მონაცემთა ბაზები

ექსპლორერი:  ადმინისტრატორის ინსტრუმენტები >

მონაცემთა ბაზები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

სისტემა ყველა თქვენს მონაცემს ინახავს მონაცემთა ბაზაში (მბ). მონაცემთა ბაზები საქაღალდეში ჩანს სისტემისთვის ხელმისაწვდომი ყველა მბ-ები. საქაღალდის სტრიქონებზე იხსნება კონტექსტური მენიუ რომელიც შედგება შემდეგი ბრძნებებისგან:- დამატება, რედაქტირება, წაშლა, ასლი, აღდგენა, სისტემური მონაცემები და ინდექსირება. 

 

AdminTools.Databases

 

ნებისმიერი ახალი მბ-ის დამატებისას ხდება აგრეთვე ამ მბ-ს თითოეული ქვესისტემის მომხმარებელთა ჩამონათვალის დამატება. მბ-ს ქვესისტემის გამოყენების უფლებამოსილება ეძლევა შესაბამისი სვეტების ალამის მონიშვნით.

მბ-ის რედაქტირებისას შეიძლება მისი კომენტარის და მომხმარებლის უფლებამოსილების შეცვლა.

ასლი ბრძანების მეშვეობით შეიძლება მბ-ის ასლის შექმნა. ახალი ასლის სახელი არ უნდა დაემთხვას მონაცემთა ბაზებში უკვე არსებულს.

აღდგენა ბრძანებით შეიძლება ნებისმიერ მონაცემთა ბაზაზე  კომპიუტერში, ქსელში ან გარე მატარებელში მდებარე სარეზევო ასლის აღდგენა. აღდგენის შემდეგ ამ ასლის მონაცემები გადაიწერება მონიშნულ მონაცემთა ბაზაში, ხოლო ბაზის მიმდინარე მონაცემები წაიშლება.

სისტემური მონაცემები ბრძანება გვაძლევს საშუალებას მივიღოთ სისტემური ინფორმაცია მონიშნულ მონაცემთა ბაზაზე. ესენია მონაცემთა ბაზის სახელი, MS SQL სერვერის მისამართი, მონაცემთა ბაზების და საეზერვო ასლების ფაილების მარშრუტები, ფაილის ზომა და ხელმისაწვდომი თავისუფალი ადგილი.

ინდექსირება ბრძნება გათვალისწინებულია მბ-ს მუშაობის ასაჩქარებლად, ზომის შესამცირებლად, არასწორი სიმბოლოების წასაშლელად და ფიზიკური სტრუქტურის აღსადგენად.

მბ-ის არჩევა ხდება სისტემაში შესვლისას შესვლა ფანჯარაში.  მოცემული მუშაობის პერიოდში ჩაწერილი ან შესრულებული ყველა ოპერაცია ინახება ამ მბ-ში. სხვადასხვა მბ-ში მუშაობა გვაძლევს რამოდენიმე ბუღალტერიის კომპანიის წარმოების საშუალებას.