მემორიალური ორდერი

ექსპლორერი:  ბუღალტერია > დოკუმენტები >

მემორიალური ორდერი

Previous pageReturn to chapter overviewNext page

მემორიალური ორდერის გარე ხედი სისტემაში შემდეგნაირია.

MemOrder

 

ველი

დანიშნულება

თარიღი

გატარების შესრულების თარიღი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს მიმდინარე თარიღს.

დოკუმენტის N

მემორიალური ორდერის ან საფუძველი დოკუმენტის ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს პარამეტრებში მითითებულ რიგით ნომერს. მისი გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების კომბინაციის აკრეფით ან ველზე მიბმული paytik ღილაკით.

თანხა

პარამეტრის სახით გამოიყენება ტიპიური ოპერაციის დროს.

ვალუტა

გატარების ვალუტა და მისი ექვივალენტი ლარში.

ვალუტის კურსი

აღნიშნული ვალუტის ექვივალენტი ლარში. ამ ველს სისტემა ავტომატურად ავსებს, ვალუტის კურსის დირექტორიაში ვალუტის კურსი მოძებნით. აქ ხდება იმგვარი სტრიქონის მოძებნა, რომლის თარიღი ემთხვევა დოკუმენტის თარიღს. თუ ამგვარი სტრიქონი არ არის, ხდება ახლოსმყოფი თარიღის სტრიქონის არჩევა. შეიძლება აგრეთვე მისი რედაქტირება. თუ ვალუტა ეროვნული ფულია, მაშინ ვალუტის კურსი და თვის  ველებში იწერება ერთი.

კომენტარი

გატარების კომენტარი. გატარების თაობაზე ნებისმიერი ტექსტური ინფორმაციის ჩაწერა არის შესაძლებელი. სისტემა გვაძევს საშუალებას ავირჩიოთ კომენტარი დირექტორიებიდან გამონათქვამები.

ტიპიური ოპერაციები

ტიპიური ოპერაციის არჩევა ხდება დირექტორიებიდან.

 

გატარებების შექმნისთვის და წასაშლელად გათვალისწინებულია შემდეგი ღილაკები.

 

გამოსახულება

დანიშნულება

add16

მოცემული დოკუმენტისთის საჭირო ახალი გატარების დამატება.

copy16

გატარებების სიაში ახალის სტრიქონის დამატება, მიმდინარე სტრიქონის მნიშვნელობების კოპირებით.

Trash-icon16

გატარებებიდან მიმდინარე სტრიქონის წაშლა.

Trash_icon_deleteAll

ყველა გატარების სტრიქონების წაშლა. ყველა გატარების წაშლის შემდეგ აქტიურდება ღილაკი გატარებების გენერირება.

 

გატარების ველებს აქვს შემდეგი დანიშნულება.

 

ველი

დანიშნულება

დებეტი

სადებეტო ანგარიში. სისტემა იძლევა საშუალებას აირჩიოთ ანგარიში დირექტორიიდან ანგარიშთა გეგმა . ნებადართულია მხოლოდ ბოლო დონის სინთეტიკური ანგარიშის ამორჩევა.

პარტნიორი

სადებეტო ანგარიშით პარტნიორის კოდი.

ვალუტა

სადებეტო ანგარიშის ვალუტა.

კრედიტი

საკრედიტო ანგარიში. სისტემა იძლევა საშუალებას აირჩიოთ ანგარიში დირექტორიიდან ანგარიშთა გეგმა. ნებადართულია მხოლოდ ბოლო დონის სინთეტიკური ანგარიშის ამორჩევა.

პარტნიორი

საკრედიტო ანგარიშით პარტნიორის კოდი.

ვალუტა

საკრედიტო ანგარიშის ვალუტა.

თანხა ვალ.

მიმდინარე გატარების თანხა ვალუტით.

თანხა ლარში

გატარების თანხის ექვივალენტი ლარში.

კომენტარი

იწერება კომენტარი მოცემული გატარების შესახებ.

 

გატარების თანხობრივი ველები არ უნდა იყოს ნულოვანი. თუ პარამეტრებში 0-ნი თანხით გატარებების იგნორირების ალამი მონიშნულია, მაშინ ის გატარებები, რომელთა თანხა 0-ია, უბრალოდ იგნორირდება. ამ დროს გატარებების სიაში უნდა იყოს მინიმუმ ერთი არანულოვანი გატარება:

დოკუმენტის ჩაწერა ხდება შენახვა , შენახვა და დახურვა , შენახვა და ახალი  ღილაკებზე დაჭერით, იმ განსხვავებით, რომ შენახვა და დახურვა ღილაკზე დაჭერისას ფანჯარა იხურება, ხოლო შენახვა და ახალი ღილაკზე დაჭერით მომდევნო დოკუმენტის შევსება და შენახვაა შესაძლებელი. მონახაზი  ღილაკის მეშვეობით დოკუმენტი შეინახება მონახაზ მდგომარეობაში, ე.ი. ის არ იქნება ასახული სისტემის არც ერთ აღრიცხვაში. ეს ემსახურება მხოლოდ დოკუმენტის ველებში შეყვანილი ინფორმაციის შენახვას, მხოლოდ შემდგომში დოკუმენტის დამატებითი გადამოწმების შემდეგ ჩასაწერად.