საგადახდო დავალება

ექსპლორერი:  ბუღალტერია > დოკუმენტები >

საგადახდო დავალება

Previous pageReturn to chapter overviewNext page

საგადახდო დავალება გამოიყენება კლიენტის საბანკო ანგარიშებიდან გადახდების შესრულებისას. 

დოკუმენტს აქვს შემდეგი სახე.

Payment Order

ველი

დანიშნულება

თარიღი

საგადახდო დავალების შექმნის თარიღი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს მიმდინარე თარიღს.

დოკუმენტის  N

საგადახდო დავალების რიგითი ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს დოკუმენტის რიგით ნომერს. მისი გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების კომბინაციის აკრეფით ან ველზე მიბმული paytik ღილაკით.

note შენიშვნა: ამ დოკუმენტის რიგითი ნომერი შეესაბამება დებეტ ანგ.N ველში შევსებულ ანგარიშსწორების ანგარიშის შესაბამის ნუმერაციას. დოკუმენტის N ველი ივსება პარამეტრებიდან, თუ დირექტორიებში ანგარიშები ბანკში ანგარიშის შესაბამისი დოკუმენტის რიგითი ნომერი არ არის შევსებული.

დასახელება

ავტომატურად გამოდის პარამეტრებში ორგანიზაციის გვერდიდან. შეიძლება რედაქტირება.

საიდენტ. N

გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი. ავტომატურად ივსება ორგანიზაციის პარამეტრებიდან. შეიძლება რედაქტირება.

დებეტი ბანკი

გადამხდელის ბანკის დასახელება. სისტემის მიერ ავტომატურად ფორმირდება დებეტი ანგ. N ველის მნიშვნელობის საფუძველზე.

დებეტი ანგ.N

გადამხდელის ანგარიშის ნომერი ბანკში, რომლიდანაც უნდა შესრულდეს გადახდა. ავტომატურად გამოდის პარამეტრებიდან ანგარიშები . შეიძლება რედაქტირება.

დებეტი ვალუტა

ამ ველის რედაქტირება დაუშვებელია. ველში ავტომატურად დებეტ ანგ. N ველის ანგარიშსწორების ანგარიშის ვალუტა ჯდება.

მიმღები პარტნიორი

ამ ველში შეიძლება პარტნიორის კოდის შევსება. თუ დირექტორიში პარტნიორები  მოცემული პარტნიორი არ არიას შევსებული შეიძლება უშუალოდ მისი აქედან დამატება avelacnel ღილაკით. ან ველთან მდებარე xmbagrel ღილაკით შესაძლებელია რედაქტირება.

მიმღების დასახელება

პარტნიორის დასახელების ავტომატური შევსება. შეიძლება რედაქტირება.

მიმღების საიდენტ. N

პარტნიორის საიდენტ. N ავტომატური შევსება. შეიძლება რედაქტირება.

კრედიტი ბანკი

მიმღების ბანკის დასახელება. სისტემის მიერ ავტომატურად ფორმირდება კრედიტ ანგ. N ველის მნიშვნელობის საფუძველზე.

კრედიტი ანგ.N

მიმღების ანგარიშის ნომერი ბანკში, შეიძლება რედაქტირება. სისტემა გვაძლევს საშუალებას ანგარიში ამოვირჩიოთ დირექტორიიდან პარტნიორები. დირექტორიიდან სტრიქონის მონიშვნის შემთხვევაში ავტომატურად ივსება მიმღების დასახელება, მიმღების ბანკი და გადახდის მიზეზი ველები. თუ მონიშნულ პარტნიორს აქვს ერთზე მეტი ანგარიშსწორების ანგარიში, მაშინ სისტემა გაძლევთ საშუალებას აირჩიოთ იგი დირექტორიიდან პარტნიორთა ანგარიშსწორების ანგარიშები.  

მოკორესპ. ანგარიში

იწერება საკრედიტო ანგარიშის მოკორესპოდენტო ანგარიში.

თანხა ვალ.

გადამხდელის ანგარიშიდან გამოწერილი თანხა ანგარიშსწორების ანგარიშის ვალუტით.

თანხა ლარში

თანხა ვალ. ველში შევსებული თანხის ექვივალნეტი ლარში.

