მიღებული მომსახურებები

ექსპლორერი:  ბუღალტერია > დოკუმენტები >

მიღებული მომსახურებები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტი მიღებული მომსახურებები გათვალისწინებულია სხვა ორგანიზაციებიდან შეძენილი მომსახურების ჩასაწერად (მაგალითად: კონსულტაციური მომსახურება). დოკუმენტი შედგება 3 გვერდისგან ზოგადი, ჩამონათვალი, გატარებები. 

ძირითადი ნაწილის ველები შემდეგია:

 

ველი

დანიშნულება

თარიღი

მიღებული მომსახურების დოკუმენტის შედგენის თარიღი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს მიმდინარე თარიღს.

დოკუმენტის N

მიღებული მომსახურებების დოკუმენტის რიგითი ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით. ახალ დოკუმენტზე მიმაგრებული ნომრის მიმდინარე მნიშვნელობის ნახვა და რედაქტირება შეგიძლიათ პარამეტრები ფანჯრის დოკუმენტების ნომრები გვერდზე.

 

ზოგადი გვერდის ხედი შემდეგნაირია,

 

BoughtServices1

 

ველი

დანიშნულება

ვალუტა

მიღებული მომსახურებების ვალუტა.

ვალუტის კურსი

აღნიშნული ვალუტის ექვივალენტი ლარში. ამ ველს სისტემა ავტომატურად ავსებს, ვალუტის კურსის დირექტორიაში ვალუტის კურსი მოძებნით. აქ ხდება იმგვარი სტრიქონის მოძებნა, რომლის თარიღი ემთხვევა დოკუმენტის თარიღს. თუ ამგვარი სტრიქონი არ არის, ხდება ახლოსმყოფი თარიღის სტრიქონის არჩევა. შეიძლება აგრეთვე მისი რედაქტირება. თუ ვალუტა ეროვნული ფულია, მაშინ ვალუტის კურსი და თვის  ველებში იწერება ერთი.

მომწოდებელი

მომწოდებლის კოდის შევსება. თუ დირექტორიაში პარტნიორები მოცემული პარტნიორი არ არის რეგისტრირებული, შეიძლება მისი დამატება უშუალოდ ამ ფანჯრიდან avelacnel ღილაკზე დაჭერით. პარტნიორის რედაქტირებისთვის დააჭირეთ xmbagrel ღილაკს.

მომწოდებლის ანგარიში

ამ ველში მომწოდებლის ანგარიში ივსება. თუ მომწოდებელი ველი შევსებულია, შევსებული ანგარიში უნდა იყოს პარტნიორების მიხედვით აღრიცხვადი.

გადახდილი ავანსის ანგარიში

ეს ველი გათვალისწინებულია მომწოდებლისთვის გადახდილი ავანსის და მისი საკრედიტო დავალიანების გადახურვისთვის. თუ არსებობს გადახდილი ავანსი, რომელიც გსურთ ავტომატურად გადახუროთ კრედიტორულ დავალიანებასთან ერთად, მაშინ ამ ველში უნდა შეავსოთ ავანსის ანგარიში. ამის შემდეგ, გატარებების გვერდზე wand-icon ღილაკის მეშვეობით გატარებების ავტომატური გენერირებისას, მიღებულ მომსახურეობებზე კრედიტორული დავალიანების ასახვის გარდა გამოვა კიდევ ერთი გატარება, რომლის დებეტში მომწოდებლის ანგარიშია, კრედიტში გადახდილი ავანსის ანგარიში. ამ გატარების თანხა უდრის ავანსის და საკრედიტო დავალიანების ანგარიშების თანხებიდან მინიმალურს.

ზედნადების  N

ზედნადების ნომრის შევსება.

თარიღი

იწერება ზედნადების თარიღი.

კომენტარი

იწერება კომენტარი მოცემული გატარების შესახებ.

 

ჩამონათვალი გვერდის ხედი შემდეგნაირია.

 

BoughtServices2

 

ჩამონათვალი გვერდზე მითითებულია მიღებული მომსახურებების და მათი შეძენის ფორმა.

