მომხმარებლები

ექსპლორერი:  ადმინისტრატორის ინსტრუმენტები >

მომხმარებლები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ჩამონათვალში მომხმარებლები ჩანს სისტემაში დარეგისტრირებული ყველა მომხმარებელი.  ამ ჩამონათვალზე იხსნება კონტექსტური მენიუ, რომელიც შედგება შემდეგი ბრძანებებისგან: დამატება, რედაქტირება, წაშლა, ასლი, მომხმარებლის უფლებები და სამუშაო პერიოდი.

მომხმარებლის დამატებისას უნდა შეავსოთ შემდეგი ველები მომხმარებლის სახელი, მომხმარებლის აღწერილობა, პაროლი, დაადასტურეთ პაროლი (უნდა დაემთხვას პაროლი ველის მნიშვნელობას).

 

AdminTools.Users1

 

თუ ჩართულია ალამი შესვლა ნებადართულია მომხმარებელს შეუძლია სისტემაში შესვლა.

თუ ჩართულია ალამი ადმინისტრატორია, მომხმარებელი იღებს ადმინისტრატორის დამატებით უფლებებს. ესინია:

ადმინისტრატორის ინსტრუმენტები ჩამონათვალში მდებარე პუნქტებზე წვდომა.

პარამეტრებში შემდეგი ჩანართების რედაქტირება ორგანიზაცია, ანგარიშები, ხელფასი

ჩანართში ზოგადი ველების სამუშაო პერიოდი და დღგ რედაქტირება.

ჩანართში ძირითადი საშუალებები მდებარე ანგარიშების რედაქტირება.

ველები სალაროს ოპერატორი და სალაროს ოპერატორის პაროლი გამოიყენება სსა აპარატთან გაკავშირებისთვის.

 

რედაქტირებისას არ შეიძლება მხოლოდ მომხმარებლის სახელის შეცვლა.

არ შეიძლება Admin სახელით მომხმარებლის წაშლა. გარდა ამისა არ არის ნებადართული ამ მომენტისთვის მონაცემთა ბაზებთან მომუშავე მომხმარებლების წაშლა.

მომხმარებლის პაროლის შეცვლა შესაძლებელია WorkBeginning ჩამონათვალის Keysპაროლის შეცვლა ბრძანების მეშვეობით.

 

მომხმარებლის უფლებები ბრძანების შედეგად იხსნება შემდეგი ჩამონათვალი.

 

AdminTools.Users

 

ველი

დანიშნულება

ექსპლორერის მენიუ

ქვესისტემების მენიუს სამუშაო პუნქტები, რომლებიც ხელმისაწვდომია მოცემული მომხმარებლისათვის.

მენიუს პუნქტის ჩართვა/გამორთვა

თუ მონიშნულია, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია მენიუს შესაბამისი პუნქტი.

ჩამონათვლის შეცვლის შესაძლებლობა

თუ მონიშნულია, მოცემული მომხამრებლისთვის ხელმისაწვდომია შეიტანოს ცვლილება ჩამონათვალში (ჟურნალები, უწყისები და დირექტორიები). ეს სვეტი არ მოქმედებს მხოლოდ დოკუმენტებისთვის.

note შენიშვნაოპერაციებად არ ითვლება ის კონტექსტური ბრძანებები, რომლებიც არ იწვევს მონაცემთა ცვლილებას (მაგ: ნახვა ამობეჭდვამდე)

ჩამონათვალის მიმდინარე სტრიქონის კონტექსტური მენიუდან იხსნება შემდეგი ოპერაციები:

ჩამონათვლის პუნქტის ხელმისაწვდომობის შეცვლა. ცვლის სვეტის მნიშვნელობას.

ჩამონათვლის შეცვლის უფლება. ცვლის სვეტის მნიშვნელობას.

 

ღილაკზე დოკუმენტის პარამეტრები ხელის დაჭერით იხსნება შემდეგი ფანჯარა:

AdminTools.Users2

სამუშაო პერიოდი ბრძანების მეშვეობით ხდება იმის დადგენა, თუ რა პერიოდში შეუძლია მომხმარებელს დოკუმენტის შექმნა, რედაქტირება ან წაშლა. თუ მოცემული მომხარებლისთვის არ არის დადგენილი სამუშაო პერიოდი მაშინ, ოპერაციების შესრულება იზღუდება პარამეტრებში ზოგადი გვერდზე მითითებული სამუშაო პერიოდით.

 

ველი

დანიშნულება

საწყობი

საწყობის მითითება, რომელიც იქნება ავტომატურად შემოთავაზებული მომხმარებლის მიერ ახალი დოკუმენტის შექმნისას.

სალარო დოკუმენტისთვის გაყიდვები (საცალო)

სალაროს მითითება, რომელიც იქნება ავტომატურად შემოთავაზებული მომხმარებლის მიერ ახალი გაყიდვა  (საცალო) დოკუმენტის შექმნისას.

ექსპორტის სტატუსში "გასაგზავნი" მითითება

თუ მონიშვნა ჩართუია, მომხმარებლის მიერ შექმნილ დოკუმენტებს ავტომატურად მიენიჭება სტატუსი "გადასაგზავნი".

ქვითრის ამობეჭდვამდე დოკუმენტის ჩაწერა

თუ მონიშვნა ცართულია, სსა ჩეკის ბეჭდვამდე ხდება დოკუმენტის რეგისტრირება.

ბეჭდვისას პროდუქტის კოდი

ჩეკში საქონლის კოდად შეიძლება გამოყენებული იქნას ერთ-ერთი შემდეგი ვარიანტებიდან 1- კოდი ან 2 - ჯგუფის კოდი

ბეჭდვისას პროდუქტის დასახელება

ჩეკში საქონლის დასახელებად შეიძლება გამოყენებული იქნას ერთ-ერთი შემდეგი ვარიანტებიდან 1- დასახელება, 2 - სრული დასახელება, 3 - საქონლის მახასიათებელი ან 4 - ჯგუფის დასახელება.

 

იხილეთ მეტი

AS-Accountant 7 სისტემაში ახალი მომხმარებელის დამატება

დოკუმენტის ჩაწერისას გამოდის შეტყობინება "თარიღი არ შედის სამუშაო პერიოდში"