HR დოკუმენტების ჟურნალი

ექსპლორერი:  ხელფასი > ჟურნალები >

HR დოკუმენტების ჟურნალი

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ჟურნალში აისახება ყველა რეგისტრირებული HR დოკუმენტი არჩეული პერიოდისთვის. 

ამ ჟურნალის შესაქმნელად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები. 

ველი

დანიშნულება

პერიოდი

აუცილებელი თარიღი ტიპის ველთა წყვილია. ჟურნალში შევა მხოლოდ ამ პერიოდში ჩაწერილი დოკუმენტები.  

ტიპი

დოკუმენტის ტიპი. ველთან მდებარე ამორჩევის სიიდან შესაძლებელია დოკუმენტის ერთი ან რამოდენიმე ტიპის არჩევა . ჟურნალში შევა აღნიშნული ტიპის დოკუმენტები, ხოლო თუ ველი ცარიელია ყველა ტიპის დოკუმენტი.

თანამშრომელი

ჟურნალში შევა მხოლოდ მონიშნულ თანამშრომელთან დაკავშირებული დოკუმენტები.

მდგომარეობა

დოკუმენტის მდგომარეობა. ჟურნალში შევა მონახაზი, წაშლილი ან რეგისტრირებული დოკუმენტები. თუ ველი ცარიელია შევა ყველა დოკუმენტი.

 

ჟურნალის სვეტები შეიცავს დოკუმენტის შემდეგი ველების მონაცემებს.

ველი

დანიშნულება

თარიღი

შექმნის თარიღი.

დღის რიგ.N

დღის რიგითი ნომერი. გამოიყენება განმეორებითი ჩაწერის ან გადალაგების დროს. დოკუმენტები იწერება 0-დან დაწყებული ათობითი ზრდით.  

დოკუმენტის N

დოკუმენტის ნომერი.

ტიპი

დოკუმენტის ტიპი.

თანამშრომელი

თანამშრომლის ტაბელური ნომერი.

დასახელება

თანამშრომლის სახელი და გვარი. თუ მოცემული დოკუმენტი არ არის დაკავშირებული თანამშრომელთან, მაშინ ეს ველი ცარიელია.

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი.

მდგომარეობა

დოკუმენტის მდგომარეობა. ჟურნალში აისახება მონახაზი, წაშლილი ან რეგისტრირებული დოკუმენტები. რეგისტრირებული მდგომარეობისგან განსხვავებით, მონახაზ, წაშლილ მდგომარეობაში დოკუმენტი არ აისახება სისტემის არც ერთ აღრიცხვაში. იგი ემსახურება მხოლოდ დოკუმენტის ველებში შეტანილი ინფორმაციის შენახვას. დოკუმენტების მდგომარეობის შეცვლა შეიძლება რედაქტირებისას ან კონტექსტური მენიუს შესაბამისი ბრძანებით.

მომხმარებელი

მომხმარებლის სახელი. მიეთითება იმ მომხმარებლის სახელი, რომელმაც შეიტანა ბოლო ცვლილება (დარეგისტრირება ან რედაქტირება) მოცემულ დოკუმენტში.

ბოლო ცვლილება

დოკუმენტის ბოლო რედაქტირების თარიღი.

ჟურნალის მიმდინარე სტრიქონის დოკუმენტის კუთვნილი ოპერაციებია:

დამატება. ახალი დოკუმენტის დამატება 

ნახვა ამობეჭდვამდე. დოკუმენტის საბეჭდი ფორმის ნახვა

რედაქტირება. დოკუმენტის რედაქტირება

წაშლა. დოკუმენტის წაშლა

ასლი. იქმნება ახალი მსგავსი დოკუმენტი, შევსებული მიმდინარე დოკუმენტის მონაცემებით.

ისტორია. დოკუმენტის ჩაწერის და რედაქტირების შესახებ უწყისი. აისახება, თუ რომელი მომხმარებლის მიერ, რომელი კომპიუტერიდან, და როდის შესრულდა ცვლილებები.

უწყისები. იხსნება საკადრო ოპერაციების ჟურნალი.

დოკუმენტის სათაური შეიცავს საანგარიშო პერიოდს. ნებისმიერ დროს განახლებაზე დაჭერით  (CTRL+R) მიიღებთ, განახლებულ ჟურნალს იგივე პერიოდში.