AS-Accountant 7 სისტემაში ახალი მომხმარებლის დამატება

ექსპლორერი:  სტატიები >

AS-Accountant 7 სისტემაში ახალი მომხმარებლის დამატება

Previous pageReturn to chapter overviewNext page

AS-Accountant 7 სისტემაში ახალი მომხმარებლის დასამატებლად საჭიროა გახსნათ ქვესისტემის ადმინისტრატორის ინსტრუმენტები ფანჯარა მომხმარებლები, მაუსის მარჯვენა დაწკაპუნებით გამოსულ კონტექსტურ მენიუში აირჩიეთ ბრძანება დამატება.

KBArticles.NewUser

ველი მომხმარებლის სახელი  უნდა შეავსოთ ლათინური ასოებით.

ველში პაროლი მომხმარებელმა უნდა შეიყვანოს მისი პაროლი და მსგავსად გაიმეოროს ველში დაადასტურეთ პაროლი.

ინფორმაცია. ახალი მომხარებლის დამატებისას პაროლი და დაადასტურეთ პაროლი ველებში გამოისახება ვარსკვლავები, მაგრამ სინამდვილეში მომხმარებლის მხრიდან პაროლის დამატებამდე ცარიელია.

იმისთვის რომ მომხმარებელმა შესძლოს სისტემაში შესვლა, ჩართული უნდა იყოს ალამი შესვლა ნებადართულია.

სისტემაში საბუღალტრო გატარებებთან იწერება აგრეთვე, თუ რომელმა მომხმარებელმა შეასრულა იგი. მომხმარებლის სისტემიდან წაშლისას ეს ინფორმაცია ასევე იშლება. თუ თქვენ გყავთ მომხმარებელი, რომლის სისტემაში შესვლა გსურთ აკრძალოთ, მაგრამ მასთან დაკავშირებული მსგავსი ინფორმაციის შენახვა გსურთ, შეგიძლიათ გამორთოთ ალამი შესვლა ნებედართულია.  

ალამი ადმინისტრატორია- ჩართვის შემთხვევაში მოცემულ მომხმარებელს სისტემაში ექნება ადმინისტრატორის სტატუსი, ე.ი. მისთვის ხელმისაწვდომი იქნება პუნქტები პარამეტრები და ადმინისტრატორის ინსტრუმენტები.

მომხმარებლის რეგისტრირების შემდეგ უნდა ნებადართოთ მას მონაცემთა ბაზაში შესვლა, რომელშიც უნდა იმუშაოს. გახსენით ადმინისტრატორის ინსტრუმენტების ფანჯარა მონაცემათა ბაზები , საჭირო მონაცემთა ბაზას გაუკეთეთ რედაქტირება და მონიშნეთ ის ქვესისტემები, რომლებშიც უნდა იმუშაოს ახლად დამატებულმა მომხმარებელმა.

AdminTools.Databases