 

ველი

დანიშნულება

მომსახურების შეძენის ტიპი

მომსახურების შეძენის ტიპის სახეობებს წარმოადგენს მომწოდებლისგან ანგარიშ-ფაქტურით და გადასახადების გარეშე. არჩეული სახეობიდან გამომდინარე გატარებები გვერდზე გატარებების გენერირება ღილაკის wand-icon დახმარებით ხდება შესაბამისი გატარებების გენერირება.

note შენიშვნა: ცნობა საგადასახადო ანგარიშების თაობაზე ანგარიშგებაში გაიხსნება მომწოდებლისგან მიღებული ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები, თუ სმფ შეძენის ტიპი მონიშნულია მომწოდებლისგან ანგარიშფაქტურით.  

დღგ-ს დაანგარიშების ფორმა

ეს ველი აქტიურია, როდესაც მომსახურების შეძენის ტიპი ველში მონიშნულია მომწოდებლისგან ანგარიშ-ფაქტურით. ამ ველს შეუძლია შემდეგი მნიშვნელობების მიღება 1 - დღგ-ით, 2 - დღგ-ს ჩათვლით, 3 - დაუბეგრავი დღგ, 4 - ნულოვანი დღგ.

დღგ-ს ჯამი

ამ ველში შევსებული მომსახურებების თანხებზე დაყრდნობით ავტომატურად ივსება დღგ-ს თანხა, რომლის რედაქტირება შესაძლებელია. დოკუმენტებში გატარებების ავტომატური გენერირებისას დღგ-ს თანხის სახით სისტემა გვთავაზობს ამ ველში მითითებულ თანხას.

 

 ჩამონათვალს მომსახურებები აქვს შემდეგი სვეტები

 

სვეტი

დანიშნულება

კოდი

მიღებული მომსახურების კოდი. თუ დირექტორიაში მომსახურებები მოცემული მომსახურება არ არის ჩაწერილი, შეიძება მისი დამატება უშუალოდ აქედან avelacnel ღილაკზე დაჭერით. მომსახურების რედაქტირებისთვის დააჭირეთ ღილაკს xmbagrel.

დასახელება                

მიღებული მომსახურების დასახელება.          

ერთეული

მიღებული მომსახურების ერთეული.

რაოდენობა

მიღებული მომსახურების რაოდენობა

ფასი

მიღებული მომსახურების ერთეულის ფასი.

თანხა

მიღებული მომსახურების თანხა.

ანგარიში

ხარჯის ანგარიში. ავტომატურად გამოდის დირექტორიაში მომსახურებები შეტანილი ანგარიში.

 

სიის შევსებისას გათვალისწინებულია ახალი სტრიქონის დამატების add16 , მიმდინარე სტრიქონის კოპირების copy16 და წაშლის  Trash-icon16  ღილაკები.

ჩამონათვალში მუშაობა აღწერილია განყოფილებაში დოკუმენტებში მდებარე ჩამონათვალებზე მუშაობა . 

გატარებების გვერდის ხედი შემდეგნაირია.

 

BoughtServices3

 

გატარებების გვერდზე არის შემდეგი ღილაკები.

 

გამოსახულება

დანიშნულება

add16Fone

მოცემული დოკუმენტისთვის აუცილებელი ახალი გატარების დამატება.

copy16

გატარებების სიაში ახალი სტრიქონის დამატება მიმდინარე სტრიქონის მნიშვნელობების კოპირებით.

Trash-icon16

გატარებებიდან მიმდინარე სტრიქონის ამოშლა.:

Trash_icon_deleteAll

ყველა გატარების სტრიქონის წაშლა. ყველა გატარების წაშლის შემდეგ აქტიურდება გატარებების გენერირების ღილაკი wand-icon.  

wand-icon

გატარებების გენერირების ღილაკი მისაწვდომია, მაშინ როდესაც არცერთი გატარების სტრიქონი არ არის შევსებული. მომსახურებები ჩამონათვალის საფუძველზე იქმნება გატარებების სტრიქონები შემდეგი პრინციპით. ერთი და იგივე დანახარჯის ანგარიშებით მონიშნული მომსახურებების სტრიქონები თანხობრივად ერთ სტრიქონად გამოისახება როგორც დებეტი, ხოლო კრედიტის სახით ივსება მომწოდებილის ანგარიში. ველის მომსახურების შეძენის ტიპი მნიშვნელობაზე დამოკიდებულად, შესაძლოა კიდევ რამოდენიმე გატარების სტრიქონი შეივსოს. თუ მონიშნულია ტიპი მომწოდებილისგან ანგარიშ-ფაქტურით, მაშინ დებეტი არის პარამეტრების ანგარიშები გვერდიდან დღგ-ს დებეტური ანგარიში, ხოლო კრედიტი მომწოდებლის ანგარიშია.  გატარების ერთი სტრიქონის არსებობის შემთხვევაშიც კი ამ ღილაკის ნაცვლად გამოდის გატარებების რედაქტირების რეჟიმი (ნებადართული - აკრძალული) ღილაკი. გატარების გენერირების შემდეგ მისი რედაქტირებისთვის საჭიროა გატარებების რედაქტირების რეჟიმზე გადასვლა.  

