გადახდები საანგარიშსწორებო ანგარიშიდან

ექსპლორერი:  ხელფასი > დოკუმენტები >

გადახდები საანგარიშსწორებო ანგარიშიდან

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტი გადახდები საანგარიშსწორებო ანგარიშიდან გათვალისწინებულია ხელფასის გადახდების სიიდან თანამშრომლებზე გაცემული თანხების ჩასაწერად.

ამ დოკუმენტს აქვს შემდეგი სახე.

Salary.Documents.PaymentsFromBankAccount

 

ველი

დანიშნულება

თარიღი

აუცილებელი ველია. დოკუმენტის შექმნის თარიღი. სისტემა ავტომატურად მიმდინარე თარიღს გვთავაზობს.

დოკუმენტის N

დოკუმენტის გადახდები საანგარიშსწორებო ანგარიშიდან ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით.

კალკულაციის თარიღი

ხელფასის გაანგარიშების თარიღი. არ ექვემდებარება რედაქტირებას, გამოდის პარამეტრების გვერდიდან ხელფასი.

დეპარტამენტი

დეპარტამენტის კოდი. შევსებული დეპარტამენტის ყველა თანამშრომლისთვის დაფიქსირდება გადახდა.

ანგარიშსწორების ანგარიში

ანგარიშსწორების ანგარიშის ნომერი ბანკში.

კომენტარი

კომენტარი დოკუმენტის შესახებ.

 

თუ ველი დეპარტამენტი ცარიელია გადახდა ჩაეწერება კომპანიის ყველა თანამშრომელს.

ჩამონათვალში სტრიქონის შესაქმნელად და წასაშლელად გათვალისწინებულია შემდეგი ღილაკები.

 

გამოსახულება

დანიშნულება

add16

მოცემული დოკუმენტისთვის საჭირო ახალი სტრიქონის დამატება.

copy16

ჩამონათვალში ახალი სტრიქონის დამატება მიმდინარე სტრიქონის მნიშვნელობების კოპირებით.

Trash-icon16

მიმდინარე სტრიქონის წაშლა.

 

ღილაკზე ჩატვირთვა დაჭერისას ჩამონათვალში თანამშრომლები შეივსება მონიშნული დეპარტამენტის თანამშრომლები, თუ არ არის მონიშნული დეპარტამენტი და თანამშრომელი შეივსება კომპანიის ყველა თანამშრომელი. ამ სიაში სვეტებს აქვთ შემდეგი დანიშნულება.

 

სვეტი

დანიშნულება

დეპარტამენტი

დეპარტამენტის კოდი.

ტაბელური ნომერი

თანამშრომლის ტაბელური ნომერი.

დასახელება

თანამშრომლის სახელი, გვარი.

ხელზე

გაანგარიშებული სრული ხელზე გაცემული თანხა.

გადასახდელი თანხა

ხელზე გაცემული სრული თანხა, რომლის რედაქტირებაც შეგიძლიათ. თანხის შემცირების შემთხვევაში თანამშრომლისთვის გადახდა ითვლება ნაწილობრივად, ხოლო გაზრდის შემთხვევაში დამატებული ნაწილი დავალიანებად.

 

დოკუმენტის გადახდები საანგარიშსწორებო ანგარიშიდან ჩაწერა შეიძლება აგრეთვე თანამშრომელთა მონაცემების ჟურნალიდან გახსნილი კონტექსტური მენიუდან. ამ შემთხვევაში ოპერაციის შესრულება შეიძლება აგრეთვე მონიშნული სტრიქონების თანამშრომელბისთვის.

დოკუმენტის ჩაწერა ხდება შენახვა  და შენახვა და დახურვა ღილაკებზე ხელის დაჭერით. 

დოკუმენტი გადახდების საბეჭდი ფორმის ნახვა ბრძანებით იბეჭდება გადახდის სია.

დოკუმენტის გადახდები საანგარიშო ანგარიშიდან საფუძველზე შეგვიძლია შევქმნათ საგადახდო დავალება. ასეთ შემთხვევაში საგადახდო დავალების ველები ივსება მნიშვნელობებით, რომლებიც შევსებულია დოკუმენტში გადახდები საანგარიშო ანგარიშიდან.

დოკუმენტის გადახდები საანგარიშო ანგარიშიდან საფუძველზე საგადახდო დავალების შესაქმნელად საჭიროა ხელფასების დოკუმენტების ჟურნალიდან შეირჩეს შესაბამისი დოკუმენტი და მისი კონტექსტური მენიუდან შეირჩეს ბრძანება შექმნა დოკუმენტზე დაყრდნობით....