გადახდის მიზანი

გადახდის დანიშნულება.

გატარებები ნაწილში დოკუმენტის გატარებების ფორმირება ხდება. ველში ტრანზაქციის თარიღი გატარებების შესრულების თარიღი ივსება, რომლის საწყისი მნიშვნელობა ემთხვევა დოკუმენტის შექმნის თარიღს. მისი შევსება უფრო მცირე თარიღით დაუშვებელია. ტიპიური ოპერაციები ველის მეშვეობით შეიძლება რაიმე ტიპიური ოპერაციის არჩევა შესაბამისი დირექტორიიდან. ეს ველი მისაწვდომია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არც ერთი გატარება არ არის შევსებული. მოკორესპონდენტო ანგარიში ველში ივსება ანგარიშსწორების ანგარიშთან დებეტში მოკორესპონდენტო ანგარიშთა გეგმის ანგარიში.  სისტემა გაძლევთ საშუალებას აირჩიოთ ანგარიში დირექტორიიდან ანგარიშთა გეგმა.

გატარებებისთვის გათვალისწინებულია შემდეგი სწრაფი წვდომის ღილაკები.

გამოსახულება

დანიშნულება

add16Fone

მოცემული დოკუმენტისთვის აუცილებელი ახალი გატარების დამატება.

copy16

გატარებების სიაში ახალი სტრიქონის დამატება მიმდინარე სტრიქონის მნიშვნელობების კოპირებით.

Trash-icon16

გატარებებიდან მიმდინარე სტრიქონის ამოშლა.:

Trash_icon_deleteAll

ყველა გატარების სტრიქონის წაშლა. ყველა გატარების წაშლის შემდეგ გატარებების გენერირების ღილაკი wand-icon აქტიურდება

wand-icon

გატარებების გენერირების ღილაკი მისაწვდომია, მაშინ როდესაც არცერთი გატარების სტრიქონი არ არის შევსებული.  გატარების სტრიქონი იქმნება დოკუმენტის პარტნიორი, თანხა ვალ., თანხა ლარში, მოკორესპონდენტო ანგარიში ველების და დებეტ ანგ. N ველში მითითებული ანგარიშსწორების ანგარიშის მნიშვნელობის საფუძველზე. გატარების ერთი სტრიქონის არსებობის შემთხვევაშიც კი ამ ღილაკის ნაცვლად გამოდის გატარებების რედაქტირების რეჟიმი (ნებადართული - აკრძალული) ღილაკი. გატარების გენერირების შემდეგ მისი რედაქტირებისთვის საჭიროა გატარებების რედაქტირების რეჟიმზე გადასვლა.  

 

საგადახდო დავალება ჩაწერა ხდება შენახვა , შენახვა და დახურვა , შენახვა და ახალი  ღილაკებზე დაჭერით, იმ განსხვავებით, რომ შენახვა და დახურვა ღილაკზე დაჭერისას ფანჯარა იხურება, ხოლოშენახვა და ახალი ღილაკზე დაჭერით მომდევნო დოკუმენტის შევსება და შენახვაა შესაძლებელი. მონახაზი  ღილაკის მეშვეობით დოკუმენტი შეინახება მონახაზ მდგომარეობაში, ე.ი. ის არ იქნება ასახული სისტემის არც ერთ აღრიცხვაში. ეს ემსახურება მხოლოდ დოკუმენტის ველებში შეყვანილი ინფორმაციის შენახვას, მხოლოდ შემდგომში დოკუმენტის დამატებითი გადამოწმების შემდეგ ჩასაწერად.

დოკუმენტის საგადახდო დავალება შექმნა შეიძლება უშუალოდ მიღებული მომსახურებები დოკუმენტის საფუძველზე. ამისათვის საჭიროა დოკუმენტების ჟურნალში დადგეთ მოცემულ მიღებულ მომსახურებაზე და კონტექსტური მენიუდან აირჩიოთ ბრძანება დოკუმენტის საფუძველზე შექმნა... შედეგად იხსნება ახალი საგადახდო დავალება, რომლის ძირითადი ველები შევსებულია საფუძველი დოკუმენტის შესაბამისი ველების მნიშვნელობებით.