 

რედაქტირების რეჟიმზე გადასვლით, შევსებული გატარების სტრიქონის ნებისმიერი ველის რედაქტირება შეიძლება. თანხა ლარში სვეტი ავტომატურად გამოითვლება თანხა ვალ. და ვალუტა სვეტების მნიშვნელობების საფუძველზე.

დოკუმენტის ჩაწერა ხდება შენახვა , შენახვა და დახურვა , შენახვა და ახალი  ღილაკებზე დაჭერით, იმ განსხვავებით, რომ შენახვა და დახურვა ღილაკზე დაჭერისას ფანჯარა იხურება, ხოლო შენახვა და ახალი ღილაკზე დაჭერით მომდევნო დოკუმენტის შევსება და შენახვაა შესაძლებელი. მონახაზი  ღილაკის მეშვეობით დოკუმენტი შეინახება მონახაზ მდგომარეობაში, ე.ი. ის არ იქნება ასახული სისტემის არც ერთ აღრიცხვაში. ეს ემსახურება მხოლოდ დოკუმენტის ველებში შეყვანილი ინფორმაციის შენახვას, მხოლოდ შემდგომში დოკუმენტის დამატებითი გადამოწმების შემდეგ ჩასაწერად.

დოკუმენტის მიღებული მოსახურება შექმნა შესაძლებელია მიღებულ ანგარიშ-ფაქტურაზე დაყრდნობით. ამისთვის ქვესიტემაში ბუღალტერია, განაყოფში ოპერაციები უნდა აირჩიოთ ბრძანება RS-GE-დან მიღებული ა/ფ-ს ჩამოტვირთვა.

 

დოკუმენტის მიღებული მომსახურებები საფუძველზე შეიძლება შეიქმნას დოკუმენტები საგადახდო დავალება და სალაროს გასავლის ორდერი. ამისათვის საჭიროა დოკუმენტების ჟურნალში დადგეთ მიღებულ მომსახურების შესაბამის სრტიქონზე და კონტექსტური მენიუდან აირჩიოთ ბრძანება დოკუმენტის საფუძველზე შექმნა... შედეგად იხსნება ახალი საგადახდო დავალება, რომლის ძირითადი ველები შევსებულია პირველადი დოკუმენტის შესაბამისი ველების მნიშვნელობებით. კერძოდ, საგადახდო დავალების თარიღი ველში შევსებულია პირველადი დოკუმენტის თარიღი. თუ მიღებულ მომსახურებებში შევსებულია ველი მომწოდებელი, მაშინ საგადახდო დავალების პარტნიორი, მიმღები და კრედიტ ანგ. N ველებში, ივსება მოცემული პარტნიორის კოდი,დასახელება და ანგარიშსწორების ანგარიში.

ველში ვალუტა ივსება მიღებული მომსახურებების ვალუტა, თანხა ვალ. ველში მიღებული მომსახურებების თანხა და ველის თანხა დღგ ჯამი. ველში თანხა ლარში აისახება მიღებული ჯამის ექვივალენტი ლარში. კურსი აიღება დოკუმენტში მიღებული მომსახურებები მითითებული კურსიდან.

 ველში გადახდის მიზეზი სიტყვები ანგარიშ-ფაქტურის თანახმად და მომწოდებლის მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის ნომერი ივსება, თუ მიღებული მომსახურებები დოკუმენტში შევსებულია ველი მომწოდებლის ანგარიში, მაშინ ამ ველის მნიშვნელობა ველში საგადახდო დავალების კორესპონდენტი ანგარიშის ივსება და, ამის შემდეგ, გატარების დებეტურ ნაწილში გამოდის. 

 

იხილეთ მეტი:

RS.GE-დან მიღებული ა/ფ ჩამოტვირთვა