ხელფასის ფორმულირებები

ექსპლორერი:  ხელფასი > დოკუმენტები >

ხელფასის ფორმულირებები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტი ხელფასის ფორმულირებები გათვალისწინებულია საანგარიშო თვის ერთი ან ერთზე მეტი თანამშრომლის ხელფასის და საშემოსავლო გადასახადის ბუღალტრული გატარებების ჩასაწერად. ეს ოპერაცია ხორციელდება აგრეთვე თანამშრომელთა მონაცემების ჟურნალიდან გახსნილი კონტექსტური მენიუდან.

დოკუმენტი შედგება 2 გვერდისგან ზოგადი და გატარებები. 

 

მთავარი ნაწილის ველებია:

 

ველი

დანიშნულება

თარიღი

დოკუმენტის შექმნის თარიღი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს მიმდინარე თარიღს.

დოკუმენტის N

დოკუმენტი ხელფასის ფორმულირებების რიგითი  ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით.

კალკულაციის თარიღი

ხელფასის გაანგარიშების თარიღი. არ ექვემდებარება რედაქტირებას, გამოდის პარამეტრების გვერდიდან ხელფასი

 

გვერდს ზოგადი აქვს შემდეგი სახე.

Salary.Documents.Entries1

ველი

დანიშნულება

დეპარტამენტი

დეპარტამენტის კოდი. შეტანილი დეპარტამენტის ყველა თანამშრომლისთვის ჩაიწერება გადახდა ბუღალტრული გატარებები.  

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი.

 

თუ ველი დეპარტამენტი ცარიელია ბუღალტრული ფორმულირებები ჩაიწერება კომპანიის ყველა თანამშრომლისთვის.

ჩამონათვალში სტრიქონის შესაქმნელად და წასაშლელად გათვალისწინებულია შემდეგი ღილაკები.

 

გამოსახულება

დანიშნულება

add16

მოცემული დოკუმენტისთვის საჭირო ახალი სტრიქონის დამატება.

copy16

ჩამონათვალში ახალი სტრიქონის დამატება მიმდინარე სტრიქონის მნიშვნელობების კოპირებით.

Trash-icon16

მიმდინარე სტრიქონის წაშლა.

 

ღილაკზე ჩატვირთვა დაჭერისას ჩამონათვალში თანამშრომლები შეივსება მონიშნული დეპარტამენტის თანამშრომლები, თუ არ არის მონიშნული დეპარტამენტი და თანამშრომელი შეივსება კომპანიის ყველა თანამშრომელი. ამ სიაში სვეტებს აქვთ შემდეგი დანიშნულება.

 

სვეტი

დანიშნულება

დეპარტამენტი

დეპარტამენტის კოდი.

ტაბელური ნომერი

თანამშრომლის ტაბელური ნომერი.

დასახელება

თანამშრომლის სახელი, გვარი.

 

გვერდს გატარებები აქვს შემდეგი სახე.

Salary.Documents.Entries2

გვერდზე გატარებები დოკუმენტის გატარებების ფორმირება ხდება. ამ გვერდზე გათვალისწინებულია შემდეგი ღილაკები.

გამოსახულება

დანიშნულება

add16Fone

მოცემული დოკუმენტისთვის აუცილებელი ახალი გატარების დამატება.

copy16

გატარებების სიაში ახალი სტრიქონის დამატება მიმდინარე სტრიქონის მნიშვნელობების კოპირებით.

Trash-icon16

გატარებებიდან მიმდინარე სტრიქონის ამოშლა.:

Trash_icon_deleteAll

ყველა გატარების სტრიქონის წაშლა. ყველა გატარების წაშლის შემდეგ აქტიურდება გატარებების გენერირების ღილაკი wand-icon.

wand-icon

გატარებების გენერირების ღილაკი მისაწვდომია, მაშინ როდესაც არცერთი გატარების სტრიქონი არ არის შევსებული. თანამშრომლების გამოთვლილი მონაცემების საფუძველზე იქმნება გატარებების სტრიქონები. გატარების ერთი სტრიქონის არსებობის შემთხვევაშიც კი ამ ღილაკის ნაცვლად გამოდის გატარებების რედაქტირების რეჟიმი (ნებადართული - აკრძალული) ღილაკი. გატარების გენერირების შემდეგ მისი რედაქტირებისთვის საჭიროა გატარებების რედაქტირების რეჟიმზე გადასვლა.  

 

დოკუმენტის ხელფასის ფორმულირებები ჩაწერა შეიძლება აგრეთვე ჟურნალიდან სამუშაო თანამშრომლებთან ერთად გახსნილი კონტექსტური მენიუდან. ამ შემთხვევაში ოპერაციის შესრულება შეიძლება აგრეთვე მონიშნული სტრიქონების თანამშრომელბისთვის.

დოკუმენტის ჩაწერა ხდება შენახვა  და შენახვა და დახურვა  ღილაკებზე დაჭერით.

 

note შენიშვნა

გამოთვლილი ხელფასის და საშემოსავლო გადასახადის ბუღალტრული გატარებების ჩაწერა ნებადართული თითოეული თანამშრომლისთვის თვეში ერთხელ. თუ ხდება აუცილებელი რომელიმე თანამშრომლის  საანგარიშო მონაცემის რედაქტირება, მაშინ ჯერ უნდა წაშალოთ მასთან დაკავშირებული გატარებები. საჭირო ცვლილებების შესრულების შემდეგ კვლავ ჩაწეროთ ბუღალტრული გატარებები.