილი გატარებების შემთხვევაში გამოსახულია redstyle_09_star . გატარების გარეშე დოკუმენტებისთვის სვეტის მნიშვნელობა იქნება ცარიელი.

მდგომარეობა

დოკუმენტის მდგომარეობა. დოკუმენტი შესაძლოა იყოს მონახაზ ან რეგისტრირებულ მდგომარეობაში. რეგისტრირებული მდგომარეობისგან განსხვავებით, მონახაზ მდგომარეობაში დოკუმენტი არ აისახება სისტემის არც ერთ აღრიცხვაში. იგი ემსახურება მხოლოდ დოკუმენტის ველებში შეტანილი ინფორმაციის შენახვას. დოკუმენტების მდგომარეობის შეცვლა შეიძლება რედაქტირებისას ან კონტექსტური მენიუს შესაბამისი ბრძანებით.

მომხმარებელი

მომხმარებლის სახელი. იმ მომხმარებლის სახელის მითითება, რომელმაც შეიტანა ბოლო ცვლილება მოცემულ დოკუმენტში.

ბოლო ცვლილება

დოკუმენტის ბოლო რედაქტირების თარიღი.

ჟურნალის მიმდინარე სტრიქონის დოკუმენტის კუთვნილი ოპერაციებია:

დამატება. ახალი დოკუმენტის დამატება 

ნახვა ამობეჭდვამდე. დოკუმენტის საბეჭდი ფორმის ნახვა

რედაქტირება. დოკუმენტის რედაქტირება

წაშლა. დოკუმენტის წაშლა

ისტორია. დოკუმენტის ჩაწერის და რედაქტირების შესახებ უწყისი. აისახება, თუ რომელი მომხმარებლის მიერ, რომელი კომპიუტერიდან, და როდის შესრულდა ცვლილებები

დოკუმენტის სათაური შეიცავს საანგარიშო პერიოდს. ნებისმიერ დროს განახლებაზე დაჭერით  (CTRL+R) მიიღებთ, განახლებულ ჟურნალს იგივე პერიოდში.