სალაროს შემოსავლის ორდერი

ექსპლორერი:  ბუღალტერია > დოკუმენტები >

სალაროს შემოსავლის ორდერი

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტი სალაროს შემოსავლის ორდერი გათვალისწინებულია სალაროს შემოსავლების ფორმირებისთვის.

დოკუმენტს აქვს შემდეგი სახე

 

Accounting.Documents.CashIn

ველი

დანიშნულება

სალარო

იმ სალაროს შევსება, სადაც ხდება ფულადი საშუალების შეტანა.

თარიღი

სალაროს შემოსავლის ორდერის თარიღი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს მიმდინარე თარიღს.

დოკუმენტის N

სალაროს შემოსავლის ორდერის ნომერი. იგი ივსება ველში სალაროები  სალაროს ნუმერაციის შესაბამისად. ისი გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების კომბინაციის აკრეფით ან ველზე მიბმული paytik ღილაკით.

ქვითრის N

სალარო აპარატის ქვითრის ნომერი. არ ექვემდებარება რედაქტირებას.

მოკორესპ. ანგარიში

სალაროს ანგარიშთან მოკორესპონდენტო ანგარიშთა გეგმის ანგარიში. სისტემა გვაძლევს მისი ანგარიშთა გეგმიდან ამორჩევის საშუალებას.

ვალუტა

ველში ავტომატურად ივსება ველში სალარო შევსებული სალაროს ვალუტა. ამ ველის რედაქტირება დაუშვებელია.

ვალუტით

სალაროში შეტანილი თანხა სალაროს შევსებული ვალუტით. ველთან მდებარე copy ღილაკზე მარჯვენა დაწკაპუნებით გახსნილი ასლი ბრძანებით შეიძლება სავალუტო თანხის კოპირება სიტყვებით.

ლარში

ველში თანხა ვალუტაში შეტანილი თანხის ექვივალენტი ლარში. ამ ველის რედაქტირება დაუშვებელია, როდესაც თანხა ვალუტაში ველი ლარია. ველთან მდებარე copy ღილაკზე მარჯვენა დაწკაპუნებით გახსნილი ბრძანებით ასლი შეიძლება ლარში თანხის კოპირება სიტყვებით.

პარტნიორი

ამ ველში შეიძლება პარტნიორის კოდის შევსება. თუ დირექტორიაში პარტნიორები მოცემული პარტნიორი არ არიას შევსებული შეიძლება უშუალოდ მისი აქედან დამატება avelacnel ღილაკით. ან ველთან მდებარე xmbagrelღილაკით შესაძლებელია რედაქტირება.

მიღებულია

თანხის მიღების წყარო. თუ ველის პარტნიორი მნიშვნელობა შევსებულია, სისტემა ავტომატურად ავსებს ამ პარტნიორის დასახელებას ამ ველში. ველზე მიბმულია აგრეთვე დირექტორია გამონათვამები .

საფუძველი

გადახდის დანიშნულება, სისტემა გაძლევთ საშალებას აირჩიოთ დირექტორიიდან გამონათვამები .

დანართი

სალაროს შემოსავლის ორდერზე დართული დოკუმენტების ჩამოთვლა. სისტემა გაძლევთ საშალებას აირჩიოთ დირექტორიიდან გამონათვამები

მთავარი ბუღალტერი

მთავარი ბუღალტრის სახელი, გვარი. ავტომატურად ივსება სისტემის პარამეტრებიდან.

მოლარე

მოლარის სახელი, გვარი. ავტომატურად ივსება სისტემის პარამეტრებიდან.

გატარებები ნაწილში დოკუმენტის გატარებების ფორმირება ხდება

გამოსახულება

დანიშნულება

add16Fone

მოცემული დოკუმენტისთვის აუცილებელი ახალი გატარების დამატება.

copy16

გატარებების სიაში ახალი სტრიქონის დამატება მიმდინარე სტრიქონის მნიშვნელობების კოპირებით.

Trash-icon16

გატარებებიდან მიმდინარე სტრიქონის ამოშლა.:

Trash_icon_deleteAll

ყველა გატარების სტრიქონის წაშლა. ყველა გატარების წაშლის შემდეგ აქტიურდება გატარებების გენერირების ღილაკი wand-icon.

wand-icon

გატარებების გენერირების ღილაკი მისაწვდომია, მაშინ როდესაც არცერთი გატარების სტრიქონი არ არის შევსებული.  გატარების სტრიქონი იქმნება დოკუმენტის მოკორესპონდენტო ანგარიში, პარტნიორი, თანხა და საფუძველი ველების და ამირჩეული სალაროს ანგარიში ველის მნიშვნელობის საფუძველზე, უკანასკნელი მითითებულია დირექტორიაში სალაროები. გატარების ერთი სტრიქონის არსებობის შემთხვევაშიც კი ამ ღილაკის ნაცვლად გამოდის გატარებების რედაქტირების რეჟიმი (ნებადართული - აკრძალული) ღილაკი. გატარების გენერირების შემდეგ მისი რედაქტირებისთვის საჭიროა გატარებების რედაქტირების რეჟიმზე გადასვლა.  

ტიპიური ოპერაციები ველის მეშვეობით შეიძლება რაიმე ტიპიური ოპერაციის არჩევა შესაბამისი დირექტორიიდან. ეს ველი მისაწვდომია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არც ერთი გატარება არ არის შევსებული

დოკუმენტის ჩაწერა ხდება შენახვა , შენახვა და დახურვა , შენახვა და ახალი  ღილაკებზე დაჭერით, იმ განსხვავებით, რომ შენახვა და დახურვა ღილაკზე დაჭერისას ფანჯარა იხურება, ხოლოშენახვა და ახალი ღილაკზე დაჭერით მომდევნო დოკუმენტის შევსება და შენახვაა შესაძლებელი. მონახაზი  ღილაკის მეშვეობით დოკუმენტი შეინახება მონახაზ მდგომარეობაში, ე.ი. ის არ იქნება ასახული სისტემის არც ერთ აღრიცხვაში. ეს ემსახურება მხოლოდ დოკუმენტის ველებში შეყვანილი ინფორმაციის შენახვას, მხოლოდ შემდგომში დოკუმენტის დამატებითი გადამოწმების შემდეგ ჩასაწერად.

სალაროს შემოსავლის ორდერის ჩაწერა შეიძლება აგრეთვე ანგარიშ-ფაქტურა და გაყიდვების დოკუმენტების საფუძველზე. ამისათვის დოკუმენტების ჟურნალში საჭირო დოკუმენტის მოძებნა, კონტექსტური მენიუდან აირჩიოთ ბრძანება დოკუმენტის საფუძველზე შექმნა... შედეგად იხსნება ახალი სალაროს შემოსავლის ორდერი, რომლის ძირითადი ველები შევსებულია საფუძველი დოკუმენტის შესაბამისი ველების მნიშვნელობებით.  

 

noteშენიშვნა

სალაროს შემოსავლის ორდერი შესაძლებელია დავაიმპორტოთ MS Excel-დან CashInGroupImport.xls ფაილის დახმარებით, რომელიც იმყოფება საქაღალდეში Import. (მაგალითად C:\Program Files\Apricot Software\AS-Accountant 7\Import ).

 

იხილეთ მეტი

გატარების დამატების ან წაშლისას წითლდება ანგარიშის ნაშთი